შავ ზღვაში, თურქეთის სანაპიროსთან ჩაძირული გემის ეკიპაჟის სულ მცირე, ორი წევრი გარდაიცვალა. ამის შესახებ თურქეთის პროვინცია ბართინის გუბერნატორი სინან გიუნერი აცხადებს.
„ჩაძირული გემის ბორტზე 13 ადამიანი იყო - ყველა რუსეთის მოქალაქეა. ამ დროისთვის, უკვე გადაარჩინეს ხუთი მათგანი, აღმოჩენილია ორი გარდაცვლილის ცხედარი“, - აცხადებს გიუნერი.
მისივე ცნობით, ეკიპაჟის ხუთი წევრის გადარჩენის ოპერაცია მიმდინარეობს.
მშრალტვირთმზიდის ჩაძირვის მიზეზი ამ დრომდე უცნობია.
თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ინკუმუს რაიონში, სადაც გემი ჩაიძირა, სამაშველო ფრეგატა გაიგზავნა.
Ipn.ge