თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ აზერბაიჯანში მიემგზავრება. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია აზერბაიჯანელ მაღალჩინოსნებთან შეხვედრა.
გავრცელებული ინფორმაციით, ვიზიტის დროს განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი მთიან ყარაბაღში არსებული მდგომარეობა იქნება.
1tv.ge