თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ NATO მინისტერიალის ფარგლებში გამართულ ფორუმზე საქართველოს მხარდამჭერი განცხადებით გამოვიდა. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკავშირის საზღვრების ბალკანეთიდან საქართველოში გაფართოების მომხრეა.
ამის შესახებ ბუქარესტში მიმდინარე მინისტერიალის ფარგლებში გამართულ ფორუმზე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა.
„აუცილებელია ევროკავშირის გაფართოების ახალი პროცესის დაწყება. ის უნდა გავრცელდეს ბალკანეთიდან საქართველომდე, მიაღწიოს უკრაინასა და მოლდოვას“, - განაცხადა ჩავუშოღლუმ.
ჩავუშოღლუს თქმით, ეს რეგიონი „არ შეიძლება, იყოს სრულყოფილი მასში თურქეთის ჩართულობის გარეშე“.
მისივე თქმით, უკრაინის კონფლიქტი გკარნახობს ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის შეცვლის აუცილებლობას.
წყარო: https://europetime.eu