თურქეთის გაზის ბაზარზე აზერბაიჯანი რუსეთს ანაცვლებს

თურქეთის გაზის ბაზარზე აზერბაიჯანი რუსეთს ანაცვლებს

access_time2020-08-12 19:00:37

თურქეთის აზერბაიჯანული გაზის შესყიდვების გაზრდას გეგმას - ამის შესახებ ანკარაში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოგლუმ თავის აზერბაიჯანელ კოლეგასთან ჯეიხუნ ბაირამოვთან ერთად ჩატარებულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, აზერბაიჯანი თურქეთში გაზის მიწოდების მხრივ პირველ ადგილზე გავიდა. ანკარა შესყიდვების შემდგომაც გეგმავს ზრდას.


„ერთ-ერთი ჩვენი პრიორიტეტია - გაზსადენი ნახჩევანიდან, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია“ - განაცხადა თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.


მაისში თურქეთის მიერ მოხმარებული გაზის 33% სწორედ აზერბაიჯანზე მოდის, მეორე ადგილზეა ყატარი (19,5%). პარალელურად რუსეთის წილი განუხრელად მცირდება - ის დღეს მესამე ადგილზეა. შემცირება ჯერ კიდევ აპრილში დაიწყო, მაშინ რუსეთის წილი 17,8%-ს შეადგენდა, მაისში კი - 12,7% იყო.


ამ ეტაპზე სწორედ აზერბაიჯანია რეგიონში რუსეთის კონკურენტი. მოსკოვი ნელა-ნელა თურქულ ბაზარს ბაქოს უთმობს - 2020 წლის 5 თვის მანძილზე აზერბაიჯანული გაზის ექსპორტი თურქეთში 8%-ით გაიზარდა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 5,6 მლრდ. კუბური მეტრი შეადგინა.



ამ დღეებში აზერბაიჯანის როლზე გაზის საერთაშორისო ბაზარზე ქვეყნის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ისაუბრა.


„საბადო „შახ-დენიზი“ როგორც მინიმუმ კიდევ 100 წელი აზერბაიჯანს და მოკავშირე ქვეყნებს გაზით მოამარაგებს. ჩვენ ასევე მიწოდების გეოგრაფიის გაფართოებას ვგეგმავთ. ამ საბადოდან გაზი საქართველოში, თურქეთში, ბულგარეთში, საბერძნეთში და იტალიაში წავა. აზერბაიჯანული გაზის ექსპორტი სხვა ქვეყნებშიც შეიძლება, მაგალითად, ბალკანეთის რეგიონში“, - განაცხადა პრეზიდენტმა.


მისი თქმით, რამდენიმე თვეში სამხრეთ საგაზო დერეფანი მწყობრში მთლიანად შევა.


„ამ საქმის შესრულებით ჩვენ ევრაზიის ახალ რუკას ვქმნით, აზერბაიჯანი დიდი ხნის მანძილზე ევროპის სტრატეგიული პარტნიორი დარჩება“, - განაცხადა ილჰამ ალიევმა.


2019 წელს გაზმა „შახ-დენიზ-2“-დან პირველად ევროკავშირში ჩააღწია, კერძოდ საბერძნეთში საქართველოზე და თურქეთზე გამავალი მილსადენით.


აზერბაიჯანული გაზის ევროპაში მიწოდების მთავარი მარშრუტი სამხრეთ საგაზო დერეფანი იქნება. მასში სამხრეთ კავკასიური გაზსადენი, რომელიც საქართველოს გავლით გაზით თურქეთს ამარაგებს, ტრანსანატოლიური გაზსადენი თურქეთში და მშენებარე ტრანსადრიატიკული გაზსადენი შედის, რომელიც საბერძნეთის, ალბანეთის, და იტალიის   ტერიტორიებზე გაივლის.


წყარო ekhokavkaza.ru

მომზადა თენგიზ აბლოთიამ

თეგები:
გაზი



დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-09-18 21:00:58
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:   1. რესპუბლიკური საავადმყოფო - საპარტნიორო ფონდის მორიგი ჩავარდნილი პროექტი ქვეყნის ერთ-ერთმა ყველაზე მაღალანაზღაურებადმა მენეჯერმა დავით საგანელიძემ ამორტიზებული და უმძიმესს მდგომარეობაში მყოფი კლინიკების განვითარებისთვის არაფერი...

ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე აგრობიზნესში წავიდა

ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე აგრობიზნესში წავიდა
access_time2020-09-18 19:30:26
ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე აგროსექტორით დაინტერესდა. გიორგი თაბუაშვილი10 ჰექტარ მიწის ფართობზე გაშენებული ქლიავის ბაღებიდან პირველი მოსავალი უკვე მიიღო.   როგორც გიორგი თაბუაშვილმა ბიზნესპარტნიორს განუცხადა, ქლიავის ბაღები კასპშია გაშენებული. მისი თქმით,  რაოდენობა მცირეა, თუმცა მომავალში ბევრად მეტის მოლოდინი აქვთ.   „მეოთხე წელს სტენლის ჯიშის ქლიავის პირველი მოსავალი მივიღეთ, რაც დაახლოებით 4 ტონა იყო. მომავალ წელს, ამ დროს უკვე ემპრესის...

პანდემიამ ევროპის ქვეყნებს შორის საზღვრები დააბრუნა

პანდემიამ ევროპის ქვეყნებს შორის საზღვრები დააბრუნა
access_time2020-09-18 19:00:47
ევროპელებს ათწლეულების მანძილზე საზღვრების არსებობო თითქმის დაავიწყდათ - თუმცა, 2020-ში საკითხი ისევ რეალობად იქცა. ზოგი საზღვარი გაიხსნა, ზოგი არა, ზოგი ღიაა მხოლოდ გარკვეული ქვეყნებს მოქალაქეებისთვის, სხვებისთვის კი - ჯერაც დახურულია. სულ რამდენიმე კვირაში შენგენის ზონის არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. „ევროპელებს დაავიწყდათ, რომ ცალკეულ სახელმწიფოებს საზღვრების დახურვის უფლებამოსილება აქვთ. შენგენის შეთანხმებაში შავით...

18 სექტემბერი - რეგიონში ქართული ლარი, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა

18 სექტემბერი - რეგიონში ქართული ლარი, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2020-09-18 18:25:07
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 18 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 3 თეთრით გაუფასურდა და ერთი...

ანა მიქაძე: ფერმერებს რეალიზაციის შემცირების ფონზე ყველის წარმოების ინტერესი ეკარგებათ

ანა მიქაძე: ფერმერებს რეალიზაციის შემცირების ფონზე ყველის წარმოების ინტერესი ეკარგებათ
access_time2020-09-18 17:42:25
კოვიდ პანდემიის გავლენის ფონზე ჩავარდნილმა ტურიზმმა, სასტუმროებისა და რესტორნების დახურვამ ყველის გაყიდვები შეამცირა. საქართველოს ყველის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარის თქმით, ფერმერებს რეალიზაციის არეალის შემცირების ფონზე ყველის წარმოების ინტერესი ეკარგებათ. ამასთან პრობლემას წარმოადგენს პირუტყვის საკვებიც. ანა მიქაძის თქმით, ამ პრობლემების ფონზე, უფრო საქონლის  ხორცად გაყიდვის ტენდენცია შეინიშნება.   „ადამიანებს ინტერესი ეკარგებათ, ვინაიდან კორონავირუსის გამო...


მსგავსი სიახლეები

up