თურქეთის ელჩი - საქართველოში თურქეთის საწინააღმდეგო დეზინფორმაციის ტალღა წამოვიდა, ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ორ ქვეყანას შორის საზღვარი დელიმიტირებულია

თურქეთის ელჩი - საქართველოში თურქეთის საწინააღმდეგო დეზინფორმაციის ტალღა წამოვიდა, ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ორ ქვეყანას შორის საზღვარი დელიმიტირებულია

access_time2019-10-17 17:50:37

"დავინახეთ, რომ ბოლო 2-3 დღის განმავლობაში საქართველოში თურქეთის საწინააღმდეგო დეზინფორმაციის დიდი ტალღა წამოვიდა, ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ თურქეთსა და საქართველოს შორის სახმელეთო და საზღვაო საზღვარი დელიმიტირებული, გავლებული და აღნიშნულია", - ამის შესახებ თურქეთის რესპუბლიკის ელჩმა ფატმა ჯერენ იაზგანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

მან ისაუბრა ოპერაციაზე „მშვიდობის წყარო“, რომელიც დაიწყო 2019 წლის 9 ოქტომბერს, სირიაში არსებული სხვადასხვა ტერორისტული საფრთხის გასანეიტრალებლად, ვინაიდან, თურქეთის პოზიციით, იგი უშუალოდ ემუქრება თურქეთის ეროვნულ უსაფრთხოებას. ფატმა ჯერენ იაზგანი ასევე შეეხო საქართველოში არსებულ ინფორმაციებს თურქეთთან დაკავშირებით.

 

„სირიის საკითხზე თურქეთსა და აშშ-ს შორის გარკვეული დაძაბულობაა და მე ვიგრძენი, რომ ამ დაძაბულობიდან გამომდინარე, საქართველოშიც გარკვეული შეშფოთება შეინიშნება. ასევე დავინახეთ, რომ ბოლო 2-3 დღის განმავლობაში საქართველოში თურქეთის საწინააღმდეგო დეზინფორმაციის დიდი ტალღა წამოვიდა. ამ დეზინფორმაციას სხვადასხვა წყარო აქვს. მცდარი ინფორმაციების ძალიან დიდი ტალღა განსაკუთრებით აჭარასთან და თურქეთ-საქართველოს ურთიერთობებთან დაკავშირებით წამოვიდა. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ თურქეთსა და საქართველოს შორის სახმელეთო და საზღვაო საზღვარი დელიმიტირებული, გავლებული და აღნიშნულია. ამ კონტექსტში ვხვდებით ისეთ მცდარ ინფორმაციას, როგორიცაა მაგალითად, რომ 2021 წელს ხდება ყარსის ხელშეკრულების 100 წლისთავი, მას გასდის ვადა და თურქეთი მოინდომებს აჭარის მიტაცებას. ჩვენი თხოვნა ქართული მედიისადმი იქნება, ნუ მიაქცევთ ყურადღებას ასეთ დეზინფორმაციას. დავრწმუნდით იმაშიც, რომ ასეთი ინფორმაციები ვრცელდება სხვადასხვა საიტიდან, რომელთა ნაწილიც გარკვეულწილად დაკავშირებულია PKK-სთან და მათი გავრცელება პროვოკაციულ მიზნებს ემსახურება. ოპერაციის "მშვიდობის წყარო" მსვლელობასთან დაკავშირებით კი, როგორც სოციალურ მედიაში, ასევე მედიაში მუსირებს გარკვეული თემები. მედიაში ვხედავთ, რომ ასევე ხდება საზოგადოებრივი აზრის ფორმირება, რომ თურქეთის შეიარაღებული ძალები სირიის ეროვნულ არმიასთან ერთად (რაც არის სირიიდან ადგილნაცვალი პირების მიერ ჩამოყალიბებული ძალა), ერთობლივად აწარმოებს სირიაში სამოქალაქო პირების ხოცვა-ჟლეტას. თუ სამოქალაქო პირებს რაიმე ზიანი მიადგებათ თურქეთის ძალების ან მის კონტროლქვეშ მყოფი ნებისმიერი ძალების მხრიდან, შესაბამისი ზომები იქნება გატარებული და მიღებული", - განაცხადა ელჩმა.

 

მანვე ისაუბრა ოპერაციაზე "მშვიდობის წყარო".


 

„ხაზს ვუსვამ, ეს სამხედრო ოპერაციაა, წინასწარ განსაზღვრული, წინასწარ მომზადებული და დაგეგმილი თავისი საზღვრებით, გამოყენებული მასალებითა და ყველა მხრივ. ეს არის ოპერაცია, რომელიც განიხილება გაეროს დეკლარაციის 51-ე მუხლის ეროვნული თავდაცვის ფარგლებში. ამ ტერიტორიაზე არსებული სხვა ქვეყნების სამხედრო წარმომადგენლებთან რაიმე გაუგებრობის თუ კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით მათთან კავშირის არხები ღიაა. ეს ოპერაცია არ არის ქურთების, არამედ, PKK-ს წინააღმდეგ მიმართული ოპერაცია, რომელიც ჩამოყალიბდა ჯერ კიდევ ცივი ომის პერიოდში, როგორც მემარცხენე ორგანიზაცია, ცივი ომის მერე შეიძინა ნაციონალისტურ-სეპარატისტული სახე და მიმართულებები, შემდეგ დაიწყო ტერორისტული ქმედებები, განახორციელა ძალიან ბევრი ტერაქტი თურქეთის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ და თავდასხმები თურქეთის მესაზღვრეების წინააღმდეგ. ჩვენ ამ ორგანიზაციას უკვე 40 წელია, ვებრძვით. რაც შეეხება სამოქალქო პირების დანაკარგს, ამ ოპერაციისას ეს რიცხვი არის ძალიან მცირე, რაც აღსანიშნავი ფაქტია, მაგრამ ვისურვებდით, საერთოდ 0-ის ტოლი ყოფილიყო", - განაცხადა ელჩმა.

 

ფატმა ჯერენ იაზგანმა კითხვაზე, თუ რამდენი ხნის განმავლობაშია მოსალოდნელი ოპერაციის გაგრძელება, უპასუხა, რომ განსაზღვრული მიზნებია და არა - ოპერაციის ხანგრძლივობა.

 

„ჩვენმა პრეზიდენტმა მრავალჯერ გააჟღერა, რომ ოპერაციასთან დაკავშირებით ვადები არ გვაქვს დათქმული, არამედ, გამოცხადებული გვაქვს მიზნები. მიზანია 30 კმ სიგანისა და 480 კმ სიგრძის ტერიტორიის რეგიონის ტერორისტებისგან გათავისუფლება. მეორე მიზანი კი თურქეთის საზღვრების უსაფრთხოების უზრუნველყოფაა", - აღნიშნა ელჩმა.


ipn

თეგები:
თურქეთი



მასტიმულირებელი პაკეტის გარეშე ფქვილი და პური გაძვირდება - ასოციაციები მთავრობას მიმართავენ

მასტიმულირებელი პაკეტის გარეშე ფქვილი და პური გაძვირდება - ასოციაციები მთავრობას მიმართავენ
access_time2020-11-27 13:00:58
თუ არ მოხდება სახელმწიფოს მხრიდან ბაზარზე საკანონმდებლო ან მასტიმულირებელი ღონისძიებებით ჩარევა, ხორბლის აღნიშნული პარამეტრით ფქვილზე და პურზე დღევანდელი ფასის შენარჩუნება ვერ მოხერხდება - ამის შესახებ აღნიშნულია , საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციას და საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის მიერ ერთობლივად გავრცელებულ განცხადებაში. განცხადების მიხედვით, უკანასკნელ თვეებში ხორბლის საერთაშორისო და შესაბამისად საქართველოს ფქვილის და პურის ბაზრებზე ფიქსირდება რთული...

საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული დამატებითი შეზღუდვები ნეგატიურ ზეგავლენას იქონიებს ბიზნეს ოპერატორების საქმიანობაზე და შესაბამისად ეკონომიკაზე

საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული დამატებითი შეზღუდვები ნეგატიურ ზეგავლენას იქონიებს ბიზნეს ოპერატორების საქმიანობაზე და შესაბამისად ეკონომიკაზე
access_time2020-11-27 11:55:54
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარების შედეგად გამოწვეულ ახალ შეზღუდვებს ეხმიანება. ასოციაცია, როგორც ასობით ბიზნეს ოპერატორის ინტერესების დამცველი ყველაზე მსხვილი გაერთიანება, სამწუხარო ფაქტად მიიჩნევს იმას, რომ მნიშვნელოვანი შეზღუდვების გარეშე ვერ მოხერხდა ახალი კორონავირუსის გავრცელების შეკავება. ბუნებრივია, საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული დამატებითი შეზღუდვები ნეგატიურ ზეგავლენას იქონიებს ბიზნეს ოპერატორების საქმიანობაზე და შესაბამისად...

Black Friday - ეკოვუდში ! მხოლოდ სამი დღით 27,28,29 ნოემბერს ფასდაკლება სრულ ასორტიმენტზე 10%დან-20%მდე

Black Friday - ეკოვუდში !  მხოლოდ სამი დღით 27,28,29 ნოემბერს ფასდაკლება სრულ ასორტიმენტზე 10%დან-20%მდე
access_time2020-11-27 11:00:52
კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ეკოლოგიურად სუფთა ხის სარემონტო მასალებს სახლის, აგარაკის, რესტორნისა თუ სასტუმროს რემონტისთვის. კომპანია ეკოვუდი 20-ზე მეტი მსოფლიო ბრენდის ოფიციალური პარტნიორია, საქართველში წარმოადგენს ისეთ კომპანიებს როგორებიცაა: Altax (Sherwin-Williams), Weco, Bayris, Astra Trade, Bowi, Deck-Dry, Gwozdeck და სხვა. ფასდაკლებულ ასორტიმენტში თქვენ იხილავთ ხის ფასადის მასალებს, კედლის და ჭერის პანელებს, იატაკის და ტერასის მასალებს, კიბის საფეხურებს, ხის...

საქართველოში კორონავირუსის 4780 ახალი შემთხვევიდან 1863 - თბილისში, 664 - აჭარაში, 648 - იმერეთში დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის 4780 ახალი შემთხვევიდან 1863 - თბილისში, 664 - აჭარაში, 648 - იმერეთში დაფიქსირდა
access_time2020-11-27 10:55:36
დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 4 780 ახალი დადასტურებული შემთხვევა,-ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა. „დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია...

სილქფესტი ფასდაკლებების კვირეულს ხუთი ყველაზე მოთხოვნადი შეთავაზებით უერთდება!

სილქფესტი ფასდაკლებების კვირეულს ხუთი ყველაზე მოთხოვნადი შეთავაზებით უერთდება!
access_time2020-11-27 09:55:09
27 ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით, სილქნეტი მობილური ქსელის მომხმარებლებს ხუთ სააქციო პაკეტს შეთავაზებს. კომბინაციით *202# მომხმარებელი 30 დღით ჩაირთავს: 4 GB უსწრაფეს ინტერნეტს - 5 ლარად 300 ლოკალური წუთი - 5 ლარად 15 GB უსწრაფეს ინტერნეტს - 10 ლარად ულიმიტო სასაუბრო (ლოკალური) - 10 ლარად კომბინაციით *019# მომხმარებელი 30 დღით ჩაირთავს ყველაზე მოთხოვნად პირობას: ულიმიტო ინტერნეტ პაკეტს - 19...


მსგავსი სიახლეები

up