„თურქეთის და სომხეთის მიერ ირანისთვის საზღვრების დაკეტვა საქართველოში იმპორტირებული პროდუქციის დეფიციტს და ფასების ზრდას გამოიწვევს“

„თურქეთის და სომხეთის მიერ ირანისთვის საზღვრების დაკეტვა საქართველოში იმპორტირებული პროდუქციის დეფიციტს და ფასების ზრდას გამოიწვევს“

access_time2020-02-24 14:30:53

მთავრობის გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე დროებით შეჩერდება მგზავრების საჰაერო გზით შემოყვანა ირანიდან საქართველოში. გარდა ამისა, საქართველოს მთავრობა არ გამორიცხავს, ირანთან ფრენების შეზღუდვის შემდეგ, გადაადგილება სახმელეთო საზღვარზეც შეიზღუდოს.


საქართველო-ირანის სავაჭრო პალატის ვიცე-პრეზიდენტი და „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ პირველ რიგში, ამ შეზღუდვას უარყოფითი გავლენა ტურიზმზე ექნება, თუმცა, ორ ქვეყანას შორის საგარეო სავაჭრო ურთიერთობებზეც ცალსახად უარყოფითად აისახება.


„პირველ რიგში, ირანიდან საქართველოში მგზავრების საჰაერო გზით შემოყვანის შეჩერებას პირდაპირი გავლენა ტურიზმზე ექნება, რაც ცალსახად უარყოფითად აისახება ამ სექტორზე. თუმცა, რა თქმა უნდა ირანთან სავაჭრო ურთიერთობებსაც შეაფერხებს, მაგრამ ბაზარზე რა გავლენას მოახდენს ამაზე საუბარი ამ ეტაპზე რთული იქნება“, - განაცხადა ვანო მთვრალაშვილმა.


აღსანიშნავია, რომ სომხეთის და თურქეთის ხელისუფლებამ, ირანში კორონავირუსით დაავადებული ადამიანების რაოდენობის ზრდასთან დაკავშირებით, ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან საზღვრის დაკეტვის გადაწყვეტილება მიიღo. ვანო მთვრალაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა ჩაკეტავს თუ არა საქართველო ირანთან სახმელეთო საზღვარს, მეზობელ ქვეყნებში არსებული ვითარება ავტომატურად ჩვენზეც აისახება.



„სახმელეთო საზღვარი ირანთან პირდაპირი არ გაგვაჩნია, ტვირთი ჩვენთან ორი მიმართულებით შემოდის, სომხეთის და თურქეთის გავლით. ეს ორი ქვეყანა  ირანთან სახმელეთო საზღვარს კეტავს, მაშინ როდესაც ეს ლოჯისტიკურად უმოკლესი გზა იყო ჩვენთან ტვირთის შემოსატანად, ამ შემთხვევაში სხვა გზებით საქართველოში ირანიდან ტვირთის მოხვედრა მხოლოდ აზერბაიჯანიდან იქნება შესაძლებელი. გამოდის, რომ თუ ამ მოსაზღვრე ქვეყნებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სახმელეთო საზღვარი ჩაკეტონ, თავისთავად ჩვენთანაც იკეტება. მაგალითად, საგზაო ბიტუმი ძირითადად სახმელეთო გზებით თურქეთის გავლით სატვირთო ავტომობილით მოდიოდა, თუ მან  საზღვარი ჩაკეტა ბუნებრივია ჩვენი საზღვრებიც ირანისთვის დაიკეტა.


ირანთან სავაჭრო ბრუნვა 250-300 მლნ დოლარია. საზღვრების ჩაკეტვის შემდეგ, იმ პროდუქციის დეფიციტი გაჩნდება, რაც იქედან შემოდის. შეიძლება ეს რაღაც პერიოდში გამოსწორდეს და ალტერნატივა მოიძებნოს, მაგრამ ძალიან რთული იქნება, ასეთ პროდუქტებზე ფასიც მოიმატებს, ასევე სრულყოფილად და დროულად ვერ მოხდება მათი მოწოდება. ეს სიტუაცია ცალსახად მნიშვნელოვან პრობლემას შექმნის, მაგალითად, ბიტუმის თვალსაზრისით, რომლის ტრანსპორტირებაც პირდაპირ ირანიდან ხდება და აწყობილია მთელი სქემა, მისი ჩანაცვლება შეიძლება რუსეთიდან მოხდეს, მაგრამ ფასიც გაიზრდება და უშუალოდ ტრანსპორტირების პროცესშიც ბევრ დეტალს გაართულებს“, - აცხადებს ვანო მთვრალაშვილი.


მთავრობის გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე შეჩერდება მგზავრების შემოყვანა ირანიდან საქართველოში. ავიაკომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ ცარიელი თვითმფრინავებით შემოვიდნენ საქართველოს სივრცეში, რათა ტურისტად მყოფმა ირანის მოქალაქეებმა შეძლონ ირანში დაბრუნება. ამ ეტაპზე, გადაადგილებისთვის დარჩება სახმელეთო საზღვარი, თუმცა დაწესდება მკაცრი შეზღუდვები.


ნინო თამაზაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up