თურქეთიდან  წამლის იმპორტის გაიაფებამ შეიძლება ხარისხის პრობლემა შექმნას

თურქეთიდან წამლის იმპორტის გაიაფებამ შეიძლება ხარისხის პრობლემა შექმნას

access_time2022-01-19 10:00:17

ფარმაცევტული ბაზრის სპეციალისტები ფიქრობენ, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილება, მედიკამენტების ბაზარზე თურქეთის  ხაზის  გახსნის თაობაზე, ბევრს ვერაფერს შეცვლის, თუ მას სხვა რეგულაციებიც არ დაერთო.  როგორც ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ანალიტიკოსი ნიკა შენგელია ,,კომერსანტთან“ განმარტავს, თურქეთის ბაზარზე ფალსიფიცირებული დაბალხარისხიანი მედიკამენტების საკმაოდ დიდი ბრუნვაა, შესაბამისად,  მთავრობამ დამატებით უნდა შეიმუშაოს ხარისხის კონტროლის მექანიზმები.  ასევე უნდა ამოქმედდეს როგორც საბითუმო, ისე საცალო მედიკამენტებზე ფასნამატის წარმოქმნის რეგულაცია.



,,თურქეთიდან ისედაც შემოდიოდა ფარმაცევტული საქონელი საქართველოში იმპორტიორების საშუალებით. მეტსაც გეტყვით, თურქული მედიკამენტების წილი 30%-მდე იყო მთელ ასორტიმენტში, მაგრამ ქსელში მოხვედრის შემდეგ ეს წამლები მაინც ძვირი ღირდა. პრემიერის განკარგულება, რომ „მეზობელი ქვეყნიდან შემოვა მაღალი, GMP ხარისხის წამლები“ ნიშნავს იმას, რომ თურქეთის რესპუბლიკა დაემატება იმ ქვეყნების ჩამონათვალში, რომელთანაც საქართველოს „პარალელური იმპორტის რეჟიმი“ აქვს დაწესებული. მედიკამენტები, რომლებიც თურქეთის რესპუბლიკაშია წარმოებული და რეგისტრირებული, საქართველოში შემოვა ყოველგვარი ზედმეტი ბიუროკრატიული ბარიერების გარეშე. თუმცა ცნობილია ისიც, რომ  თურქეთის ბაზარზე საკმაოდ დიდი ბრუნვაა ფალსიფიცირებული დაბალხარისხიანი მედიკამენტების. შესაბამისად, მთავრობამ დამატებით უნდა შეიმუშავოს ხარისხის კონტროლის მექანიზმები“, - აცხადებს ,,კომერსანტთან“ ნიკა შენგელია.



ანალიტიკოსი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც,  თუ ვინ იქნება თურქული მედიკამენტების შემომტანი - გაჩნდებიან თუ არა ახალი ოპერატორები, რომლებიც კონკურენციას გაუწევენ ქართულ ბაზარზე დამკვიდრებულ კომპანიებს.



,,რეალურად ახალ ოპერატორს ჭირდება  წამლის მოსახლეობამდე მიწოდების ქსელი. ცხადია,  რომ არსებული ქსელი სხვის შემოტანილ პროდუქციას თავის ქსელში არ შეუშვებს,  მათ ისედაც შემოჰქონდათ და კარტელური შეთანხმებებით ფასწარმოქმნის პოლიტიკას დიდი ალბათობით კვლავ ძველებურად გააგრძელებენ.  ვფიქრობთ, ის ჩანაფიქრი, რაც პრემიერს აქვს, ძნელად მისაღწევი იქნება, თუ  თურქეთიდან შემოტანილ ფარმაცევტულ პროდუქციაზე დამატებით არ გაამკაცრებენ კონტროლს“, - დასძენს  შენგელია.




რაც შეეხება ქართული ფარმაცევტული ბაზრის ოლიგოპოლიურ მდგომარეობას, ანალიტიკოსი საუბრობს იამზეც,  როგორ ვითარდებოდა სფერო, რა პრობლემაა კონკურენციის კუთხით და როგორ დგინდება წამლის ფასი საქართველოში.



„ფარმაცევტული ბაზრის გამსხვილების პროცესი 90-იანი წლების მეორე ნახევრიდან იწყება. გამოიკვეთა მსხვილი იმპორტიორები:  „ავერსი“, PSP და კომპანია „კრისტალი“. აღნიშნული კომპანიები ძირითად საბითუმო ბაზრებს ფლობდნენ, კარტელური შეთანხმების საფუძველზე გადანაწილებული ჰქონდათ მედიკამენტების იმპორტი მწარმოებელი კომპანიებისაგან და თვითნებურად, კარტელური შეთანხმების საფუძველზე აწესებდნენ ფასებს მედიკამენტებზე. შემდეგ მოგვიანებით  აღნიშნულ კარტელურ გარიგებებს შეუერთდა „სახალხო აფთიაქიც“. ცოტა მოგვიანებით „ავერსმა“ და PSP-მ გარდა მედიკამენტების იმპორტისა, ადგილობრივი წარმოებაც გახსნეს - „ავერსი  რაციონალი“და „ჯი ემ პი“.  უფრო მოგვიანებით კი სადაზღვევო  სექტორშიც დაიმკვიდრეს თავი.

თავიდანვე აშკარა, იყო რომ  ფარმაცევტულ ბიზნესში არაჯანსაღი კონკურენციის პერიოდი დაიწყო. საქმე გვაქვს სულ რამდენიმე ოპერატორთან, რომელთაც ბაზარი ფაქტიურად აქვთ გადანაწილებული ვერბალური შეთანხმებებით. ასეთ შემთხვევაში მომხმარებელს ფაქტობრივად არჩევანი არ აქვს, წამლის შესაძენად რომელ აფთიაქშიც არ უნდა შევიდეს, ფასწარმოქმნის პოლიტიკა ერთი და იგივეა“, - აცხადენს ნიკა შენგელია.

 


დღეის მდგომარეობით, საქართველოში არსებული აფთიაქების ქსელის 40%-მდე  ფლობს სამი კომპანიას.:  „ გეფა“,   „პსპ ფარმა“    და „ავერსი ფარმა“.



მედიკამენტებზე  ფასების ზრდა ძირითადად იწყება 2016 წლიდან, რის მიზეზადაც  იმპორტიორების მხრიდან  ვალუტის გაუფასურება და ინფლაცია დასახელდა.



2016 წლიდან 2020 წლამდე მედიკამენტებზე ფასებმა საშუალოდ 41%-ით მოიმატა.



მარი ჩიტაია






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up