„თურქეთიდან საქართველოში ისეთი ხარისხის ქათმის ხორცი შემოდის, რომელიც თურქეთშიც კი არ იყიდება“

„თურქეთიდან საქართველოში ისეთი ხარისხის ქათმის ხორცი შემოდის, რომელიც თურქეთშიც კი არ იყიდება“

access_time2020-03-03 13:00:26

მეფრინველეობის დარგი გაკოტრების წინაშეა, ფერმერების ინფორმაციით, ქვეყანაში ქათმის ხორცის ბაზრის 70% იმპორტულ პროდუქციას უჭირავს. ამის არაერთი მიზეზი სახელდება, მათ შორისაა, ბოლო წლების განმავლობაში, ლარის კურსის ზრდა, ენერგომატარებლების გაძვირება, დღგ-ს გადასახადი, რომელსაც მეფრინველეობის დარგი იხდის და სხვა. „კომერსანტი“ დაინტერესდა რა გამოწვევები აქვს ქვეყანაში მეფრინველეობის დარგს.

 

 

კომპანია „ჩირინას“ დამფუძნებელი, რევაზ ვაშაკიძე იმპორტირებული ქათმის ხარისხზე საუბრობს და აცხადებს, რომ თურქეთიდან  შემოსული პროდუქტი არის დაბალი ხარისხის და შესაბამისად დაბალი ფასის. რევაზ ვაშაკიძის განმარტებით, იმპორტირებული დაბალი ხარისხის ხორცი უვნებელი არ არის და მაღაზიებში არ უნდა იყიდებოდეს.

 

„რა პროდუქტიც ევროკავშირში შედის იგივე უნდა შემოდიოდეს ჩვენთანაც, საუბედუროდ, ეს ესე არ არის. ქათმის იმპორტი ისეთი ქვეყნებიდან როგორიც არის უკრაინა, ბრაზილია და ევროკავშირის ქვეყნები, არის ცოტა, მაგრამ პროდუქტის იმპორტი გაზრდილია თურქეთიდან. პროდუქცია, რომელიც შემოდის მესამე და მეოთხე კატეგორიის ქათამია, რომელიც თურქეთში არ იყიდება. სახელმწიფოს მხრიდან, ამ მხრივ არანაირი შეზღუდვები არ არის. რასაკვირველია შეზღუდვები უნდა დაწესდეს. თუ ავიღებთ მეფრინველეობას, საქართველოში პროდუქტი თურქეთიდან, ჩინეთიდან და სხვა ქვეყნებიდან შემოდის, შესაბამისად, ჩვენი მეფრინველეობის დარგი ითხოვს სტანდარტიზაციას ევროკავშირთან, ამიტომ შეიძლება ჩვენი პროდუქტი უფრო ძვირი აღმოჩნდეს ვიდრე იმპორტირებული პროდუქტი. ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა მოვიქცეთ ის, რომ ადვილი არ იყოს უხარისხო ქათმის საქართველოში შემოტანა“, - განმარტავს რეავზ ვაშკიძე. 


 

 

კიდევ ერთი პრობლემა, რომელზეც რევაზ ვაშაკიძე ყურადღებას ამახვილებს, სახელმწიფოს მხრიდან გამოცხადებული ტენდერებია. როგორც ბიზნესმენი განმარტავს სახელმწიფო შესყიდვებში  უპირატესობა უცხოურ კომპანიებს ენიჭებათ, ქართული წარმოება კი წახალისებული არ არის, ეს მაშინ, როდესაც სოფლის მეურნეობა საქართველოს მთავრობამ პრიორიტეტულ დარგად გამოაცხადა.

 

 

„ჩვენ მსხვილი გადამხდელი ვართ, სახელმწიფო უწყებები კი რატომღაც ყიდულობენ არა საქართველოში, არამედ სხვა ქვეყანაში წარმოებულ პროდუქციას. მაგალითისთვის შემიძლია გითხრათ, რომ თავდაცვის სამინისტრომ გამოცხადა ტენდერი და გაყინული ბარკლები რომელიღაც ქვეყნიდან შეისყიდა, ტენდერის პირობები ისეთია, პროდუქტი აუცილებლად უნდა უყოს უცხოეთიდან შემოტანილი.ეს ჩემთვის გაუგებარია. საერთოდ საკანონმდებლო დონეზე უნდა იქნეს ეს საკითხი დარეგულირებული“, - განაცხადა რევაზ ვაშაკიძემ.

 

ბაჩო ადამია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up