„თურქეთიდან ორი ჩანთა მედიკამენტების ჩამოტანა შედეგს ვერ მოიტანს“ – რატომ უნდა ამოქმედდეს უნივერსალური სადაზღვევო პაკეტი

„თურქეთიდან ორი ჩანთა მედიკამენტების ჩამოტანა შედეგს ვერ მოიტანს“ – რატომ უნდა ამოქმედდეს უნივერსალური სადაზღვევო პაკეტი

access_time2022-08-22 21:00:00

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის რეფორმირება აუცილებელია და რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება მისი ამჟამინდელი ფორმით არსებობა, მით უფრო არაეფექტიანი იქნება სისტემა, რომელიც კლინიკებისთვის სარფიან პროგრამად იქცა – ამის შესახებ დაზღვევის საკითხების ექსპერტმა თენგიზ შერგელაშვილმა jandacva.ge-სთან საუბარში განაცხადა.


შერგელაშვილი ექსპერტების იმ ჯგუფში შედის, რომელიც სავალდებულო უნივერსალური სადაზღვევო პაკეტის ამოქმედების აუცილებლობაზე საუბრობს. აღნიშნული პაკეტის არსს ის ასე განმარტავს: მილიონერია ადამიანი თუ ღარიბი, ამის მიუხედავად ნებისმიერი მოქალაქე უნდა იყოს დაცული სტანდარტიზებული პაკეტით. ანუ ყველა მოქალაქისთვის, შემოსავლების მიუხედავად, უნდა არსებობდეს პაკეტი, რომელიც მოიცავს თანაბარ წვდომას თანაბარ სამედიცინო სერვისებზე. დიფერენცირების პრინციპი უნდა შეეხოს არა ჯანდაცვის სერვისებს, არამედ პრემიის გადახდას. მაგალითად, დაბალშემოსავლიან ადამიანებს პრემიას მთლიანად სახელმწიფო დაუფარავს, 1200-დან 3600 ლარამდე შემოსავლის მქონე მოქალაქეს პრემიის ნაწილი საშემოსავლო გადასახადიდან დაიქვითება, უფრო შეძლებულ ადამიანებს კი პაკეტის ღირებულების დაფარვა თავად მოუწევთ.


„დიფერენცირება უნდა შეეხოს პრემიის გადახდის პრინციპს და არა ჯანდაცვის სერვისებს, როგორც ახლაა. ახლა სახელმწიფო ეუბნება ადამიანს, რომ, შემოსავლების მიხედვით სხვადასხვა სერვისი ეკუთვნის. ჩვენი ინიციატივა კი გულისხმობს უნივერსალური პაკეტის შექმნას თითოეული მოქალაქისთვის, ხოლო ვინ როგორ გადაიხდის მის ღირებულებას – საშემოსავლოდან, მთლიანად სახელმწიფოს ხარჯზე თუ სრულად საკუთარი ჯიბიდან – ეს მოქალაქის შემოსავლებზე იქნება დამოკიდებული,“ – აცხადებს თენგიზ შერგელაშვილი.


მისივე თქმით, ქართული რეალობიდან გამომდინარე, მიზანშეწონილი იქნება, სისტემაში კერძო სადაზღვევო კომპანიები ჩაერთონ, რაც ჯანდაცვის სამინისტროს საოპერაციო ტვირთს მოაცილებს და ეს პროგრამას უფრო ეფექტიანს გახდის.


აღნიშნულთან დაკავშირებით jandacva.ge-მ ექსპერტს მოუყვანა დავით სერგეენკოს არგუმენტი იმის შესახებ, რომ დაკვირვების შედეგად სახელმწიფო უფრო ეფექტიანი მმართველი აღმოჩნდა. ამასთან, საიტისთვის მიცემულ ინტერვიუში სერგეენკომ განაცხადა, რომ ჯანდაცვის სერვისების ანაზღაურების კუთხით სახელმწიფო და კერძო ინსტიტუციებს დაახლოებით თანაბარი ხარჯები აქვთ, თუმცა სახელმწიფოს შემთხვევაში ამას ემატება ადმინისტრაციული ხარჯები, რაც ახლა დაახლოებით 1%-ია. კერძო სექტორის შემთხვევაში კი ამას ემატება მარკეტინგული ხარჯები, აკვიზიციის, მოპოვების ხარჯები, მოგება და ადმინისტრაციული ხარჯები.



თენგიზ შერგელაშვილს ამაზე მოჰყავს ის არგუმენტი, რომ ყველა სამინისტროს საკუთარი თანამშრომლები სწორედ კერძო კომპანიებში ჰყავს დაზღვეული, რაც კერძო დაზღვევის ეფექტიანობაზე მიუთითებს. გარდა ამისა, ექსპერტის განცხადებით, სახელმწიფო დაფინანსების შემთხვევაში ხარჯების ორი მესამედი მოდის ჰოსპიტლებზე, რაც ადასტურებს, რომ საყოველთაო ჯანდაცვა კლინკების „მაფიაა“, რადგან კლინიკები მოწოდებულნი არიან, რაც შეიძლება მეტი თანხა დაახარჯინონ სახელმწიფოს. კერძო სადაზღვევოები კი იგივე წილს პირველად ჯანდაცვაში ხარჯავენ, რაც პრევენციასა და ჰოსპიტალური ხარჯების თავიდან აცილებისკენაა მიმართული. ეს კი პაციენტის ინტერესიცაა.


არის თუ არა ამ კუთხით გამოსავალი კლინიკების შემოწმება, რათა სახელმწიფო თანხების ხარჯვის მიზნობრიობა გაკონტროლდეს, რის შესახებაც ჯანდაცვის სამინისტრო აქტუყრად საუბრობს? ამასთან, სახელმწიფომ უკვე გამოაცხადა პირველადი ჯანდაცვის რეფორმა – არის თუ არა ეს ხარჯების ოპტიმიზაციისა და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ეფექტიანობის საფუძველი? ამ კითხვევბზე პასუხისას ექსპერტი აცხადებს, რომ ჯანდაცვის მინისტრის მიერ კლინიკების გაკონტროლების შესახებ გაკეთებული განცხადებები ფასადურია და ეს არაა რეალური გამოსავალი, რადგან სახელმწიფოს მხრიდან მაკონტროლებლის რაოდენობის ზრდა ეფექტს არ მოიტანს, რაც მრავალწლიანმა პრაქტიკამ უკვე აჩვენა, როდესაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მუდმივად გადახარჯვაა.


ექსპერტი ამბობს, რომ სადაზღვევო ინდუსტრიას უკვე აქვს საჭირო გამოცდილება, რომ საოპერაციოი ნაწილი საკუთარ თავზე აიღოს. ამკუთხით კერძო სექტორის ეფექტიანობის მაგალითად შერგელაშვილს გერმანული პრაქტიკა მოჰყავს, სადაც წამლების 95%-ს პაციენტებს სადაზღვევო კომპანიები უფინანსებენ, თუმცა ამისთვის ელექტრონული რეცეპტის გამოწერას ითხოვენ. თენგიზ შერგელაშვილის თქმით, პრობლემები სისტემური მიდგომით უნდა მოგვარდეს და არა „თურქეთიდან ორი ჩანთა მედიკამენტების ჩამოტანით.“ ის ამბობს, რომ საქართველოში სასწრაფო დახმარების მანქანები „მოძრავი ამბულატორიების“ როლს ასრულებენ, არადა შეუძლოდ გახდომის შემთხვევაში ადამიანი პირველ რიგში ოჯახის ექიმს უნდა ურეკავდეს და არა – სასწრაფოს.


„სახელმწიფოს აკლია ადმინისტრაციული ხარჯები? ამხელა აპარატი მუშაობს და მაინც გადახარჯვა ხდება. სამინისტროები საოპერაციო ხარჯებისგან თავისუფალი უნდა იყვნენ. მათი მთავარი ამოცანა უნდა იყოს სტრატეგიების შემუშავება, სადაზღვევო პაკეტის განსაზღვრა. მნიშვნელოვანია, რომ სწორედ სადაზღვევო კომპანიებმა უნდა დააბალანსონ მომხმარებლებში ინფორმაციული ასიმეტრიულობა, რომელიც დღეს უდიდესი პრობლემაა, “ – აღნიშნა თენგიზ შერგელაშვილმა.


jandacva.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up