თურქეთი ეკონომიკის გრავიტაციის კანონს ვერ უარყოფს

თურქეთი ეკონომიკის გრავიტაციის კანონს ვერ უარყოფს

access_time2022-01-22 17:00:04

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გასული წლის დიდი ნაწილი ეკონომიკური ლოგიკის უარყოფის მცდელობაში გაატარა. დროა ერდოღანმა თურქული ბიზნესისა და მომხმარებლების, ასევე საკუთარ პოლიტიკური მომავლის გამო, კურსი შეცვალოს.

ტრადიციული ხედვის საწინააღმდეგოდ, ერდოღანი დიდი ხანია დარწმუნებულია, რომ რეფინანსირების განაკვეთების გაზრდა, რომელსაც მან ყველა ბოროტების დედა და მამა უწოდა, ინფლაციას ხელს უწყობს. მაშინაც კი, როდესაც ფასები მკვეთრად იზრდება, ხოლო ლირა უფასურდება, ცენტრალურმა ბანკმა სექტემბრიდან დეკემბრამდე პერიოდში განაკვეთები კიდევ 500 საბაზისო პუნქტით შეამცირა. პარალელურად, მოქალაქეები დეპოზიტების ლირაში შენახვაში რომ დაერწმუნებინა, ერდოღანმა დოლართან მიმართებით ლირას შემდგომი გაუფასურების კომპენსირების დაპირება გასცა.

გასაკვირი არაა, რომ შედეგები დამღუპველი იყო. დეკემბერში წლიურმა ინფლაციამ 36%-ს გადააჭარბა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში. ლირა დაახლოებით 46%-ით გაუფასურდა. თურქები პურის რიგებში დგანან, ზოგი კი ქვეყნიდან გარბის.

მცირე საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ, რომ ლირაში დეპოზიტების გარანტირების ექსპერიმენტი სიტუაციას გააუმჯობესებს. ეკონომისტების უმეტესობა კიდევ უფრო მაღალ ინფლაციას პროგნოზირებს, რადგან თურქეთის ეროვნული ვალუტის გაუფასურება გრძელდება. ამასთან, მეანაბრეებისთვის გაცემული დაპირებების შესრულება შეიძლება მთავრობას ძვირი დაუჯდეს. S&P-მა და Fitch Ratings-მა თურქეთის სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა უარყოფითამდე შეამცირა.

საზოგადოების მზარდმა უკმაყოფილებამ თურქული ოპოზიცია გაამხნევა. არსებობს რისკი, რომ ერდოღანი ზეწოლის ქვეშ გატყდება. მან უკვე გასცა გაფრთხილებები ქუჩის პროტესტის წინააღმდეგ. ზოგიერთი ანალიტიკოსი შიშობს, რომ ის შეიძლება შეეცადოს ხელი შეუშალოს 2023 წლის არჩევნებს ხელისუფლებაში დარჩენისთვის, რაც კონსტიტუციურ კრიზისს გამოიწვევს.


თუმცა, არსებობს უფრო მარტივი და ბევრად ეფექტური გზაც, ერდოღანმა ცენტრალურ ბანკს მოვალეობის შესრულების საშუალება უნდა მისცეს. Bloomberg Economics-ი აღნიშნავს, რომ წარსულში ლირას სტაბილიზაციისთვის რეფინანსირების განაკვეთი ინფლაციას 2%-დან 3%-მდე აჭარბებდა. ახლა, სავარაუდოდ, ზრდის სერია იქნება საჭირო.

მიმდინარე კვირის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა კარგი ადგილი იქნება ამის დასაწყებად. რაც უფრო დიდხანს ელოდება ცენტრალური ბანკი განაკვეთების გაზრდას, ქვეყანას უფრო ღრმა კრიზისში ჩავარდება, ერდოღანი კი თავის თავის გარდა ვერავის დაადანაშაულებს.


წყარო: Bloomberg,  "ბიზნეს ფორმულა"





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up