თურქეთი C-400-ის გამო ამერიკული სანქციებისთვის ემზადება

თურქეთი C-400-ის გამო ამერიკული სანქციებისთვის ემზადება

access_time2019-05-22 20:30:00


ანკარაში ჩატარებულ პრესკონფერენციაზე თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ხულუსი აკარმა განაცხადა, რომ  აშშ-სთან მოლაპარაკებებში რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემა C-400-ის შეძენასთან დაკავშირებით, გარკვეული პროგრესი შეინიშნება.


თუმცა, მისი თქმით, ამის მიუხედავად, თურქული მხარე ემზადება სანქციებისთვის, რომელიც შესაძლოა მიღებულ იქნას ვაშინგტონის მიერ ამ სისტემების ყიდვის გამო.


როგორც აკარმა აღნიშნა, ამჟამად თურქეთი სწავლობს ალტერნატიულ ამერიკულ შეთავაზებას -  კერძოდ, ამერიკული სისტემა Patriot-ის ყიდვასთან დაკავშირებით, თუმცა პარალელურად აგზავნის თავის სამხედროებს რუსეთში C-400-ის ასათვისებლად.


„ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ურთიერთობები რუსეთთან, უკვე გავაფორმეთ კონტრაქტი და ვაპირებთ მის შესრულებას,“ - განაცხადა მინისტრმა.



მისი თქმით, თურქეთს ესაჭიროება საჰაერო დაცვის თანამედროვე საშუალებები ქვეყნის 82 მლნ. მოქალაქის დასაცავად.
თავდაცვის მინისტრის განცხადებით, თურქეთი აგრძელებს თავისი ვალდებულებების შესრულებას სამხედრო თვითმფრინავის F-35-ს პროგრამის ფარგლებში და გამოთქვა იმედი, რომ მუშაობა ამ მხრივ გაგრძელდება.


CNBC-იმ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ აშშ-მ  ულტიმატუმი თურქეთს წაუყენა და მოითხოვა მისგან ივნისის პირველი კვირის ბოლომდე რუსეთთან გარიგებაზე უარი თქვას, წინააღმდეგ შემთხვევაში ანკარას მოუწევს F-35-ს პროგრამიდან გასვლა და უკვე შეკვეთილი 100 თვითმფრინავის დაკარგვა.


ვაშინგტონში მიიჩნევენ, რომ ნატოს ყველა წევრი ქვეყანა ვალდებულია შეისყიდოს ერთიანი სტანდარტის შეიარაღება, ს-400 კი ამ ნორმებს არ შეესაბამება და შეუთავსებადია ნატოს სისტემებთან. მის ნაცვლად აშშ ურჩევს ანკარას Patriot-ს ყიდვას, თუმცა ამერიკული სისტემა რუსულზე ძვირია.


რუსეთმა და თურქეთმა 2017 წლის ბოლოს დადეს ხელშეკრულება С-400-ს შეძენის თაობაზე  - კონტრაქტის ღირებულებაა 2,5 მლრდ. დოლარი.


რაც შეეხება შესაძლო სანქციებს, ყველაზე მტკივნეული თურქეთისთვის იქნება უარის თქმა F-35-ის პროგრამაზე.
ანკარამ მიიღო მონაწილეობა ამ თვითმფრინავის შექმნაში და შეუკვეთა 100 ერთეული. ფორმალურად პირველი თვითმფრინავი გადაეცა თურქეთს 2018 წლის ივნისში, თუმცა, რეალურად, მას არ გადაუკვეთია აშშ-ს საზღვარი.
ასევე С-400-სთან დაკავშირებულ გარიგების გამო აშშ-ს კონგრესმა და სახელმწიფო დეპარტამენტმა არ გამორიცხეს ანკარის წინააღმდეგ სანქციების დაწესება.  მიმდინარე წლის 1 აპრილიდან კი აშშ-მ შეწყვიტა F-35-ს აღჭურვილობის და სათადარიგო ნაწილების მიწოდება თურქეთისთვის.


აშშ-ს კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ელიოტ ენგელმა ურჩია თურქეთს „ნუ მლიქვნელობს პუტინის წინაშე“ და უარი თქვას С-400-ს ყიდვაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში თურქეთი დარჩება F-35-ს პროექტის მიღმა - აშშ-ს გარეშე თურქეთი არ ფლობს საკმარის ტექნოლოგიებს იმისთვის, რომ დამოუკიდებლად აწარმოოს ეს თვითმფრინავი.
თურქეთში კი აცხადებენ, რომ არავითარ შემთხვევაში, შტატების ზეწოლის მიუხედავად, არ გაწყვეტენ უკვე დადებულ კონტრაქტს რუსეთთან.


კერძოდ, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუდ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ანკარა მუდმივად განიხილავს ან საკითხს ვაშინგტონთან, თუმცა მოსკოვთან გარიგების ჩაშლაზე საუბარი ზედმეტია.


„ვერაფერი ვერ გადაავადებს ჩვენი მხრიდან ამ სისტემების ყიდვას,“ - განაცხადა მინისტრმა.


თურქეთში ამ საკითხს არ განიხილავენ პოლიტიკურ ჭრილში და მზად არიან საერთოდ უარი თქვან Patriot-ზე, რადგანაც ის რუსულ სისტემაზე ბევრად უფრო ძვირია.



Rbc



თეგები:
თურქეთი



აკაკი ზოიძე - არ დავუშვებთ, ერთი მხრივ, ბიზნესი ზედმეტი რეგულაციებით დავახრჩოთ და მეორე მხრივ, არსებობდეს მონური შრომა

აკაკი ზოიძე - არ დავუშვებთ, ერთი მხრივ, ბიზნესი ზედმეტი რეგულაციებით დავახრჩოთ და მეორე მხრივ, არსებობდეს მონური შრომა
access_time2019-09-21 13:00:25
არის მცდელობა იმ პროცესის დისკრედიტაცია მოხდეს, რომელიც ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვას ემსახურება, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ განაცხადა შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით.   მისი თქმით, ამ საკითხზე აბსოლუტურად დაუსაბუთებელი წუხილებია და საზოგადოებაში მცდარი ინფორმაცია გავრცელდა.   „რატომღაც მცდელობაა, იმ პროცესის დისკრედიტაციის, რომელიც მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვას...

ბეჭდები ქვევრის თემაზე - Tsikolia-ს ახალი ხაზი

ბეჭდები ქვევრის თემაზე - Tsikolia-ს ახალი ხაზი
access_time2019-09-21 11:00:59
დიზაინერი ზვიად ციკოლია ქვევრის თემაზე საიუველირო ნაწარმის შექმნას იწყებს.   როგორც bm.ge-ის დიზაინერმა განუცხადა, ახალ ხაზში თავიდან იქნება ბეჭდები, რომელსაც დაემატება საყურეები, ყელსაბამები და ა.შ.   ბრენდს Tsikolia ერქმევა.   „ქვევრს მე ბევრნაირად ვხედავ. ის არის ჩვენი ერის საიდენტიფიკაციო ატრიბუტი, ამიტომ ვაგრძელებ ქვევრის ხაზს და მალე კიდევ ბევრ სხვა რამეს იხილავთ“, - უთხრა ციკოლიამ bm.ge-ის.   დიზაინერს...

„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში სამეგრელოს რეგიონში ლოკოკინების ფერმა ამოქმედდა

„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში სამეგრელოს რეგიონში ლოკოკინების ფერმა ამოქმედდა
access_time2019-09-21 10:00:49
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ ხიბულაში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ლოკოკინების ფერმა „ნადი გრუპი“ სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში აშენდა. ფერმის ასაშენებლად ჯამურად 1,410,000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 1,260,000 ლარი ბენეფიციარმა შეღავათიანი აგროკრედიტით მიიღო. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორთან ოთარ შამუგიასთან, სამეგრელო ზემო-სვანეთის...

დეზინფორმაციის 72% უცხოეთის ქვეყნებში რუსეთიდან ვრცელდება

დეზინფორმაციის 72% უცხოეთის ქვეყნებში რუსეთიდან ვრცელდება
access_time2019-09-21 16:00:57
პრინსტონის უნივერსიტეტის კვლევის მიხედვით, დღეს მსოფლიო არენაზე მიზანმიმართულ სადეზინფორმაციო კამპანიას უმეტესად 4 ქვეყანა აწარმოებს. 2013 წლიდან 2018 წლის ჩათვლით, ყველაზე აქტიური რუსეთი იყო, რომელზეც დეზინფორმაციის 72% მოდის. შემდეგ თანმიმდევრობით მოდან: ირანი, ჩინეთი და საუდის არაბეთი. მკვლევარებმა 460-ზე მეტი შემთხვევა შეისწავლეს. როგორც გაირკვა, უცხოეთის ქვეყნებზე გავლენის მოხდენის მიზნით გამართული, სადეზინფორმაციო კამპანიების მთავარი სამიზნე ძირითადად დასავლეთის ქვეყნები...

რამაზ საყვარელიძე - ქართულ პოლიტიკაში უშინაარსობა უნდა დამთავრდეს, თორემ ერთფეროვნებაში, როცა არც პურია და არც სანახაობა, კიდევ უფრო გაიზრდება პოლიტიკური ნიჰილიზმი

რამაზ საყვარელიძე - ქართულ პოლიტიკაში უშინაარსობა უნდა დამთავრდეს, თორემ ერთფეროვნებაში, როცა არც პურია და არც სანახაობა, კიდევ უფრო გაიზრდება პოლიტიკური ნიჰილიზმი
access_time2019-09-21 12:00:06
საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ”ინტერპრესნიუსი” ფსიქოლოგსა და პოლიტოლოგს რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა. - ბატონო რამაზ, რადგან ახალ პოლიტიკურ სეზონში პირველად შეგეხმიანეთ, შესაძლოა, ყველაზე აქტუალური თემითაც კი გთხოვოთ საუბრის დაწყება. ყველაზე აქტუალურ თემაში ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენში პოლიტიკური ცხოვრება ზედმეტადაც კი პოლარიზებულია. პოლარიზებულ...


მსგავსი სიახლეები

up