თურქეთ-საქართველო-აზერბაიჯანის კოალიცია რუსეთ-ირან-სომხეთის კოალიციის წინააღმდეგ

თურქეთ-საქართველო-აზერბაიჯანის კოალიცია რუსეთ-ირან-სომხეთის კოალიციის წინააღმდეგ

access_time2017-09-11 14:52:21

გასულ კვირას ბაქოში საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა და სომხურ მედიაში აქტიურად განახლდა საუბარი იმაზე, რომ თურქეთ-საქართველო-აზერბაიჯანის ალიანსი, რომელიც ასევე სამხედრო თამაშრომლობასაც მოიცავს, უფრო და უფრო მეტ იმპულსს იძენს და ამ სამი ქვეყნის კოალიციამ წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს რუსეთ-სომხეთ-ირანის კოალიციას, ეს პროცესები კი სომხეთს იზოლაციაში აქცევს. საქართველოში ექსპერტები აცხადებენ, რომ რუსეთ-სომხეთ-ირანის კოალიცია აშკარად იქმნება. ასევე, მეორე მხრივ, თურქეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობა აქვთ, მათ შორის - ენერგოუსაფრთხოების, კიბერუსაფრთხოების, ტერორიზმთან ბრძოლის და ა.შ. მიმართულებით, მაგრამ საჯაროდ ბევრი საუბარი იმაზე, რომ ეს თანამშრომლობა ნელ-ნელა იმ კოალიციად გარდაიქმნება, რომელიც რუსეთ-ირან-სომხეთის კოალიციის საპირწონე უნდა გახდეს, საქართველოსთვის წამგებიანია.



უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ რუსეთ-ირან-სომხეთის კოალიცია აშკარად იქმნება და მას, სამწუხაროდ, შექმნისათვის რეალური საფუძველიც აქვს. ეს სამივე ქვეყანა ერთმანეთთან სტრატეგიული თანაშრომლობით არის დაკავშირებული, მათ შორის - ღიად სამხედრო თანამშრომლობითაც. ასევე ამბობს, რომ მისი საპირწონე კოალიციის ელემენტებიც გაჩნდა წლების წინ. თავის დროზე ილჰამ ალიევი, მიხეილ სააკაშვილი და რეჯეფ ტაიპ ერდოღანი ამ იდეას ავითარებდნენ. ახალი ხელისუფლების პერიოდშიც გაგრძელდა ამ იდეაზე მსჯელობა და სამი ქვეყნის - თურქეთ-საქართველო-აზერბაიჯანის ალიანსი სამხედრო თანამშრომლობასაც მოიცავდა, რაც სომხეთს ყველაზე მეტად აფრთხობს. თუმცა, დღეს ამ მხრივ სიტუაცია შეცვლილია და, საქართველოსთვის სამწუხაროდ, გეოსტრატეგიული ფონი შეიცვალა - თურქეთმა ევროპასა და აშშ-თან კარგ ურთიერთობას რუსეთთან დაახლოება არჩია.



„ასეთი ალიანსები, თუნდაც სამხედრო არ იყოს და იყოს პოლიტიკური და ეკონომიკური, სომხეთის მხრიდან ყოველთვის აღქმულია, როგორც მათი საწინააღმდეგო. მით უმეტეს, რომ ამ სამი ქვეყნის თანამშრომლობას სამხედრო კომპონენტიც ჰქონდა. საუბარი იყო სამხედრო ელემენტების გაძლიერებაზე, სტრატეგიული კომუნიკაციური კვანძების, სტრატეგიული ობიექტების დაცვასთან დაკავშირებით იდეა იყო წამოწეული. საუბარი იყო სამწრთვნელო ოპერაციებში ერთობლივ მონაწილეობაზე. მაგრამ დღეს სიტუაცია შეცვლილია. დღეს თურქეთი გაცილებით უფრო დაუახლოვდა რუსეთს, ვიდრე დასავლეთის ფორპოსტზე მუშაობს, მიუხედავად იმისა, რომ ნატო-ს წევრია. აზერბაიჯანთანაც კი ურთიერთობები გარკვეულწილად დაიძაბა. ერდოღანის ოფიციალური ვიზიტი ბაქოში გადაიდო. დღევანდელ დღეს ქართულ-თურქულ-აზერბაიჯანული სამხედრო კომპონენტის არსებობაზე ვერაფერს ვიტყოდი და ამ ორი ქვეყნის პოზიციები ბევრ რამეში რუსეთის პოზიციების შიდა ფლანგში უფრო მოიაზრება, ვიდრე მასთან დაპირისპირების კონტექსტში"- ამბობს მაისაია.

 

ბრიგადის გენერალ ამირან სალუქვაძის თქმით, რუსეთ-ირან-სომხეთის თანამშრომლობა ახალი არ არის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოსთვის რაიმე ახალი საფრთხე არსებობს. 


 

სალუქვაძის თქმით, არც სომხეთს ემუქრება საქართველოდან რამე საფრთხე და როგორც სომხეთთან, ისე აზერბაიჯანთან ურთიერთობებს ჩვენ ისევ გავაგრძელებთ. თურქეთ-საქართველო-აზერბაიჯანის კოალიციაზე ხმამაღლა მსჯელობას ის მიზანშეწონილად არ მიიჩნევს, სომხეთთან ურთიერთობაში ბზარის შეტანის შესაძლებლობის გამო - „არანაირ კოალიციას არ გამოვრიცხავ. ჩვენ ჩვენი პოლიტიკა გვაქვს. ჩვენი ერთადერთი საპირწონე არის რუსეთი. მიზანშეწონილად არ მივიჩნევ იმაზე ხმამაღლა საუბარს, კავკასიაში თუ რა კოალიციას და ვის საპირწონედ ვაყალიბებთ. სომხებმა და აზერბაიჯანელებმა ძალიან კარგად იციან, რომ ჩვენ ორივე სახელმწიფოსთან მჭიდრო ურთიერთობები გვაკავშირებს და ვმეგობრობთ. ანალიტიკურ პუბლიკაციებს მშვიდად უნდა შევხვდეთ და ხელისუფლებას მოვუწოდებ, გაააქტიუროს ინფორმაციული და ყველა სახის ურთიერთობები, ახსნა-განმარტებები აწარმოოს თავის ქმედებებთან დაკავშირებით, რომ ის არ იქნეს აღქმული, როგორც საფრთხე“, - ამბობს სალუქვაძე, რომლის აზრით „ანალიტიკოსებსაც გარკვეული პასუხისმგებლობა მოეთხოვებათ მათ განცხადებებთან დაკავშირებით!“.

 

„რეზონანსი“



მესიმ ბარსელონა დატოვა!

მესიმ ბარსელონა დატოვა!
access_time2021-08-05 23:32:50
ოფიციალურად! ეპოქა დასრულდა დიდი! მესი ბარსელონაში აღარ ითამაშებს!..მიუხედავად იმისა, რომ 1 ივლისს ლიონელ მესი თავისუფალი აგენტი გახდა და იმ წუთიდან "ბარსელონას" აღარ ეკუთვნოდა, არსებობდა იმედი, რომ კატალონიური გრანდი და მისი სიმბოლო მაინც მივიდოდნენ შეთანხმებადმდე.. მივიდნენ, მაგრამ... თავიდა "მარკამ" გაავრცელა ექსკლუზიური ინფორმაცია, რომ "ბარსელონა" მესისთან კონტრაქტის გაფორმებას ვერ ახერხებდა. დეტალები არ აფიშირდება. არადა, თითქოს ყველაფერი მზად იყო იმისთვის, რომ...

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი
access_time2021-08-05 23:55:43
დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:   1. თბილისში გარე რეკლამის განთავსების 15–წლიანი ექსკლუზიური უფლება „ალმამ“ 34,8 მლნ ლარად მოიპოვა თბილისში გარე რეკლამის განთავსებაზე ექსკლუზიური უფლება „ალმამ“ 15 წლით 34 825 631 ლარად მოიპოვა. ორ ლოტად გამოცხადებული აუქციონის საწყისი ღირებულება 32 მილიონ ლარს...

ლარი ყველა ძირითად საერთაშორისო და რეგიონულ ვალუტასთანაც გამყარდა

ლარი ყველა ძირითად საერთაშორისო და რეგიონულ ვალუტასთანაც გამყარდა
access_time2021-08-05 18:00:35
5 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.95 თეთრით 3.0927-მდე გამყარდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს 3.0850-იანი კურსი დაფიქსირდა. დოლარის მსგავსად ლარი ყველა სხვა ძირითად საერთაშორისო და რეგიონულ ვალუტასთანაც გამყარდა, მათ შორის ევროსთან 1.56 თეთრით 3.6624-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 1.48 თეთრით 4.3066-მდე, თურქულ ლირასთან 0.52 თეთრით 0.3620-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.62 თეთრით 1.8188-მდე, 100 რუსულ რუბლთან 2.68 თეთრით 4.2282-მდე, 1000 სომხურ...

თბილისში გარე რეკლამის განთავსების 15–წლიანი ექსკლუზიური უფლება „ალმამ“ 34,8 მლნ ლარად მოიპოვა

თბილისში გარე რეკლამის განთავსების 15–წლიანი ექსკლუზიური უფლება „ალმამ“ 34,8 მლნ ლარად მოიპოვა
access_time2021-08-05 16:00:39
თბილისში გარე რეკლამის განთავსებაზე ექსკლუზიური უფლება „ალმამ“ 15 წლით 34 825 631 ლარად მოიპოვა. ორ ლოტად გამოცხადებული აუქციონის საწყისი ღირებულება 32 მილიონ ლარს შეადგენდა.   მტკვრის მარცხენა სანაპიროზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მოპოვებას „ალმასთან“ ერთად კიდევ ერთი სარეკლამო კომპანია ცდილობდა. ბიზნეს სუბიექტებს შორის კონკურენცია 4 ბიჯით ალმას სასრგებლოდ დასრულდა. სადაც ერთი ბიჯის ღირებულება 553 910 ლარი იყო. ნებართვის თავდაპირველი საპრივატიზებო საფასური 11 078...

Le Figaro: ბიტკოინი პოტენციური ეკოლოგიური კატასტროფაა

Le Figaro: ბიტკოინი პოტენციური ეკოლოგიური კატასტროფაა
access_time2021-08-05 20:00:15
ბიტკოინი, რომლის კურსიც 30-დან $60 ათასამდე მერყეობს, სწრაფი მოგების საშუალებას იძლევა, მაგრამ მისი გამომუშავების შედეგად დარჩენილი ნახშირბადის კვალი ყოველწლიურად იზრდება. ვირტუალური ვალუტისადმი ინტერესს ისეთი ცნობილი ადამიანები გამოხატავენ, როგორც ამერიკული ფეხბურთის ვარსკლავი ტომ ბრედი და ბრაზილიელი სუპერმოდელი ჟიზელ ბუნდჰენი, თუმცა, ძნელი სათქმელია, რამდენად შეძლებენ ისინი ბიტკოინის კატასტროფული რეპუტაციის გადარჩენას. იმის გათვალისწინებით,...


მსგავსი სიახლეები

up