თურნავა: ყოველ წამს უნდა ვიბრძოლოთ, რომ ჩრდილი არ მიადგეს საინვესტიციო გარემოს

თურნავა: ყოველ წამს უნდა ვიბრძოლოთ, რომ ჩრდილი არ მიადგეს საინვესტიციო გარემოს

access_time2021-08-04 13:00:00

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა გადაცემაში „ბიზნესპარტნიორის ოთხეული“ აცხადებს, რომ ყოველ წამს უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ ჩრდილი არ მიადგეს საინვესტიციო გარემოს და რეიტინგებში საკმაოდ მაღალ ნიშნულზე ყოფნა, თვითკმაყოფილების საშუალებას არ გვაძლევს.


„გამოწვევები დიდია, თუნდაც შიდა პოლიტიკური ვითარება. ვინც დღეს ქვეყნის შიგნით, ან ქვეყნის გარედან ინსპირირებული, რაიმე ზიანს მიაყენებს საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის განცდას ბიზნესისთვის, ტურიზმისთვის ის არის ქვეყნის, ხელისუფლებისა და მოსახლეობის მტერი. რა თქმა უნდა, ძალიან ვუფრთხილდებით ტურიზმს, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ჩვენი ეკონომიკის აღდგენისთვის. ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ გარკვეული რეგიონებისთვის ვიყოთ გახსნილი და მიმზიდველი, რასაც ასევე უნდა გავუფრთხილდეთ. ამისთვის სრულიად მთავრობა მობილიზებული მოტივირებულია,“ - აღნიშნავს ნათია თურნავა.


მისივე თქმით, ევროპული ტიპის რეფორმები, რომელიც განსაზღვრულია ასოცირების შეთანხმებით და ევროკავშირთან დაახლოების პოლიტიკით, კვლავაც გაგრძელდება და ამას 10 წლიან გეგმაში მთელი სექცია ეძღვნება.



„ის ფაქტი, რომ მთავრობამ ამ დონის დეტალიზაციით შეადგინა 10 წლიანი გეგმა, ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია იმისა, რომ ამ პერიოდში განვითარება გვესახება, როგორც მშვიდობიანი, პოზიტიური, აღმავალი გზა, რადგან გვაქვს პოლიტიკური განაცხადი 2024 წელს ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით განაცხადის შეტანაზე.


აღსანიშნავია, რომ ბიზნესი ვითარდება არა მარტო საკუთარი რესურსით, არამედ მოზიდული ინვესტიციებით. სრულიად მსოფლიოდან მივესალმებით ინვესტიციებს, განსაკუთრებით კი დასავლურ, აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნებიდან წამოსულ ინტერესს, რადგან ამას მოყვება არა მხოლოდ ფული, ასევე დასავლური კულტურა. მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია იცოდნენ თუ რა რეგულაციები დახვდებათ საქართველოში, ეს იქნება ევროპული ტიპის რეგულაციები, რასაც ეტაპობრივად ვახორციელებთ,“ - აღნიშნავს ეკონომიკის მინისტრი.


business-partner.ge





ირაკლი ღარიბაშვილი - ყველა ჩვენ წინსვლას ერთი მარტივი მიზანი აქვს: ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია

ირაკლი ღარიბაშვილი - ყველა ჩვენ წინსვლას ერთი მარტივი მიზანი აქვს: ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია
access_time2021-09-25 03:00:00
ყველა ჩვენ წინსვლას ერთი მარტივი მიზანი აქვს: ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია. ვერ დავისვენებთ, სანამ ევროკავშირისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობას მივაღწევთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს 76-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ მიმავალი გზა სახლში დაბრუნებას ნიშნავს. ...

ირაკლი ღარიბაშვილი - დღეს ყველას მოგმართავთ თხოვნით - დავასრულოთ რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული მიწების უკანონო ოკუპაცია

ირაკლი ღარიბაშვილი - დღეს ყველას მოგმართავთ  თხოვნით - დავასრულოთ რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული მიწების უკანონო ოკუპაცია
access_time2021-09-25 02:53:18
დღეს ყველას მოგმართავთ თხოვნით - დავასრულოთ რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული მიწების უკანონო ოკუპაცია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, გაერო-ს 76 სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რუსეთს არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, არამედ ის აქტიურად ცდილობს ძირი გამოუთხაროს ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახში ქვეყნის გაწევრიანების ეროვნულ მისწრაფებებს. ...

სრულყოფილება სიმარტივეში - ახალი Rolls-Royce Ghost-ის დებიუტი საქართველოში

სრულყოფილება სიმარტივეში - ახალი Rolls-Royce Ghost-ის დებიუტი საქართველოში
access_time2021-09-24 17:55:02
საქართველოში ახალ როლს-როის ,,გოსთის“ ოფიციალური დებიუტი შედგა. თბილისში მედიისა და საზოგადოების ცნობილმა წარმომადგენლებმა უკვე გაუზიარეს ერთმანეთს თავიანთი პირველი შთაბეჭდილებები ექსკლუზიური საღამოს განმავლობაში. „ახალი „გოსთი“დიდ ბრიტანეთში შეიქმნა და ის არის ინჟინერიის, ტრადიციებისა და დიზაინის ნამდვილი შედევრი. მე ვარ ამაყი იმის გამო, რომ მაქვს შესაძლებლობა ვაჩვენო ჩვენს ქართველ მეგობრებს საუკეთესო ბრიტანული...

ნავთობის ფასი სამწლიან მაქსიმუმზეა

ნავთობის ფასი სამწლიან მაქსიმუმზეა
access_time2021-09-25 11:00:22
მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასები გაიზარდა, ხოლო Brent-ის ტიპის ღირებულებამ სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია. Brent-ის ტიპის ნავთობის ნოემბრის ფიუჩერსების ფასი 0,13%-ით გაიზარდა და ბარელზე 77,35 აშშ დოლარს შეადგენს. ამავდროულად, WTI-ის ნოემბრის ფიუჩერსების ღირებულება 0,04%-ით გაიზარდა და ბარელზე 73,33 აშშ დოლარად ბარდება. OPEC+-ის 1-ელ სექტემბერს გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა 2022 წლის 3.28 მილიონი ბარელის დღიური მოპოვების პროგნოზი 4.2 მილიონ ბარელამდე...

როგორი იქნება ვაკის პარკის კასკადი

როგორი იქნება ვაკის პარკის კასკადი
access_time2021-09-25 10:00:51
გასულ კვირაში, ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული შადრევნებისა და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე თბილისის მერიამ ტენდერი გამოაცხადა. თბილისის მთავრობა რეკრეაციული სივრცის მოწყობას მესამედ ცდილობს. ტენდერის მიხედვით, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება ყველაზე მაღალი 13.5 მლნ ლარია. გამარჯვებულმა კომპანიამ კი სამუშაოები ხელშეკრულების...


მსგავსი სიახლეები

up