თურნავა ქობულიას საპასუხოდ აცხადებს, რომ ანაკლიის პორტის კომერციულ მომგებიანობას კვლევები ადასტურებს

თურნავა ქობულიას საპასუხოდ აცხადებს, რომ ანაკლიის პორტის კომერციულ მომგებიანობას კვლევები ადასტურებს

access_time2019-06-18 23:14:55

ოთხი კომერციული ტიპის კვლევა იყო, რომ ტვირთი არის და სულ მცირე ერთი ტექნიკური ტიპის კვლევა, რომ სწორედ ანაკლიაშია უპრიანი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თუნრნავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსში“, ეკონომიკის ყოფილი მინისტრის გიორგი ქობულიას მიერ გაკეთებული განცხადების საპასუხოდ განაცხადა, რომლის მიხედვითაც, ანაკლიის პორტის პროექტის ეკონომიკური დასაბუთების ანალიზი არ არსებობდა.


„მე ჯერ კიდევ საპარტნიორო ფონდში მუშაობის პერიოდიდან მომიწია ანაკლიის პროექტში, მის სტრუქტურირებაში ჩართვა. აქედან გამომდინარე, გეტყვით, რომ რაც კი რამე დასაბუთება შეიძლებოდა ამასთან დაკავშირებით, რამდენიმე წლის მანძილზე იყო შესრულებული. 2012 წლიდან მოყოლებული, 2016 წლის ჩათვლით, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით არაერთი კვლევა ჩატარდა. აქედან ოთხი კვლევა, მათ შორის ძალიან ცნობილი საკონსულტაციო კომპანიების, ადასტურებდნენ პორტის კომერციულ მომგებიანობას და იმას, რაც სტატისტიკურადაც დასტურდება, რომ კონტეინერების ნაკადი საქართველოში განუხრელად იზრდება. ეს ფაქტია და წლებმა დაადასტურა ამ კვლევების სიზუსტე,“ - აცხადებს ნათია თურნავა.


მისივე თქმით, თავად მონაწილეობდა კვლევაში, რომელიც ღრმაწყლოვნაი პორტის ლოკაციის შერჩევას უკავშირდებოდა.



„მე უშუალოდ ვმონაწილეობდი, 2015-2016 წელს სხვადასხვა ალტერნატიული ლოკაციების შედარების კვლევაში, როდესაც ჯერ კიდევ იყო მსჯელობა, სად ჯობია ღრმაწყლოვნი პორტის აშენება. ანუ ეჭვგარეშე იყო, რომ ღრმაწყლოვანი პორტი სჭირდება საქართველოს, ეჭვგარეშე იყო არა მარტო სტრატეგიული, უსაფრთხოების და ეკონომიკური თემებიდან გამომდინარე, არამედ ტვირთი არსებობდა და პროგნოზი იყო დადებითი, რაც გამართლდა, მაგრამ დამატებით დასაბუთება დაგვჭირდა, არის თუ არა ანაკლია საუკეთესო მდებარეობა. მაშინ ჩვენ ავიყვანეთ იაპონელი კონსულტანტები, რომლებიც ჩამოვიდნენ და შავი ზღვის აკვატორიაში ათამდე სხვადასხვა ლოკაცია მოიკვლიეს და ერთ-ერთ საუკეთესო ადგილად, სხვადასხვა ტექნიკური მახასიათებლით მიჩნეული იყო ანაკლია,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.


როგორც ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, მან თავისი მინისტრობის პირველივე დღიდან მოსთხოვა მთავრობას და სამინისტროს ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით ეკონომიკურად დასაბუთებული ანალიზი, თუმცა მისივე თქმით, „ასეთი ანალიზი არ არსებობდა“.


ipn.ge





„სოფელში უმუშევრობა უფრო დაბალ დონეზეა, მაგრამ სიღარიბე ბევრად მაღალია“

„სოფელში უმუშევრობა უფრო დაბალ დონეზეა, მაგრამ სიღარიბე ბევრად მაღალია“
access_time2019-11-19 11:45:51
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საქართველოში ივნისის აქციების შემდეგ პირველ კვლევას აქვეყნებს. როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია აღნიშნული, პირველი კვლევის მიხედვით, რომელიც საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა საქართველოში 2019 წლის ივნისის ანტირუსული საპროტესტო აქციების შემდეგ ჩაატარა,გამოკითხულთა 80%-მა ქვეყნის მასშტაბით უმთავრეს პრობლემებად დაასახელა უმუშევრობა, საცხოვრებელი ხარჯები და სიღარიბე. „ზემოაღნიშული, ასევე,...

IRI - გამოკითხულთა 80%-მა ქვეყნის მასშტაბით უმთავრეს პრობლემებად უმუშევრობა, საცხოვრებელი ხარჯები და სიღარიბე დაასახელა

IRI - გამოკითხულთა 80%-მა ქვეყნის მასშტაბით უმთავრეს პრობლემებად  უმუშევრობა, საცხოვრებელი ხარჯები და სიღარიბე დაასახელა
access_time2019-11-19 10:05:21
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საქართველოში ივნისის აქციების შემდეგ პირველ კვლევას აქვეყნებს. როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია აღნიშნული, პირველი კვლევის მიხედვით, რომელიც საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა საქართველოში 2019 წლის ივნისის ანტირუსული საპროტესტო აქციების შემდეგ ჩაატარა, ხელისუფლებისადმი ნდობის მაჩვენებელმა საგრძნობლად დაიკლო. მათივე ცნობით, არც ერთ პარტიას არ გააჩნია გამოკვეთილი უპირატესობა მომავალი...

„ფრესკო“ პროტესტის ნიშნად 24 საათით იკეტება

„ფრესკო“ პროტესტის ნიშნად 24 საათით იკეტება
access_time2019-11-18 21:29:59
„ფრესკო“ პროტესტის ნიშნად 24 საათით იკეტება. ამის შესახებ კომპანია ინფორმაცია სოციალურ ქსელში ავრცელებს. ქსელური ჰიპერმარკეტის განცხადებას კომერსანტი უცვლელად გთავაზობთ:   „მიგვაჩნია, რომ ის, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება, ჩვენთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის კონსტიტუციური უფლების წართმევაა! დღეს, კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ ადამიანის ფუნდამეტური უფლება - აზრისა და სიტყვის გამოხატვის თავისუფლება იზღუდება.   რთულია, ამ სიტუაციაში იყო უმოქმედოდ, მაგრამ...

თბილისის მოვლენებს მსოფლიოს წამყვანი გამოცემები ეხმაურება

თბილისის მოვლენებს მსოფლიოს წამყვანი გამოცემები ეხმაურება
access_time2019-11-18 21:00:20
თბილისში მიმდინარე მოვლენები მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია. “საქართველოში მიმდინარე პროტესტს პარლამენტთან შეერთებული შტატები და ევროკავშირი უჭერს მხარს“, - სტატიას ამ სათაურით France 24 აქვეყნებს. გამოცემა წერს, რომ მიმდინარე აქციები, ბოლო წლების მანძილზე ყველაზე მასშტაბური ანტისამთავრობო გამოსვლებია საქართველოს დედაქალაქში. გამოცემის ცნობით, დაახლოებით 20 000 ადამიანი თბილისის ქუჩებში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს. საპროტესტო აქციებზე წერს ასევე...

კახა კალაძე –სახელმწიფომ საკუთარი ვალდებულება შეასრულა და პარლამენტის უკანონო ბლოკირება აღკვეთა

კახა კალაძე –სახელმწიფომ საკუთარი ვალდებულება შეასრულა და პარლამენტის უკანონო ბლოკირება აღკვეთა
access_time2019-11-18 20:15:51
გვინდა გამოვეხმაუროთ რუსთველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს და საპოლიციო ღონისძიებას, რომელიც წესრიგის აღსადგენად ჩატარდა. საქართველოში, დაცულია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, თუმცა პარლამენტთან, ოპოზიციის ქმედებები გასცდა კანონის ჩარჩოებს.   ჩვენ, ორი დღის განმავლობაში, ვაფრთხილებდით აქციის ორგანიზატორებს, რომ სახელწიფო ინსტიტუტის, პარლამენტის ბლოკირება არის უკანონო ქმედება, თუმცა, მიუხედავად ამისა, ნახეს რა, რომ არ ჰქონდათ ხალხის სათანადო მხარდაჭერა, აქციის...


მსგავსი სიახლეები

up