თურნავა: ჩვენი პორტები 24-საათიან რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას, რამაც შედარებით უმტკივნეულად გადაგვატანინა ეს რთული დღეები

თურნავა: ჩვენი პორტები 24-საათიან რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას, რამაც შედარებით უმტკივნეულად გადაგვატანინა ეს რთული დღეები

access_time2020-06-29 20:20:39

დღეს, როცა მსოფლიო და საქართველო ახალ გლობალურ გამოწვევას, გლობალურ პანდემიას ებრძვიან,  ამ რთულ პერიოდში მეზღვაურის პროფესია საკვანძო პროფესიად გამოცხადდა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ბათუმში, მეზღავურის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

როგორც ეკონომიკის მინისტრმა მეზღვაურებისადმი მიმართვისას აღნიშნა, პანდემიის პირობებში საქართველოს პორტების მუშაობა არც ერთი მიმართულებით, არც ერთი საათით არ გაჩერებულა.

 

„დღეს, გლობალური პანდემიის პირობებში, თქვენ და ჩვენ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გვაკისრია და ამ გამოწვევას ძალიან კარგად ვართმევთ თავს. სწორედ ახლა, ამ რთულ პერიოდში მეზღვაურობა გამოცხადდა საკვანძო პროფესიად, რასაც ძალიან კარგი გამოხმაურება ჰქონდა საერთაშორისო არენაზე. თქვენ ყველაზე პირველებმა დანერგეთ უსაფრთხოების წესები, რამაც საქართველო არა მხოლოდ ტურისტულად უსაფრთხო დანიშნულების ადგილად აქცია, არამედ ჩვენ ვართ მეზღვაურებისთვის უსაფრთხო ჰაბი. ჩვენი პორტები 24-საათიან რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას, რამაც შედარებით უმტკივნეულად გადაგვატანინა ეს რთული დღეები", - განაცხადა ნათია თურნავამ.

 

მინისტრის თქმით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართველი მეზღვაურები ჩართულები არიან რეპატრიაციისა და როტაციის პროცესში.

 


„საერთაშორისო ასპარეზზე თქვენ ხართ ჩვენი ძლიერი სახე. ამიტომ ჩვენ პირნათლად ვასრულებთ ყველა ჩვენს საერთაშორისო ვალდებულებას, იგივე ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, თუკი რაიმე გვევალება თქვენს სფეროში, პრაქტიკულად ყველა დირექტივა დანერგილია და ამ მიმართულებით ძალიან ამაყები და წელგამართულები ვართ", - დასძინა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

 

 

ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოს მთავრობას აქტიურ მხარდაჭერასა და დახმარებას უწევს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი აშშ-ის მთავრობა, რათა ეს სფერო კიდევ უფრო წარმატებული გახდეს.

 

„USAID-ის პროგრამის მეშვეობით ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის მთავრობა საპორტო ინფრასტრუქტურაში ერთი ფანჯრის პრინციპის დანერგვას გვიფინანსებს, რომ ჩვენი ქვეყანა შავი ზღვის კარიბჭედ გარდაიქმნას", - განაცხადა ნათია თურნავამ.

 

ღონისძიების ფარგლებში  ღვაწლმოსილი მეზღვაურები დაჯილდოვდებიან საზღვაო სფეროს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ჯილდოთი.

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო კერძო სექტორთან ერთად ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის და სხვა საზღვაო სასწავლებლების 10 სტუდენტს 2020-2021 სასწავლო წლის საფასურს დაუფინანსებს.





ფეიხოა შესაძლოა საქართველოს მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტი გახდეს

ფეიხოა შესაძლოა საქართველოს მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტი გახდეს
access_time2020-08-07 12:20:36
საქართველოში ჩვენი რეგიონისთვის იშვიათი ხილის - ფეიხოას პლანტაციების რაოდენობა სწრაფად იზრდება. განსაკუთრებით პოპულარული ის სამეგრელოშია, სადაც თითქმის ყველა გლეხს საკარმიდამო ნაკვეთზე ფეიხოას რამდენიმე ბუჩქი მაინც აქვს. ეს ხილი ადგილობრივებს ძალიან მოსწონთ, მოთხოვნა ქვეყნის სხვა რეგიონებშიც სწრაფად იზრდება. ფეიხოა საქართველოში პირველად მე-20 საუკუნის დასაწყისში გამოჩნდა, კერძოდ, აფხაზეთში და აჭარაში. 1940 ფეიხოას ნერგი 160 ჰექტარზე იყო დარგული,...

გუშინ სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების გაფართოებული შეკრება გაიმართა

გუშინ სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების გაფართოებული შეკრება გაიმართა
access_time2020-08-07 09:55:14
გუშინ სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების გაფართოებული შეკრება გაიმართა. შეკრება მიეძღვნა ექიმ ვარხტანგ ყიფიანის წინასწარ პატიმრობაში დატოვებას. სხდომამ მიიღო გადაწყვეტილება გამოუცხადოს სრული სოლოდარობა და მხარდაჭერა დაკავებულ ექიმს. გამომსვლელებმა აღნიშნეს: 1. მოქმედი რეგულაციების მხედვით ექიმებს კანონი არ დაურღვევიათ. 2. წინასწარი პატიმრობის გამოყენება არის მიუღებელი და ატარებს სადამსჯელო ხასითს; 3. თავად ის ფორმა როგორც მოხდა...

ქართულმა ფარმაცევტულმა საწარმო „ავერსი-რაციონალმა“ საერთაშორისო აღიარება კიდევ ერთხელ მოიპოვა

ქართულმა ფარმაცევტულმა საწარმო „ავერსი-რაციონალმა“ საერთაშორისო აღიარება კიდევ ერთხელ მოიპოვა
access_time2020-08-07 10:00:35
2020 წლის 31 ივლისს „ავერსი-რაციონალმა“ კიდევ ერთ დიდწარმატებას მიაღწია – მოიპოვა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის GMP EAEU სერტიფიკატი. ამ მიღწევის შესახებ ავერსი-რაციონალის“ გენერალური დირექტორი მალხაზ კურტანიძე გვესაუბრა: – GMP – Good Manufacturing Practice – გახლავთ მსოფლიოში აღიარებული საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც გულისხმობს ფარმაცევტული საწარმოს ისეთ მოწყობას და ფუნქციონირებას, რომელიც სტაბილურად მაღალი ხარისხის, ეფექტური და უსაფრთხო მედიკამენტების...

„ეს სოციალური პაკეტი წინასაარჩევნოდ გათვლილი ჰქონდათ“ - რატომ იყო 2.5 მლრდ. ლარი სახელმწიფო ხაზინაში გადანახული

„ეს სოციალური პაკეტი წინასაარჩევნოდ გათვლილი ჰქონდათ“ - რატომ იყო 2.5 მლრდ. ლარი სახელმწიფო ხაზინაში გადანახული
access_time2020-08-07 11:10:23
ქვეყანაში მიზნობრივი სოციალური დახმარებების „დრო გავიდა“ და ახლა მთავრობამ ფართო სოციალური ჯგუფების დახმარება უნდა დაიწყოს - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე, ანტიკრიზისული გეგმის მე-3 ეტაპზე საუბრისას...

ფიზიკური პირების დაკრედიტებიდან „საქართველოს ბანკმა“ „თიბისისთან“ შედარებით 17 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღო

ფიზიკური პირების დაკრედიტებიდან „საქართველოს ბანკმა“ „თიბისისთან“ შედარებით 17 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღო
access_time2020-08-07 10:00:52
კომერციული ბანკების ფინანსური ანგარიშგებების 2020 წლის II კვარტლის მონაცემების მიხედვით, მათ სასესხო პორტფელში უდიდესი წილით ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხები გამოირჩევა, ამ სესხებზე მიღებული პროცენტები კი ბანკების შემოსავლის ძირითადი წყაროა. საქართველოს ბანკი „საქართველოს ბანკის“ საპროცენტო შემოსავლები სესხებიდან 2020 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით 560,199,101 ლარს შეადგენს. საპროცენტო შემოსავლებში ყველაზე დიდი...


მსგავსი სიახლეები

up