თურქეთის სამოქალაქო ავიაციის ფლაგმანის THY-ის შვილობილი Turkish Cargo-ს კატასტროფის ზონაში ჰუმანიტარულ ტვირთს უფასოდ ჩაიტანს. Turkish Cargo-ს ტვირთების უფასოდ ტრანსპორტირებას განახორციელებს როგორც საზღვარგარეთიდან, ასევე ქვეყნის შიგნით რეგიონებიდან.
Turkish Cargo-ს ორი რეისი ორშაბათს საბიჰა გოქჩენის აეროპორტიდან ადანას პროვინციაშია დაგეგმილი, ასევე თითო-თითო რეისი აეროპორტ „სტამბოლიდან“ და ადნან მენდერესის აეროპორტიდან.