Turkish Airlines-ი თებერვალში სტამბოლი-თბილისი-სტამბოლის საჰაერო ხაზზე კვირაში 4 სიხშირით იფრენს

Turkish Airlines-ი თებერვალში სტამბოლი-თბილისი-სტამბოლის საჰაერო ხაზზე კვირაში 4 სიხშირით იფრენს

access_time2021-01-21 11:30:00

2021 წლის თებერვალში თურქული ავიაკომპანია Turkish Airlines-ი თურქეთ-საქართველოს შორის სიხშირეების რაოდენობას ზრდის. თუკი იანვარში ​Turkish Airlines-ი სტამბოლი-თბილისი-სტამბოლის საჰაერო ხაზზე კვირაში 3 სიხშირით ოპერირებდა, თებერვალში სიხშირეების რაოდენობა 4-მდე იზრდება.



ყველა რეისი იქნება ორმხრივი, რაც იმას ნიშნავს, რომ ავიაკომპანია მგზავრებს როგორც სტამბოლი-თბილისის, ასევე თბილისი-სტამბოლის რეისებზე მოემსახურება. Turkish Airlines-ი რეისებს აეროპორტ “სტამბოლიდან” განახორციელებს.



სტამბოლი-თბილისის მიმართულებაზე რეისები (რეისის ნომერი -TK386) ყოველ სამშაბათს, პარასკევს, შაბათს და კვირას 20:45 საათზე შესრულდება.




​ხოლო, თბილისი-სტამბოლის რეისები (რეისის ნომერი -TK387) ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს, შაბათს და კვირას 04:50 საათზე განხორციელდება.




avianews.ge







თეგები:
Turkish Airlines



ბაიდენის პირველი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ

ბაიდენის პირველი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ
access_time2021-03-03 20:15:55
        აშშ-ს ახალმა პრეზიდენტმა რუსეთს ალექსეი ნავალნის მოწამლვის და დაპატიმრების გამო სანქციები დაუწესა.გადაწყვეტილების საფუძველი ამერიკის დაზვერვის სამსახურების დასკვნა გახდა, რომლის თანახმადაც მაღალი ალბათობით შეიძლება ითქვას, რომ 2020 წლის აგვისტოში რუსეთის სპეცსამსახურებმა ნავალნის წინაამღდეგ უკვე საყოველთაოდ ცნობილი მომწამლველი ნივთიერება „ნოვიჩოკი“ გამოიყენეს. პირველ რიგში პერსონალური სანქციები 7 რუსი მაღალჩინოსნის -...

“არემჯის“ და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის- წარმატებული თანამშრომლობა გრძელდება

“არემჯის“ და საქართველოს  ტექნიკურ უნივერსიტეტს  შორის- წარმატებული თანამშრომლობა გრძელდება
access_time2021-03-03 18:00:37
კომპანია „არემჯის“  აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე ლიპარტიამ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ახლადარჩეულ რექტორ  დავით გურგენიძესთან გაცნობითი სახის  შეხვედრა გამართა. მხარეებმა 3 წლიანი თანამშრომლობის შედეგები განიხილეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს, რომელიც კომპანიის მხრიდან სტუდენტებისთვის სხვადასხვა პროგრამების შეთავაზებას და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხარდაჭერას ითვალისწინებს. 2017 წელს „არემჯისა“ და...

WIZZAIR ფრენების აღდგენაზე: უპასუხისმგებლობა იქნება რომელიმე კონკრეტული მიმართულების დასახელება

WIZZAIR ფრენების აღდგენაზე: უპასუხისმგებლობა იქნება რომელიმე კონკრეტული მიმართულების დასახელება
access_time2021-03-03 19:00:25
ჯერჯერობით უცნობია, რა მიმართულებებით აღადგენს ფრენებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან WizzAir-ი. როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიის კორპორაციული კომუნიკაციების ხელმძღვანელი, ანდრაშ რადო განმარტავს, ეს ფრენების განახლების შემდეგ ბაზარზე არსებულ ვითარებაზე იქნება დამოკიდებული.     „უპასუხისმგებლობა იქნება ახლა რომელიმე კონკრეტული მიმართულება რომ დავასახელო. ვნახოთ, როდის აღვადგენთ ფრენებს და რა შეზღუდვები იქნება ამა თუ იმ ქვეყანაში ამ...

Mastercard-ისა და Carrefour-ის, სოციალური კამპანია დასრულდა - SOS ბავშვთა სოფლის 100 ბენეფიციარს საჩუქრები უკვე გადაეცა

Mastercard-ისა და Carrefour-ის, სოციალური კამპანია დასრულდა - SOS ბავშვთა სოფლის 100 ბენეფიციარს საჩუქრები უკვე გადაეცა
access_time2021-03-03 15:00:33
      გასულ თვეში, Mastercard-მა და Carrefour-მა ახალ სოციალური კამპანია წამოიწყეს, რომელიც, COVID-19-ის კიდევ ერთ გამოწვევასთან, ონლაინ სწავლებასთან გამკლავებას გულისხმობდა, ხოლო, მეორე მხრივ, უკონტაქტო გადახდის პოპულარიზაციის გზით, ვირუსის გავრცელების რისკების შემცირებას ისახავდა მიზნად. შეგახსენებთ, რომ გასული წლის მარტიდან მოყოლებული, თითქმის ერთი წლის განმავლობაში, სკოლები და უნივერსიტეტები ონლაინ სწავლების მეთოდით სარგებლობდნენ. სიტუაცია...

სახმელეთო საზღვრების გახსნა, ვაქცინაცია, კურორტების დარეკლამება — კერძო სექტორის რეკომენდაციები ტურიზმის სწრაფად აღსადგენად

   სახმელეთო საზღვრების გახსნა, ვაქცინაცია, კურორტების დარეკლამება — კერძო სექტორის რეკომენდაციები ტურიზმის სწრაფად აღსადგენად
access_time2021-03-03 13:00:06
ტურიზმის სექტორში მომუშავე კომპანიებმა, მათ შორისაა სტუმროების ქსელი „ინნ ჯგუფი“, ტურ კომპანია კლარკ რობინსონი, სასტუმროების ფედერაცია, „კა მენეჯმენტ გრუპი“, ტურ. კომპანია „კამერტონ თრეველი“, ტურ. კომპანია „იბერია ტურს პლიუსი“ და რამდენიმე სხვა,  ტურიზმის დარგის სწრაფი აღდგენისთვის საჭირო...


მსგავსი სიახლეები

up