ტურიზმის წახალისების მიზნით ხელისუფლება საქართველოში „უმაღლესი კლასის არტისტებს“ ჩამოიყვანს

ტურიზმის წახალისების მიზნით ხელისუფლება საქართველოში „უმაღლესი კლასის არტისტებს“ ჩამოიყვანს

person access_time2016-03-17 10:04:16

ტურიზმის წახალისების მიზნით ხელისუფლება საქართველოში „უმაღლესი კლასის არტისტებს“ ჩამოიყვანს. ამ ღონისძიებებისთვის თანხის გამოყოფაზე მთავრობის სხდომაზე დღეს მსჯელობენ. საქართველოს პრემიერმინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, დღეს ამ მიზნებისთვის კულტურის სამინისტროს თანხას გამოუყოფენ, თუმცა, თანხის კონკრეტული  მოცულობა მთავრობის მეთაურს არ დაუსახელებია. არ დასახელებულა არც არტისტების სახელები. მთავრობის სხდომის დღის წესრიგის მიხედვით, კულტურის სამინისტროსთვის თანხის გამოყოფა მთავრობის სარეზერვო ფონდიდან მოხდება. 

 

„ეს თანხა არის მთელი ქვეყნის მასშტაბით კულტურული ღონისძიებების სერიის დაფინანსებისთვის, რომელიც გულისხმობს უმაღლესი კლასის არტისტების ჩამოყვანას საქართველოში და მათი მონაწილეობით და ასევე ქართველი შემსრულებლების მონაწილეობოთ კულტურული ღონისძიებების დაფინანსების გამოყოფას, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც რეგიონის მნიშვნელოვან კულტურულ ცენტრად ჩამოყალიბებას“,- განაცხადა პრემიერმა.



შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია საქართველოში ელტონ ჯონის ჩამოყვანასთან დაკავშირებით, თუმცა ოფიციალურად აღნიშნული გეგმები ჯერ დაუდასტურებელია.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ თბილისში რობი უილიამსის კონცერტი გაიმართება.
2030.news-ის ინფორმაციით, მუსიკოსი საქართველოში 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ჩამოვა და კონცერტს მაისში გამართავს.
უილიამსის კონცერტის შესახებ ჯერ ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა.



დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-09-23 21:00:22
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:   1. ბათუმში კუნძულის აშენებას „ამბასადორი“ აპირებს – ახალი მონაცემები აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მიერ დაანონსებული კუნძულის მშენებლობას ბათუმში შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ გეგმავს.     2. მუნიციპალიტეტების შავი ხვრელი - რატომ...

ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან კი გამყარდა

ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან კი გამყარდა
access_time2021-09-23 18:00:28
23 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.24 თეთრით 3.1179-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.1100 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 0.19 თეთრით 3.6532-მდე გამყარდა, ხოლო ბრიტანულ ფუნტთან 1.36 თეთრით 4.2650-მდე გაუფასურდა. თურქულ ლირასთან ლარი 0.01 თეთრით 0.3601-მდე, ხოლო აზერბაიჯანულ მანათთან 0.31 თეთრით 1.8322-მდე გამყარდა. 100 რუსულ რუბლთან კი 0.58 თეთრით 4.2872-მდე, ხოლო 1000 სომხურ დრამთან 3.35 თეთრით...

ბათუმში კუნძულის აშენებას „ამბასადორი“ აპირებს – ახალი მონაცემები

ბათუმში კუნძულის აშენებას „ამბასადორი“ აპირებს – ახალი მონაცემები
access_time2021-09-23 17:20:01
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მიერ დაანონსებული კუნძულის მშენებლობას ბათუმში შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ გეგმავს. ეს ინფორმაცია „ბათუმელებმა“ ინფორმირებულ პირებთან კომუნიკაციისა და საჯარო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით დაადასტურა. ინვესტორი ელგუჯა ქებურიასთან ერთად ბიზნესმენი ფრიდონ ქათამაძეა, თუმცა მისი წილი კომპანიაში ბევრად მცირე – 18 პროცენტია. ამ პროექტისთვის შპს „ამბასადორ ბათუმი აილენდი“ 2021 წლის ივნისში დააფუძნა ოფშორში,...

BAG ინდექსი: კომპანიების საინვესტიციო გეგმები პანდემიამდე არსებულ მდგომარეობას უბრუნდება

BAG ინდექსი: კომპანიების საინვესტიციო გეგმები პანდემიამდე არსებულ მდგომარეობას უბრუნდება
access_time2021-09-23 14:30:32
BAG ინდექსის ფარგლებში, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, წევრებისა და მათი შვილობილი კომპანიების ინვესტიციების ცვლილების ტენდენციასაც აკვირდება. ცხადია, 2020 წელს, მკვეთრად შემცირებული შიდა თუ საგარეო მოთხოვნის, ლოგისტიკური სირთულეებისა და სხვა დაბრკოლებების გათვალისწინებით, კომპანიებმა თავიანთი საინვესტიციო გეგმები მნიშვნელოვნად დააკორექტირეს. მიმდინარე წელს კი, პანდემიის მიუხედავად, ინვესტიციების ზრდის ტემპი კოვიდამდე არსებულ მდგომარეობას უბრუნდება. ცნობისათვის, 2019 წელს ჯამური ინვესტიციები...

ვლადიმერ პაპავა: საუბარი, რომ „ვისოლში“ საწვავი არ ჩავასხათ, კონკრეტულ ქსელში საკვები არ ვიყიდოთ, ბიზნესზე ტერორია

ვლადიმერ პაპავა: საუბარი, რომ „ვისოლში“ საწვავი არ ჩავასხათ, კონკრეტულ ქსელში საკვები არ ვიყიდოთ, ბიზნესზე ტერორია
access_time2021-09-23 14:55:34
ეკონომიკის ექსპერტმა ვლადიმერ პაპავამ სარეკლამო ბიზნესზე ზეწოლის შესახებ „პრაიმტაიმის“ პრეს–კლუბში განცხადება გააკეთა. მისი თქმით, იმაზე საუბარი, რომ „ვისოლში“ საწვავი არ ჩავასხათ, კონკრეტულ ქსელში საკვები არ ვიყიდოთ, ბიზნესზე ტერორია. „ქვეყანაში დღეს წინასაარჩევნო პერიოდია. დაძაბული სიტუაციაა. პოლიტიკურად ცხელი შემოდგომაა. ამ პირობებში არის ხშირი ურთიერთბრალდება. ამაში, სამწუხაროდ, ყვება ბიზნესი. ნუ გვავიწყდება, რომ ცხოვრება არჩევნების შემდეგაც გრძელდება და ეს...


მსგავსი სიახლეები

up