„ტურიზმის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგი გაიმართა

„ტურიზმის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგი გაიმართა

access_time2022-11-18 19:15:25

დღეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ორგანიზებით გამართულ საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის (PPD) ფორმატით გამართულ შეხვედრაზე „ტურიზმის შესახებ“ კანონპროექტის თაობაზე იმსჯელეს.

 

 

შეხვედრაში პარლამენტის, მთავრობის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს, კურორტების განვითარების სააგენტოსა და ტურიზმის სფეროში არსებული ასოციაციების, ასევე შესაბამისი გაერთიანებების და კერძო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. მისი მიზანი იყო დაინტერესებულ მხარეებთან ერთად კანონპროექტის განხილვა, მასთან დაკავშირებით, დამატებითი კონსულტაციების გამართვა და მონაწილე მხარეების პოზიციების შეჯერება.

 

 

„დღევანდელი შეხვედრა ხელს უწყობს პარლამენტის, კერძო სექტორის და ტურიზმის ასოციაციის ერთობლივ მუშაობას ახალ კანონზე. მნიშვნელოვანია ქვეყანამ მიიღოს კანონი, რომელმაც უნდა გაუმჯობესოს ტურიზმის სფეროში უსაფრთხოების რეგულაციები. ჩვენი მიზანია, რომ დავეხმაროთ საქართველოს მიაღწიოს ტურიზმის მარეგულირებელ ისეთ რეფორმას, რომელიც ქვეყანას მნიშვნელოვნად წაადგება, რათა უფრო მეტი ტურისტი მოიზიდოს, რამდენადაც საქართველოს აქვს არა მარტო უნიკალური კულტურული მემკვიდრეობა, არამედ კიდევ მრავალი შესაძლებლობა, რომელიც მაღალბიუჯეტიან ტურისტებს იზიდავს, რაც შესაბამისად დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზეც“, - განაცხადა USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ხელმძღვანელმა მარიკა ოლსონმა.


 

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, დავით სონღულაშვილის თქმით, კანონპროექტი, რომელიც ტურისტული სექტორის გაუმჯობესებას და გაჯანსაღებას ემსახურება, მიმდინარე საშემოდგომო სესიის განმავლობაში დაინიცირდება.

 

 

„ფაქტობრივად კანონი დასრულებულია, მიმდინარეობს საბოლოოდ პოზიციების შეთანხმება, რადგან ჩვენთვის, ნებისმიერი კანონის შემუშავებისას მნიშვნელოვანია, როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორი იყოს ჩართული იმისთვის, რომ კანონპროეტი იყოს ქმედითი, რომ კანონი იყოს შესრულებადი და შესაბამისად ემსახურებოდეს იმ ინტერესებს, რასაც საჯარო და კერძო სექტორის ინტერესების სრულად შეჯერება და დაბალანსება ჰქვია. ამ რეფორმით მიმდინარეობს ტურიზმის სექტორის გაჯანსაღება იმისათვის, რომ შესაძლებლობა მიეცეს სექტორს მეტი ტურისტი მოიზიდოს, უფრო უსაფრთხო გახდეს, სადაც ეს აუცილებელია და ეს იქნება როგორც ტურისტების ასევე ტურიზმის სექტორის ინტერესების დაცვით“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

 

 

შეხვედრა USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერითა და საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსთან თანამშრომლობით გაიმართა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up