ტურიზმის სფეროში დასაქმებული ადამიანების დასახმარებლად, გამონაკლისის სახით, 2019 წლის ბოლო 6 თვის შემოსავლებით იხელმძღვანელებენ

ტურიზმის სფეროში დასაქმებული ადამიანების დასახმარებლად, გამონაკლისის სახით, 2019 წლის ბოლო 6 თვის შემოსავლებით იხელმძღვანელებენ

access_time2020-05-27 19:00:39

ტურიზმის სფეროში დასაქმებული ადამიანების დასახმარებლად, გამონაკლისის სახით, მთავრობა წინა წლის ბოლო 6 თვის განმავლობაში არსებული შემოსავლების მიხედვით იხელმძღვანელებს, - ამის შესახებ გიორგი გახარიამ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, ნინო წილოსანის კითხვაზე პასუხად განაცხადა.

 

„როდესაც ვსაუბრობთ ამ 1 200-ლარიან დახმარებაზე, ამ დებულებაში გაწერილია, რომ 2020 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში თუ მას ოფიციალური ხელფასი უფიქსირდებოდა, მაშინ იღებს ადამიანი დახმარებას. ამ პერიოდში ამ ადამიანების მუშაობის სეზონი არ იყო და ეს ხელფასიც არ ჰქონდათ.

 

ფინანსთა სამინისტრო მიიღებს დავალებას, რომ წლის ბოლო 6 თვის განმავლობაში თუ ვინმეს სისტემური ოფიციალური შემოსავალი უფიქსირდებოდა, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ადამიანების ინტერესებს გავითვალისწინებთ და ამ პირველი კვარტლის პრინციპს ყურადღებას არ მივაქცევთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.


 

იქამდე, ნინო წილოსანმა პრემიერს კითხვით მიმართა: „არ შემიძლია არ გავაჟღერო გიდების, მძღოლების, ტურისტული კომპანიების თხოვნა, რომლითაც ისინი მე დამიკავშირდნენ. საქმე ეხება ერთ შემთხვევაში ტურისტული ორგანიზაციების და კომპანიების მხრიდან ოფიციალურად დასაქმებული ადამიანებისთვის 1 200-ლარიანი დახმარების მიღების შემთხვევებს. ტურიზმის სექტორი მეტ-ნაკლებად სეზონურია და პერიოდული, ამიტომ ა. წ. პირველ კვარტალში, მათ არ ჰქონდათ ფინანსური მოძრაობა და შესაბამისად, საშემოსავლო გადასახადი გადახდილი არ აქვთ თუმცა, წინა წლის საკმაოდ დიდ პერიოდში ისინი საშემოსავლო გადასახადს იხდიდნენ. ტურიზმის სპეციფიკიდან გამომდინარე თხოვნა არის - იქნებ გათვალისწინებული იყოს წინა წლის შემოსავლები“.

 

მთავრობის მეთაურის ანგარიშს საკანონმდებლო ორგანოში 129 დეპუტატი ესწრება. გიორგი გახარია კანონმდებლებს ახალი კორონავირუსის მასობრივი გავრცელების პრევენციის მიზნით გატარებულ ღონისძიებებთან დაკავშირებულ მოხსენებას აცნობს.


imedinews.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up