„ტურიზმის სფეროს სრული სტაგნაციის მიუხედავად „ლოპოტა სპა რეზორტის“ თანამშრომლების ანაზღაურება უცვლელი დარჩება“

„ტურიზმის სფეროს სრული სტაგნაციის მიუხედავად „ლოპოტა სპა რეზორტის“ თანამშრომლების ანაზღაურება უცვლელი დარჩება“

access_time2020-03-19 00:54:22

ახალმა კორონავირუსმა საქართველოს ეკონომიკაზე სერიოზულ გავლენა მოახდინა, განსაკუთრებული დარტყმის ქვეშ ტურიზმის სექტორი აღმოჩნდა.სასტუმრო-რესტორნების ნაწილი უკვე დაიხურა, გაუქმებულია ზაფხულის სეზონის ჯავშნების დიდი ნაწილი. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 2020 წელს ტურისტული შემოსავლები 25%-ით შემცირდება.

 

ქვეყანაში მიმდინარე რთული პროცესებს სოციალურ ქსელში ეხმაურება ერთ-ერთი უმსხვილესი დასასვენებელი კომპლექსი „ლოპოტა სპა რეზორტი“. Facebook- ზე განთავსებულ პოსტში სასტუმროს ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ტურიზმის სფეროში შექმნილი რთული მდგომარეობის მიუხედავად „ლოპოტა სპა რეზორტი“ თანამშრომლების ხელფასი მინიმუმ ორი თვე არ შეიცვლება.

 

„ჩვენი გუნდის წევრები ყოველთვის იყვნენ და რჩებიან “ლოპოტა სპა რეზორტის” ყველაზე მნიშვნელოვან შენაძენად. ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩვენი პასუხისმგებლობა გუნდის თითოეული წევრის წინაშე კიდევ უფრო გაიზარდა; მიუხედავად ტურიზმის სფეროს სრული სტაგნაციისა, საჯაროდ ვიღებთ ვალდებულებას, რომ მომავალი მინიმუმ 2 თვის განმავლობაში “ლოპოტა სპა რეზორტის” თანამშრომლების ანაზღაურება უცვლელი დარჩება. ამასთანავე, სახელმწიფოს მხრიდან რეკომენდაციის მიღებისთანავე, გუნდის ადმინისტრაციული ნაწილი გადავიდა დისტანციურ მუშაობაზე; საოპერაციო ნაწილისა და სტუმრების უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით კი რეზორტის ტერიტორიაზე რეგულარულად ტარდება სადეზინფექციო პროცედურები. გვჯერა, რომ ჩვენც და მთელი მსოფლიოც ძალიან მალე დავძლევთ პანდემიას და ცხოვრების ჩვეულ რიტმს დავუბრუნდებით. მანამ კი იმედი გვაქვს, რომ მცირე წვლილს მაინც შევიტანთ ჩვენი გუნდის წევრებისა და მათი ოჯახების სიმშვიდეში. კახეთში ტურიზმის სექტორზე ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებლის სტატუსი კი გვაძლევს საფუძველს, ვიფიქროთ, რომ ამ ადამიანების ფინანსური სტაბილურობა მთლიანად რეგიონის კეთილდღეობაზეც აისახება“, - აცხადებენ „ლოპოტა სპა რეზორტი“- ში.


 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ ტურიზმის სექტორში მოღვაწე საწარმოებს (სასტუმრო, ტურ-ოპერატორი, ტურისტების  სატრანსპორტო მომსახურება, ტურისტების კვება, ტურისტების გართობის ობიექტები და სხვა). 4 თვის (მარტი, აპრილი, მაისი, ივნისი) საშემოსავლო და ქონების გადასახადი გადაუვადდებათ 1 ნოემბრამდე. საშეღავათო თვეებში წარმოდგენილ დეკლარირებულ დავალიანებაზე არანაირი იძულების ღონისძიება არ გატარდება, ხოლო შესაბამის ნაწილში დარიცხული საურავი დაექვემდებარება ჩამოწერას, საშეღავათო პერიოდის დასრულებისთანავე;

 

ბაჩო ადამია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up