ტურიზმის სექტორში დასაქმებული გადამხდელების აქტუალურ კითხვებზე ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა პასუხები მოამზადა

ტურიზმის სექტორში დასაქმებული გადამხდელების აქტუალურ კითხვებზე ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა პასუხები მოამზადა

access_time2020-03-16 17:46:49

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა ტურიზმის სექტორში დასაქმებული გადამხდელებისათვის  საგადასახადო შეღავათებთან დაკავშირებით აქტუალურ შეკითხვებზე პასუხები მოამზადა, რომელიც ხელმისაწვდომია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე. აღნიშნული ინფორმაცია დაეხმარება გადამხდელებს მიიღონ სწორი ინფორმაცია დაწესებულ საგადასახადო შეღავათებთან დაკავშირებით. 

 

1. რა  საგადასახადო შეღავათი  განესაზღვრათ ტურიზმის სექტორში დასაქმებულ პირებს?

ტურიზმის სექტორში დასაქმებულ პირებს შესაძლებლობა ეძლევათ მოახდინონ საშემოსავლო და ქონების გადასახადის დეკლარირებული ვალდებულების გადახდის გადავადება მიმდინარე წლის პირველ ნოემბრამდე. შეღავათი შეეხება შემდეგი სახეობის დეკლარაციებს:

- გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაცია (საშემოსავლო);

- საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია;

- საწარმოს ქონების გადასახადის წლიური დეკლარაცია.

 

2. ტურიზმთან დაკავშირებული რომელი საქმიანობების განმახორციელებელ პირებზე გავრცელდება შეღავათი?

 

შეღავათი გავრცელდება ბიზნესოპერატორებზე, რომლებიც ახორციელებენ:

➢ განთავსების მომსახურებას (სასტუმრო, ჰოსტელი, გესტჰაუსი და სხვა განთავსების ადგილები);

➢ კვების მომსახურებას (რესტორნები, კაფეები, ბარები და სხვა კვების ობიექტები);

➢ ტუროპერატორულ მომსახურებას (ტურისტული სააგენტოები);

➢ სატრანსპორტო მომსახურებას (ავიასერვისები, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაქირავება და სხვადასხვა სახით ტურისტებისთვის სატრანსპორტო მომსახურების მიწოდება);

➢ საექსკურსიო მომსახურებას;


➢ საკონფერენციო მომსახურებას;

➢ გასართობ მომსახურებას (გასართობი ცენტრები, კინოთეატრები, საბავშვო ცენტრები და სხვა მსგავსი გასართობი ობიექტები);

➢ სხვა საქმიანობის განმახორციელებელი პირი, რომელიც ორგანიზებული სახით მომსახურებას უწევს ტურისტებს (გარდა ზემოთ ჩამოთვლილი მომსახურებების).

 

3. რომელი საანგარიშო პერიოდების მიხედვით დარიცხულ გადასახადებს შეეხება გადავადება?

გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციის საფუძველზე - მარტის, აპრილის, მაისის და ივნისის თვეებში სავადო თარიღებით დარიცხულ თებერვლის, მარტის, აპრილის და მაისის საანგარიშო პერიოდების გადასახადს.

საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის საფუძველზე - 2019 წლის საანგარიშო პერიოდის მიხედვით დარიცხულ საშემოსავლო გადასახადს და აღნიშნულის საფუძველზე 2020 წლის 15 მაისის სავადო თარიღით დარიცხულ მიმდინარე (საავანსო) გადასახდელს.

საწარმოს ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის საფუძველზე - 2019 წლის საანგარიშო პერიოდის მიხედვით დარიცხულ ქონების გადასახადს და მის საფუძველზე 2020 წლის 15 ივნისის სავადო თარიღით დარიცხულ ქონების მიმდინარე (საავანსო) გადასახდელს.

 

4. რა პერიოდამდე მოხდება გადახდის გადავადება?

გადასახადის გადახდა გადავადება 2020 წლის 1 ნოემბრამდე.

 

5. შეეძლება თუ არა პირს 1 ნოემბრამდე გადასახდელ თანხაზე გადახდის გრაფიკის გაკეთება?

 

შესაძლებელია. 1 ნოემბრამდე გადასახდელ საგადასახადო დავალიანების თანხაზე შესაძლებელი იქნება გადახდის გრაფიკის გაკეთება საგადასახდო კოდექსის 238-ე მუხლის მე-8 და მე-81 ნაწილების შესაბამისად.

 

6. დაეკისრება თუ არა პირს აღნიშნულ გადასახადებზე საურავი და დაექვემდებარება თუ არა შემდგომ გადაანგარიშებას?

პირს საშეღავათო პერიოდზე დაერიცხება საურავი, რომელიც დაექვემდებარება სრულად გადაანგარიშებას და ჩამოწერას საშეღავათო პერიოდის (1 ნოემბერი) დასრულების შემდგომ.

 

7. განხორციელდება საშეღავათო პერიოდზე წარმოშობილ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად ღონისძიებები?

ზემოაღნიშნულ გადასახადების ნაწილში წარმოშობილ დავალიანებაზე გადახდევინების უზრუნველსაყოფად ღონისძიებები არ განხორციელდება.

 

8. როგორ უნდა ისარგებლოს პირმა აღნიშნული შეღავათით?

აღნიშნული შეღავათით სარგებლობის მიზნით პირმა გადამხდელის პორტალიდან ელექტრონული ფორმით, შესაბამისი განცხადებით, (განცხადების სახელწოდება: საშემოსავლო და ქონების გადასახადში დეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებების გადახდის გადავადება. იხილეთ ბმული: https://eservices.rs.ge/ServiceRequestNew.aspx?p=721) უნდა მიმართოს შემოსავლების სამსახურს, შემოსავლების სამსახურიდან შესაბამისი დასტურის მიღების შემდეგ პირს ექნება აღნიშნული შეღავათით სარგებლობის უფლება.

 

 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up