სახმელეთო საზღვრების გახსნა, ვაქცინაცია, კურორტების დარეკლამება — კერძო სექტორის რეკომენდაციები ტურიზმის სწრაფად აღსადგენად

სახმელეთო საზღვრების გახსნა, ვაქცინაცია, კურორტების დარეკლამება — კერძო სექტორის რეკომენდაციები ტურიზმის სწრაფად აღსადგენად

access_time2021-03-03 13:00:06

ტურიზმის სექტორში მომუშავე კომპანიებმა, მათ შორისაა სტუმროების ქსელი „ინნ ჯგუფი“, ტურ კომპანია კლარკ რობინსონი, სასტუმროების ფედერაცია, „კა მენეჯმენტ გრუპი“, ტურ. კომპანია „კამერტონ თრეველი“, ტურ. კომპანია „იბერია ტურს პლიუსი“ და რამდენიმე სხვა,  ტურიზმის დარგის სწრაფი აღდგენისთვის საჭირო რეკომენდაციები ჩამოაყალიბეს.

 


„მოგმართავთ ტურიზმის სფეროში მოღვაწე კერძო სექტორის რამდენიმე წარმომადგენელი, რომელიც პანდემიის პერიოდში აქტიურად იყო და არის ჩაბმული ტურიზმის სფეროს გადარჩენასთან დაკავშირებულ დისკუსიებში. გვინდა წარმოგიდგინოთ ჩვენს მიერ ჩამოყალიბებული რამდენიმე პუნქტიანი გეგმა, რომელიც ჩვენი აზრით დააჩქარებს ქვეყანაში ტურიზმის აღდგენის პროცეს და ხელს შეუწყობს ეკონომიკის სწრაფი ტემპით გაჯანსაღებას.

 


პირველ რიგში მიგვაჩნია, რომ ტურისტების ნაკადის გაზრდის მიზნით, აუცილებელია სახმელეთო საზღვრების გახსნა. საქართველოს ტურისტების უმრავლესობა სწორედ ამ გზით შემოდიოდა ქვეყანაში და შესაბამისად მთავარი გზის ჩაკეტვა პირდაპირ ურტყამს ტურიზმის სფეროს. რა თქმა უნდა, ეს უნდა მოხდეს ეტაპობრივად, ხოლო პირველი ეტაპისთვის შეგვიძლია სახმელეთო საზღვრები იგივე წესებითა და რეგულაციებით გავხსნათ რაც საჰაერო.




აგრეთვე, ყველასთვის ნათელია, რომ ვაქცინაციის დაწყების გარეშე ზედმეტია ეკონომიკის აღორძინებასა და ტურიზმის აღდგენაზე საუბარი. გვესმის, რომ სახელმწიფოს მიერ შეკვეთილი ვაქცინების ჩამოტანა საკმაოდ რთული პროცესია, რის გამოც ეს საქმე დროშიც იწელება. ამიტომ ალტერნატიულ გზად შეგვიძლია, რომ შემოვიღოთ კომერციული ვაქცინა რომელსაც კერძო კომპანიები ჩამოიტანენ. ამისთვის კი საჭიროა სახელმწიფოს მიერ გაცემული ნებართვა.  კომერციული ვაქცინა იქნება ნებაყოფლობითი და ფასიანი. მსურველები კი თავისი ხარჯით გაიკეთებენ მას. ეს სახელმწიფოს შეუმცირებდა ხარჯს და ამავე დროს დააჩქარებდა ვაქცინაციის პროცესს. მნიშვნელოვანია, რომ ეს იყოს ის ვაქცინა რომელსაც ოფიციალურად იკეთებენ სხვა სახელმწიფოებში. აღსანიშნავია, რომ ეს არ იქნება სახელმწიფო ვაქცინა და შესაბამისად პასუხისმგებლობაც თვითონ კომპანიასა და მოქალაქეზე იქნება დაკისრებული.

 


მესამე პუნქტი, რაზეც გვინდა გავამახვილოთ თქვენი ყურადღება არის საქართველოს ისეთი უნიკალური გამაჯანსაღებელი კურორტების დარეკლამება, როგორიცაა ბახმარო, ბაკურიანი, აბასთუმანი და სხვა, კოვიდ გადატანილების მოსაზიდად, როგორც ქვეყნის შიგნით ისე საზღვრებს გარეთ. ეს კურორტები ოდითგანვე პოპულალური იყო ფილტვების სამკურნალოდ, ხოლო მსოფლიოში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით გვეძლევა შესაძლებლობა, რომ მათ დავუბრუნოთ ძველი სიდიადე. შეგვიძლია აგრეთვე მოვაწყოთ ეგრეთ წოდებული მწვანე ზონები სადაც კოვიდ გადატანილები (მათ ვისაც ექნებათ ანტისხეულები) შეძლებენ იმუნიტეტის გაძლიერებასა და ჯამრთელობის რეაბილიტაციას.

 

გთხოვთ გაითვალისწინოთ ეს რეკომენდაციები. ჩვენ, როგორც ყოველთვის, მზად ვართ ვითანამშრომლოთ საჯარო სექტორთან რომ ერთიანი ძალისხმევით შევძლოთ ტურიზმის დროული აღდგენა,“ - ნათქვამია განცხადებაში


თეგები:
ტურიზმი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up