„ტურიზმის სექტორიდან კადრების გადინება ერთ-ერთი მწვავე პრობლემაა, რომელიც სწრაფ და ეფექტიან რეაგირებას საჭიროებს“ - ლევან ვეფხვაძე

„ტურიზმის სექტორიდან კადრების გადინება ერთ-ერთი მწვავე პრობლემაა, რომელიც სწრაფ და ეფექტიან რეაგირებას საჭიროებს“ - ლევან ვეფხვაძე

access_time2021-06-25 14:50:47

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ტურიზმის კომიტეტის სხდომა გაიმართა, სადაც სექტორში არსებულ მთავარ გამოწვევად კვალიფიციური კადრების გადინება და შედეგად მათი სხვადასხვა ინდუსტრიებში გადანაწილება დასახელდა. ასოციაციის წევრი კომპანიებისა და კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი მარრის მოსაზრებით, ბიზნესმა აქტიურად უნდა ითანამშრომლოს ტურიზმის ადმინისტრაციასთან სექტორში არსებული პრობლემებსა და გამოწვევებთან გასამკლავებლად, ვინაიდან ტურისტულ ნაკადს, რომელიც ქვეყნის საჰაერო და სახმელეთო საზღვრების გახსნის შედეგად ფიქსირდება სჭირდება შესაბამისი მომსახურების მიწოდება, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის ტურისტული განვითარების კუთხით.

 

კომიტეტის ფარგლებში ასევე განიხილეს ტურისტული მოსაკრებელის საკითხი, ე.წ. „ტურისტული გადასახადი“, რომელიც თავის თავში მოიცავს, ქალაქის, საკურორტო, ეკოლოგიურ თუ სხვა ტურისტულ გადასახადებს, რომელიც ფართოდ არის აპრობირებული ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში.

 


„ტურიზმის სექტორიდან კადრების გადინება ერთ-ერთი მწვავე პრობლემაა, რომელიც სწრაფ და ეფექტიან რეაგირებას საჭიროებს, ვინაიდან ტურისტული სეზონი ძალაში შედის და შემოსული ტურისტების ნაკადს უნდა მიეწოდოს შესაფერისი სერვისები, რაც მნიშვნელოვანია, როგორც ამ სექტორში მოღვაწე კომპანიებისთვის, ასევე ზოგადად ქვეყანაში ტურიზმის განვითარების მხრივ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ვაპირებთ შეხვედრების გამართვას ტურიზმის ადმინისტრაციასთან, რათა მოხდეს პოზიციების შეჯერება და პრობლემის აღმოსაფხვრელად ერთიანი მიდგომის შემუშავება“, - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ.






ხვალიდან, ქართული არხები შესაძლოა, ფასიანი გახდეს

ხვალიდან, ქართული არხები შესაძლოა, ფასიანი გახდეს
access_time2021-07-31 13:04:25
ხვალიდან, ქართული არხები შესაძლოა, საკაბელო ტელევიზიებისთვის ფასიანი გახდეს. აღნიშნულის შესახებ საკაბელო ტელევიზიების კავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.   კავშირის ცნობით, 2021 წლის ივნისში მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულმა პირებმა მიიღეს შპს “მედია რაითს ჯორჯიას“ წერილი, ტელეარხების - „იმედი“, „ჯიდიეს tv“, „რუსთავი 2“, „პოს tv“, „tv პირველი“, „ფორმულა“, „მთავარი არხის“ ფასიანი ტრანზიტის ხელშეკრულებების გაფორმების მოთხოვნით.   კერძოდ,...

საქართველოს საფონდო ბირჟაზე 5 თვეა ნულოვანი ბრუნვა ფიქსირდება

საქართველოს საფონდო ბირჟაზე 5 თვეა ნულოვანი ბრუნვა ფიქსირდება
access_time2021-07-31 12:00:02
საქართველოს ისედაც თითქმის უმოქმედო საფონდო ბირჟა 2021 წელს მთლიანად გაჩერდა. თებერვლის შემდეგ 1 გარიგებაც კი არ შემდგარა. 7 თვის განმავლობაში კი ყველა გარიგების ჯამმა 2453 ლარი შეადგინა, რაც იმდენად ცოტაა, რომ შეიზლება 0-დაც ჩაითვალოს. 2021 წლის ივლისში საქართველოს საფონდო ბირჟის ვებგვერდზე ზოგადი ინფორმაციის ველში წერია, რომ 1-ლი ივლისის მდგომარეობით ბირჟაზე სულ 26 კომპანიის აქციები იყო განთავსებული, რომელთა კაპიტალიზაცია $754 მლრდ-ს აღწევდა, მაგრამ ივნისში დღიური...

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა
access_time2021-07-30 18:00:43
30 ივნისის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებაში 0.47 თეთრით 3.1244-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს კურსმა 3.1100 შეადგინა. დოლარის მსგავსად ლარი ასევე გაუფასურდა ევროსთან 1.31 თეთრით 3.7174-მდე, ბრიტანლ ფუნტთან 1.28 თეთრით 4.3670-მდე, თურქულ ლირასთან 0.46 თეთრით 0.3713-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.67 თეთრით 1.8391-მდე, 100 რუსულ რუბლთან 1.88 თეთრით 4.2829-მდე. გამონაკლისი სომხური დრამი აღმოჩნდა 1000 დრამი 2.73 თეთრით 6.4197-მდე...

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი
access_time2021-07-30 21:00:51
დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:   1. ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ივნისშიც გაგრძელდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გრძელდება. ივნისში მშპ გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 18.7%-ით გაიზარდა.   2. ქართული არქიტექტურული პროექტი...

საქართველოში დიპლომიანი მოქალაქეების 32 - 38 % უმუშევარია

საქართველოში დიპლომიანი მოქალაქეების 32 - 38 % უმუშევარია
access_time2021-07-31 11:00:30
დღემდე საქართველოს ეკონომიკისთვის უმუშევრობა მნიშვნელოვან პრობლემად რჩება, ხოლო საზოგადოებისთვის მთავარ გამოწვევად. წლების მანძილზე, სხვადასხვა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა აჩვენებს, რომ ეროვნულ დონეზე მთავარ პრიორიტეტად სამუშაო ადგილები სახელდება. 2020 წელს,  NDI-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა 46%-ისთვის მთავარი პრობლემას, კვლავ უმუშევრობა წარმოადგენდა.   2017-2020 წლებში საქართველოში უმუშევრობის ტენდენციებსა და COVID-19-ისგან გამოწვეული...


მსგავსი სიახლეები

up