მაია სიდამონიძე: უახლოესი ორი წლის განმავლობაში ტურიზმის სექტორი ჩვეულ რიტმს ვერ დაუბრუნდება

მაია სიდამონიძე: უახლოესი ორი წლის განმავლობაში ტურიზმის სექტორი ჩვეულ რიტმს ვერ დაუბრუნდება

access_time2020-08-06 10:00:00

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას ინფორმაციით, საქართველოში უცხოელი ტურისტები გამოჩნდნენ. როგორც მინისტრმა განაცხადა, საქართველოში შემოსული ავიარეისების ¾-ს სწორედ ქვეყნის მოსანახულებლად ჩამოსული ტურისტები შეადგენდნენ.


რამდენად რეალურია არსებული მაჩვენებელი და რა მოლოდინები აქვს კერძო სექტორს ტურიზმის განვითარებასთან მიმართებაში, ამ დეტალების გასარკვევად „კომერსანტი“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილ ხელმძღვანელს მაია სიდამონიძეს დაუკავშირდა.


„ამ რაოდენობით ტურისტების შემოსვლაზე ცოტა ეჭვი მეპარება, რადგან მხოლოდ რამდენიმე მიმართულებით გვაქვს გახსნილი საზღვარი, საიდანაც დიდად ტურისტების რაოდენობა არ ჭარბობდა. შესაბამისად ეჭვი მეპარება 2-3 თვეში ტურისტების ის რაოდენობა დაფიქსირდეს, რომ იმ მიწოდებას ეყოს, რაც დღეს საქართველოში ტურიზმის ინდუსტრიაშია. ვგულისხმობ განთავსების საშუალებებსა და ტურისტულ ობიექტებს.


ზოგადად ერთმანეთის განცხადებებს ეწინააღმდეგებიან. ჯერ ფინანსთა მინისტრმა ახსენა ზღვაში წვეთიაო, ეხლა თურმე ბევრ ტურისტს ველოდებით. თუ იქნებიან ძალიან კარგი, მაგრამ ის რაოდენობა რომ დაფიქსირდეს, რაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია საზღვრების გახსნას  სხვა ქვეყნებთანაც მოითხოვს“, - აცხადებს მაია სიდამონიძე.



მაია სიდამონიძის ინფორმაციით, უახლოესი ორი წლის განმავლობაში ტურიზმის სექტორი ჩვეულ რიტმს ვერ დაუბრუნდება.


„დღეს მსოფლიოში ფრენები იმ სიხშირით რომ აღდგეს, რაც წინა წლებში იყო, მოგზაურობა იგივე ტენდენციით მაინც არ განახლდება. ჯერჯერობით მაინც არიან ადამიანები, ვინც არ რისკავს, სიფრთხილეს იჩენს და არ მოგზაურობს, ან უბრალოდ ზედმეტი რეგულაციების გამო ისევ თავის ქვეყანაში დასვენებას აირჩევს. არც საქართველოში გვაქვს იმის ილუზია, რომ თუნდაც ფრენების ეტაპობრივ განახლებასთან ერთად  ტურისტების რაოდენობაც იგივე ტემპით განახლდება. ეს საკმაოდ ნელი პროცესი იქნება, ამიტომაც უამრავი საფინანსო თუ კვლევითი ორგანიზაცია ტურიზმის განახლებას შემდეგი ორი წლის განმავლობაში წინასწარმეტყველებენ“, - განმარტავს სიდამონიძე.


როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი აღნიშნავს, საეჭვოა ტურისტების მოსალოდნელი რაოდენობა ტურისტული ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი შეღავათი იყოს. მისი თქმით, ამ სფეროს პროგნოზი მომავალი წლის ივნისამდე ნეგატიურია.


„მსოფლიოში ეპიდსიტუაცია არასტაბილურია, აქედან გამომდინარე სწორი და არასწორი პროგნოზები და პასუხები არ არსებობს, თუმცა იმისათვის, რომ ჩვენ თუნდაც წინა წლების მაჩვენებლებს დავუბრუნდეთ, იმ პირობებში თუ ვირუსი გახდა კონტროლირებადი, კონკრეტულად საქართველოს მინიმუმ ორი წელი სჭირდება. თუ ვირუსი  პერიოდულად იქნება ფეთქებადი და საზღვრები ხელახლა ჩაიკეტება ეს ორ წელიწადშიც შეუძლებელი იქნება. იმისათვის, რომ გარკვეულწილად საგრძნობ მაჩვენებელზე ავიდეთ და შევძლოთ სესხების და ხარჯების გადახდა, ჩვენი კერძო სექტორის და ამ სფეროს პროგნოზი მომავალი წლის ივნისამდე ნეგატიურია. ვვარაუდობთ, რომ ფაქტიურად თვითგადარჩენის რეჟიმში ვიქნებით“, - ამბობს მაია სიდამონიძე.


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, ამ ეტაპზე სხვა ავიაკომპანიებთანაც მიმდინარეობს მოლაპარაკება და ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით აგვისტოსა და სექტემბერში ახალ რეისებსაც შეიძლება ველოდოთ.


ანი ცარციძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up