„ტურიზმი, ისევე როგორც ინოვაციების  ნაწილი, ჩვენი ქვეყნის  ეკონომიკის  დასაყრდენია“ -  დიმიტრი ქუმსიშვილი

„ტურიზმი, ისევე როგორც ინოვაციების ნაწილი, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის დასაყრდენია“ - დიმიტრი ქუმსიშვილი

access_time2022-06-01 16:00:53

„მე მგონია, რომ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ შემოსავალი, უნდა იყვნენ დასაქმებულები და რაც უფრო მეტი ფული იქნება რეგიონებში, რომელიც იქნება მათ მიერ გამომუშავებული, ეს იქნება ტურიზმით, სოფლის მეურნეობითა თუ წარმოებით გამომუშავებული, უნდა გაგვიხარდეს და ემოცია გამოვხატოთ“ - ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ ეთერში, ლევან კობერიძის საავტორო გადაცემაში „ბრენდი საქართველო“ ინოვაციების საინვესტიციო ფონდის მმართველმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ისაუბრა.  

 

მისი თქმით რიცხვები აჩვენებს, რომ ტურიზმის აღდგენა საკმაოდ კარგად ხდება და ტურიზმი ისეთივე დასაყრდენია ეკონომიკის, როგორც ინოვაციები.

 


„რაც შეეხება ტურიზმს, ტურიზმისაც ძალიან მჯერა და რიცხვებიც ამას აჩვენებს, რომ ტურიზმის აღდგენა, საკმაოდ კარგად ხდება, ამ მიმართულებითაც გვაქვს ჩვენ ერთი პროექტი, Iy.ge ეს არის ელექტრონული პლატფორმა, რომელიც მომხმარებელს თვითმფრინავის ბილეთების ელექტრონულად შეძენას სთავაზობს. ამ პროექტს საკმაოდ წარმატებულად მივუყვებით და მგონია, რომ ტურიზმის, ისევე როგორც ინოვაციების ნაწილი, არის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის დასაყრდენი სადაც სამუშაო ადგილები იქმნება და მომავალშიც შეიქმნება“ - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.



თაკო კვაჭანტირაძე









იუვენტუსმა 254 მილიონი ევროს ზარალი გამოაქვეყნა

იუვენტუსმა 254 მილიონი ევროს ზარალი გამოაქვეყნა
access_time2022-09-25 23:55:37
პარასკევს იუვენტუსმა 2021/22 წლების კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება გამოაქვეყნა. დოკუმენტი, სხვა ციფრებთან ერთად, ხაზს უსვამს 254 მილიონი ევროს (246,1 მილიონი დოლარის) ზარალს, რაც ყველაზე დიდია, რაც ოდესმე დაფიქსირებულა სერია A-ს გუნდის მიერ.  2021/2022 ფინანსური წელი დაიხურა 254.3 მილიონი ევროს ოდენობის ზარალით წინა ფინანსურ წელს 209.9 მილიონი ევროს ზარალთან...

ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა რუსული ბრილიანტის იმპორტის აკრძალვას ცდილობს

ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა რუსული ბრილიანტის იმპორტის აკრძალვას ცდილობს
access_time2022-09-25 23:00:23
ევროკავშირმა უნდა შეწყვიტოს ბრილიანტების იმპორტი რუსეთიდან, თქვა ბლოკის 27 ქვეყნიდან ხუთმა ერთობლივ წინადადებაში — აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი აქვეყნებს. ევროკავშირი ამზადებს ახალ სანქციებს მოსკოვის წინააღმდეგ უკრაინის ომის გამო. ევროკავშირს,...

კატასტროფული შედეგები დადგება, თუ მოსკოვი გამოიყენებს ბირთვულ იარაღს უკრაინაში - აშშ

კატასტროფული შედეგები დადგება, თუ მოსკოვი გამოიყენებს ბირთვულ იარაღს უკრაინაში - აშშ
access_time2022-09-25 22:00:43
შეერთებულმა შტატების განცხადებით კატასტროფული შედეგები დადგება, თუ მოსკოვი გამოიყენებს ბირთვულ იარაღს უკრაინაში, მას შემდეგ რაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ რეგიონები, სადაც ფართოდ აკრიტიკებენ რეფერენდუმებს, მიიღებენ სრულ დაცვას მოსკოვის მიერ ანექსიის შემთხვევაში — აღნიშნულის შესახებ...

Toyota Motor-ი რუსეთში ქარხანას ხურავს

 Toyota Motor-ი რუსეთში ქარხანას ხურავს
access_time2022-09-25 21:00:23
იაპონურმა Toyota Motor Corp-მა (7203.T) პარასკევს განაცხადა, რომ მან გადაწყვიტა შეწყვიტოს ავტომობილების წარმოება რუსეთში — აღნიშნულის შესახებ Reuters-ი წერს.   Toyota-მ მარტში შეაჩერა წარმოება სანკტ-პეტერბურგში მიწოდების...

დანია და გერმანია მსოფლიოში ყველაზე გრძელ გვირაბს ააშენებენ

დანია და გერმანია მსოფლიოში ყველაზე გრძელ გვირაბს ააშენებენ
access_time2022-09-25 20:00:29
(CNN) - ბალტიის ზღვის ქვეშ 40 მეტრამდე დაშვებით, მსოფლიოში ყველაზე გრძელი გვირაბი დააკავშირებს დანიასა და გერმანიას, რაც შეამცირებს მოგზაურობის დროს ორ ქვეყანას შორის, როდესაც ის 2029 წელს გაიხსნება. ათწლეულზე მეტი დაგეგმვის შემდეგ,...


მსგავსი სიახლეები

up