ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლები „იმუშავე საქართველოდან“ პროექტს წარმატებულად აფასებენ

ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლები „იმუშავე საქართველოდან“ პროექტს წარმატებულად აფასებენ

access_time2020-10-27 12:44:06

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის „პროექტის იმუშავე“ საქართველოდან ფარგლებში 27 აგვისტოდან 25 ოქტომბრის ჩათვლით სხვადასხვა ქვეყნის 1,100-მდე მოქალაქე დარეგისტრირდა.


მიმდინარე პროექტს ეხმიანება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი.


„ამ დროისთვის უკვე დადასტურებულია 700 პირის მოთხოვნა, რომელთა საშუალო შემოსავალი თვეში არათუ აკმაყოფილებს მინიმალურ მოთხოვნას 2,000 აშშ დოლარის სახით, არამედ აღემატება და შეადგენს 5,700 აშშ დოლარს. მოცემული მაჩვენებლები 6 თვის ვადაში უტოლდება ქვეყანაში პოტენციურად დასახარჯ 23,9 მილიონ აშშ დოლარს.


გასაკვირია როცა ამ პროექტს განაცხადების რაოდენობით აფასებენ და ჯერ არავის დაუსვავს კითხვა პროეტის ეკონომიკურ სარგებელზე. ამიტომაც, გიზიარებთ საინტერესო მონაცემებს. პროექტი გრძელდება და სასიხარულოა რომ ყოველდღიურად განაცხადების რაოდენობა მზარდია და ამ პროექტით უკვე არაერთი სასტუმრო, ბინა, მანქანის გაქირავების სერვისი, გიდი და სხვა ტურისტული სერვისის მიმწოდებელი ეკონომიკურ სარგებელს ნახულობს“-აცხადებს მარიამ ქვრივიშვილი.



ახალი პროექტის ამოქმედება დადებითად აისახება ტურიზმის ინდუსტრიაზე, დაეხმარება კერძო სექტორს გაყიდვების ზრდასა და სამუშაო ადგილების შენარჩუნებაში. პროექტის ფარგლებში უკვე ჩამოსული მაღალმხაჯველუნარიანი ვიზიტორები იყენებენ ტურიზმის სხვადასხვა სექტორის მომსახურებას. პროექტის განხორციელების პირველ შედეგებზე საუბრობენ სასტუმროების წარმომადგენლები:


„ ოქტომბრის პირველ ნახევარში სასტუმრო „როიალ ინნში“  დატვირთვის კოეფიციენტი გაზრდილი იყო. სექტემბრიდან  გაყიდვები კარგად მიდიოდა და შედეგად  ჯავშნების რაოდენობამ საშუალოდ  60% შეადგინა, ძირითადად თბილისზე იყო მოთხოვნა.  ჩვენს სასტუმროში სტუმრების აბსოლუტური უმრავლესობა „იმუშავე საქართველოდან“ პროექტში ჩართული უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან.„-აცხადებს ინნ ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი ერეკლე კოკაია.

 

„ძალიან პოზიტიური გამოდგა ჩვენი სასტუმროსთვის პროექტი „იმუშავე საქართველოდან.“ ჩვენ სექტემბერში სტუმრებს, რომლებიც ჯავშნების შესახებ გვწერდნენ ვაწვდით ინფორმაციას, შედეგად „იმუშავე საქართველოდან“ პროექტში მონაწილე უცხო ქვეყნის მოქალაქეების ჯავშნებმა მოიმატა, დინამიკა მზარდი გამოდგა,   და შეიძლება ითქვას, რომ ოქტომბრის პირველ ნახევარში ჩვენი სასტუმრო დატვირთული იყო. ძირითადი მოთხოვნა დიდი ბრიტანეთიდან და აშშ-დან არის.“-აცხადებს სასტუმრო „ადამოს“ მენეჯერი მაია მახათაძე.

 

 „იმუშავე საქართველოდან“ პროექტის ფარგლებში საქართველოში ჩამოსვლის მსურველები https://stopcov.ge/-ზე წინასწარ სპეციალურ ფორმას ავსებენ და დოკუმენტურად ადასტურებენ ქვეყანაში შემოსვლისთვის აუცილებელ პირობებს. გარდა ამისა, მათ საკუთარი სახსრებით სრულად უნდა უზრუნველყონ 8-დღიანი კარანტინის გავლა და ტესტირება.


(NS)




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up