ტურიზმი ტყიბულში – პოტენციალი არის, პრიორიტეტი არა

ტურიზმი ტყიბულში – პოტენციალი არის, პრიორიტეტი არა

access_time2021-09-22 10:00:03

ტყიბულის ტურისტული შესაძლებლობები მძიმე სოციალური სიდუხჭირის ფონზე არცთუ მცირეა, მაგრამ, როგორც ჩანს, ამ პოტენციალს პოლიტიკურ და ბიზნეს წრეებში საკმაოდ სკეპტიკურად უყურებენ.



როგორც აღმოჩნდა, ერთ დროს მრეწველობით განთქმულ მუნიციპალიტეტში ტურიზმის შესაძლებლობებზე სრული წარმოდგენა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე კანდიდატების ნაწილსაც არ აქვს. ამ კუთხის ეს შესაძლებლობა მძიმე სოციალური მდგომარეობის ფონზე უკიდურესად შესუსტებულია და ყურადღება მიიქცია მხოლოდ მას შემდეგ, რაც ტყიბულში სტუმრობისას პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ადგილობრივ მეშახტეებთან შეხვედრის შემდეგ ტყიბული ტურიზმის პოტენციალის გამოყენებასთან დაკავშირებით ამბიციური განცხადება გააკეთა.



ღარიბაშვილის თქმით, მთავრობა ტყიბულში ტურიზმის განვითარებას აპირებს, რაზეც მას მეშახტეებიც ესაუბრნენ. როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, მთავრობას ყველა რეგიონის პოტენციალი და იქ არსებული რესურსები აქვს შესწავლილი და იცის, როგორ აითვისოს ის. ერთ-ერთი სეთი ობიექტი, მისი თქმით, ცხრაჯვარის პროექტია, რომლის განხორციელებასაც ღარიბაშვილი ადგილობრივ მოსახლეობას დაპირდა.



თუმცა ამ პროექტის შესახებ არაფერს ამბობს ,,ქართული ოცნებიდან“ ტყიბულის მერობის კანდიდატი დავით ჩერქეზიშვილი, რომლის წარდგენაზეც გააკეთა ღარიბაშვილმა ზემოხსენებული განცხადება. მუნიციპალიტეტზე ზრუნვას იგი, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, განათლებისა და კულტურის სექტორის განვითარებით დაიწყებს. 



,,ტყიბულში ძალიან მაღალი პოტენციალია, რომ ტურიზმი განვითარდეს. ამ მხრივ დიდი რესურსი აქვს კულტურას, თეატრს, სწორედ ამ სფეროებიდან მინდა დავიწყო მუნიციპალიტეტის განვითარება, თუკი ამის საშუალება მომეცემა. პირველ რიგში, ეს მიმართულება უნდა განვითარდეს, სპექტაკლები, კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებები, ახალგაზრდების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეიძლება, უნდა გამარტივდეს ხელმისაწვდომობა ასეთ ღონისძიებებზე, როგორიცაა თემატური ღონისძიებები, უცხოელების ჩამოყვანა, დაჯილდოებები და სხვა. დღესდღეობით ტყიბულში ფუნქციონირებს მუზეუმი, თეატრი, სამხატვრო გალერეა, ბიბლიოთეკები და სხვა კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებები, რასაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს“, - უთხრა „კომერსანტს“ დეპუტატობის კანდიდატმა „ქართული ოცნებიდან“.




პასუხად კითხვაზე, რატომ ვერ იმუშავა ტყიბულის ახალმა თბოელექტროსადგურმა და რა გახდა მისი ამუშავებიდან მალევე გაჩერების რეალური მიზეზი, ჩერქეზიშვილმა განაცხადა, რომ ამასთან დაკავშირებით არ ფლობს არანაირ ინფორმაციას.


 

რაც შეეხება მერობის კანდიდატს ,,ნაციონალური მოძრაობიდან“ ბესიკ ზოსიაშვილს, მან თბოსადგურთან დაკავშირებით განაცხადა, რომ პროექტი მაღალ დონეზე განხორციელდა, მას მუშაობაში ხარვეზი არ ჰქონია, თუმცა გაურკვეველი საბაბით გააჩერა მთავრობამ ისე, რომ განმარტებაც არ გაკეთდა. ,,თბოელექტროსადგურის სიმძლავრე 13 მგვტ იყო, ხალხი მუშაობდა და შემოსავალი ჰქონდათ. ხელისუფლებამ გააჩერა ეს პროექტი, არ ვიცით, რატომ, არანაირი ხარვეზი მას არ ჰქონია, გავრცელებული ხმები, რომ მაღალი რაოდენობით გამოიყოფებოდა გამონაბოლქვი, სიმართლე არ არის. მეტიც, ეს იყო მაღალეფექტური აირგამწმენდი სისტემა, რაც მინიმუმამდე ამცირებდა ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუარესების რისკს და ელექტროენერგიის თვითღირებულებას. ეს რესურსი რეალურად გამოუყენებელი დარჩა. მუშაობდა, ჩაეშვა, მაგრამ 2-3 წელია, გაჩერებულია. ვერ დაგიდასტურებთ, რომ გამონაბოლქვის გამო გაჩერდა. უბრალოდ, ამ ხელისუფლების ნება არ აღმოჩნდა, რომ თბოელექტროსადგურს ემუშავა. ასევე გაურკვეველი ვადით გადაიდო 150 მგვტ სიმძლავრის ახალი თბოელექტროსადგურის მშენებლობა, რომელიც 200 მილიონიან ინვესტიციას მოიზიდავდა და დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნიდა“, - აცხადებს ზოსიაშვილი.

 


რაც შეეხება მუნიციპალიტეტის ტურისტულ შესაძლებლობას, მისი თქმით, ამ მხრივ რამდენიმე საინტერესო პროექტი შეიძლება გაკეთდეს, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, როცა მეშახტეების პრობლემა მოგვარდება.

 


,,ტურიზმი კარგია, უნდა განვითარდეს, არავინ არ არის წინააღმდეგი, მაგრამ მანამდე არის პრობლემა, რის მოგვარებასაც მეშახტეები ითხოვენ: ხელფასების ზრდა, შრომითი პირობების გაუმჯობესება და სხვა სოციალური საკითხები. სადაც არ უნდა გაიხედო, სიდუხჭირეა, მოსახლეობის დიდი ნაწილი უმუშევარია, ჯერ ამ პრობლემას მიხედონ. ცხადია, ტურიზმიც უნდა განვითარდეს, მაგრამ ტურიზმი, პირველ რიგში, სამრეწველო ქალაქია და ამ მიმართულებით არსებული ხარვეზი უნდა გამოსწორდეს, ჯერჯერობით ეს არის პრიორიტეტი“, - ამბობს ბესიკ ზოსიაშვილი.

 


ცალკე თემაა, რამდენად იქნება ბიზნესი მზად, ტყიბულის მიმართ გამოხატოს ინტერესი და ბიზნესპროექტები განახორციელოს. ამაზე პასუხის გაცემა უჭირს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორს ლევან ვეფხვაძეს, რომლის შეფასებითაც, სანამ რეგიონი ინფრასტრუქტურულად არ განვითარდება, ბიზნესი ვერაფერს გააკეთებს.

 


,,რეგიონებთან დაკავშირებით რაც ტურიზმს სჭირდება, ეს არის შესაბამისი ინფრასტრუქტურა. ტყიბული საკმაოდ ძვირი საინვესტიციო ობიექტია სახელმწიფოსთვის. ბიზნესი ამაში ფულს ვერ ჩადებს, რადგან ამონაგებს ვერასდროს მიიღებს, მაგრამ სახელმწიფომ უნდა განავითაროს და გადაწყვიტოს, რა მიმართულებით განვითარდება კონკრეტული მუნიციპალიტეტი. დღეს ყველა მოშორებულ რაიონთან ფრთხილი დამოკიდებულებაა საჭირო, თუკი ინფრასტრუქტურულად განვითარდებიან, მერე უკვე ბიზნესი თვითონ მოძებნის ნიშას რეგიონში, ამის გარეშე შეუძლებელია“, - აცხადებს ,,კომერსანტთან“ ლევან ვეფხვაძე.

 


რაც შეეხება ტყიბულში ტურიზმის პოტენციალს, ჯერჯერობით ამაზე ყველაზე თამამად ტურისტული კომპანიები წერენ. ტყიბულის მუნიციპალიტეტი გამოირჩევა ბუნების სილამაზითა და კულტურული ძეგლების სიმრავლით. ამწვანებული გარემო, ტყეები, ვრცელი ხედები, ჩანჩქერები და მღვიმეები უამრავ ბუნებისა და ლაშქრობის მოყვარულს იზიდავს. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს მუხურას ჩანჩქერი, ცუცხვათის მღვიმე და წყალწითელას ხეობა. ულამაზეს სანახაობას წარმოადგენს ტყიბულის წყალსაცავიც. საოცარი ხედებით გამოირჩევა ნაქერალას ქედზე, ტყიბულის თავზე აზიდულ მთაზე მდებარე სალოცავი - ცხრაჯვარი. ცუცხვათის მღვიმე, გარდა იმისა, რომ ბუნების უმშვენიერეს ძეგლს წარმოადგენს, მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ძეგლიცაა. აქ ნაპოვნია პალეოლითის, ბრინჯაოს ხანისა და შუასაუკუნეების არქეოლოგიური მასალები“, - წერს Georgian travel guide ტყიბულის ღირშესანიშნაობებთან დაკავშირებით.

 


გარდა ამისა, ტყიბულში მდებარეობს მხატვრული ღირებულებით გამორჩეული გელათის მონასტერი, სადაც საქართველოს უდიდესი მეფე - დავით აღმაშენებელია დაკრძალული. აღსანიშნავია აგრეთვე: მოწამეთას სამონასტრო კომპლექსი, საწირის ციხე, კისორეთის წმ. გიორგის ეკლესია, კურსების ზენობნის ეკლესია, ჯონიას წმ. გიორგის ეკლესია, ძმუისის ეკლესია და სხვა. ტყიბულში ფუნქციონირებს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, რომელიც 6 საგამოფენო დარბაზს მოიცავს, სადაც დაცულია კულტურული და ისტორიული არტეფაქტები. ტყიბულში, გარდა გელათისა და მოწამეთას სამონასტრო კომპლექსისას , მასობრივი ტურიზმის ობიექტად გადაქცევის პერსპექტივა აქვს ცუცხვათის მღვიმოვანს, რომელიც 1974 წლიდან სახელმწიფო ნაკრძალადაა გამოცხადებული და ცხრაჯვარს. ტურიზმისა და დასვენების ზონებს მიეკუთვნება ტყიბულისა და შაორის წყალსაცავების ტერიტორია.


მარი ჩიტაია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up