ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ „Tripadvisor“-ზე ფართომასშტაბიანი სარეკლამო კამპანია დაიწყო

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ „Tripadvisor“-ზე ფართომასშტაბიანი სარეკლამო კამპანია დაიწყო

access_time2016-05-18 15:31:58

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ და მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ტურისტული პორტალის TripAdvisor მარკეტინგის მენეჯერმა ჩედ შაივერმა შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომლის მიხედვით 6 თვიანი პარტნიორობის პერიოდში TripAdvisor-ი საქართველოს პოპულარიზაციას 10 ქვეყნის ფარგლებში მოახდენს.

 

TripAdvisor-ი მსოფლიოში უდიდესი ტურისტული პორტალია, რომელსაც ყოველთვიურად 340 მილიონი ვიზიტორი ჰყავს. ინტერნეტ მომხმარებლებს პორტალზე 340 მილიონი შეფასება და კომენტარი აქვთ დატოვებული. 

TripAdviser-ზე 6,5 მილიონზე მეტი განთავსების, კვებისა და გართობის ობიექტია "ტურიზმის ეროვნულმა ადმინსტრაციამ მსოფლოში ყველაზე ცნობილ ტურისტულ პორტალთან TripAdvisor შეთანხმება გააფორმა, რომლის საშუალებითაც ჩვენ 10 ქვეყანაში ექვსი თვის განმავლობაში საქართველოს პოპულარიზაციას მოვახდენთ. კომპანია უახლოეს დღეებში ჩვენთან დაიწყებს თანამშრომლობას, რაც 6 თვეს გასტანს. სარეკლამო კამპანია მოიცავს შემდეგ ლოკაციებს: აზერბაიჯანი, გერმანია, ისრაელი, იტალია, პოლონეთი, უკრაინა, თურქეთი, სომხეთი, ყაზახეთი და რუსეთი. კამპანიის დროს ჩვენ ვიყენებთ ყველა სახის ინფორმაციას და წარმოვადგენთ მიზეზებს, თუ რატომ უნდა ეწვიონ ამ ქვეყანას – ასეთი ინფორმაცია განთავსდება ინტერნეტპორტალზე.


 

მასთან ერთად ის ღონისძიებები, რომლებიც დაგეგმილია, მათ შორისაა ,,Check in Georgia-ს“ პროექტიც, რათა უცხოელი ტურისტები საქართველოთი დავაინტერესოთ", - განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.

 

Tripadvisor -თან თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით საქართველოს ეწვია მიმართულებების მარკეტინგის მენეჯერი ჩედ შაივერი. ვიზიტის მიზანია Tripadvisor-ის  მხარეებს შორის მოხდეს სერვისების ინტეგრირების, ინფორმაციის გაცვლის,  სარეიტინგო და მიმოხილვითი ფუნქციების  დანერგვას ადმინისტრაციის ტურისტულ პორტალზე www. georgia.travel. გარდა ამისა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გახდა მიმართულებების პრემიუმ პაკეტის მფლობელი, რაც გულისხმობს Tripadvisor -ზე საქართველოს შესახებ ფოტო-ვიდეო მასალის, ბროშურების, ტექსტური მასალის თუ ვიზუალური ნაწილის მოწესრიგების, განთავსების და ადმინისტრირების შესაძლებლობას.



შსს "საქართველოს ბანკის" ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს

შსს
access_time2020-10-25 15:04:22
გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია ზუგდიდში, 21 ოქტომბერს მომხდარ, "საქართველოს ბანკის" ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების...

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 928 ადამიანს დაუდასტურდა

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 928 ადამიანს დაუდასტურდა
access_time2020-10-25 12:48:31
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 28 431 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 10 767, გარდაიცვალა 201 პაციენტი.   კარანტინის რეჟიმში 4 112 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3 766, კოვიდ-სასტუმროში - 2 268, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.   ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31...

აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გაიყიდება

აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გაიყიდება
access_time2020-10-24 18:00:14
აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გამოჩნდება. კომპანიამ ექსპორტთან დაკავშირებული მოლაპარაკებები აშშ-სთან წარმატებით დაასრულა. ექსკლუზიური ხელშეკრულება ამერიკელ იმპორტიორებთან უკვე გაფორმებულია და სულ მალე, ამერიკელი მომხმარებელი ოთხი სახეობის  ქართულ ღვინოს დააგემოვნებს. მტევინოს გენერალური დირექტორის ლელა კობიაშვილის თქმით, ეს ღვინოებია: მტევინო რქაწითელი, ხაშმის საფერავი, მტევინოს მუკუზანი და ხაშმის საფერავი...

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
access_time2020-10-24 11:19:45
საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი ვებ გვერდი stopcov.ge ავრცელებს. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 26 503 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 412 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 10 163. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში ბოლო 24 საათში ათი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 193-ს...

ბიუჯეტის შემოსავალი დღგ-დან წლიურად 295 მილიონითაა შემცირებული

ბიუჯეტის შემოსავალი დღგ-დან წლიურად 295 მილიონითაა შემცირებული
access_time2020-10-24 19:55:29
2020 წლის ბიუჯეტის 9 თვის შესრულების ანგარიშიდან ირკვევა, რომ კერძო სექტორის მიერ გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადის მოცულობა 2.79 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც მართალია 2020 წლის კორექტირებული ბიუჯეტის გეგმის 106%-ია, თუმცა 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 294.6 მილიონი ლარით არის შეცმირებული. 2020 წლის 12 თვეში დღგ-ის გეგმა 3.74 მილიარდ ლარს შეადგენს. შედარებისთვის, ეს თანხა 2019 წელს მობილიზებულ 4.04 მილიარდ ლართან მიმართებით 300 მილიონი ლარით ნაკლებია. დღგ-ის...


მსგავსი სიახლეები

up