ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სასტუმროების 100-მდე თანამშრომელი გადაამზადა

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სასტუმროების 100-მდე თანამშრომელი გადაამზადა

access_time2019-10-10 19:23:47

მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტრენინგებს აგრძელებს. ინფორმაციას ტურიზმის ადმინისტრაცია ავრცელებს.



ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით განთავსების ობიექტების წარმომადგენლებისათვის საერთაშორისო ბრიტანელმა ტრენერმა მონიკა ქუარელმა 5 დღიანი სემინარი გამართა. სწავლებაში კერძო სექტორის 100-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა. ტრენინგის დასრულების შემდეგ განთავსების ობიექტების წარმომადგენლებს სპეციალური სერთიფიკატები გადაეცათ.



ტრენინგი „გუნდური მუშაობის პრინციპები“ შემდეგ თემატიკას მოიცავდა: გუნდის ფორმირების ეტაპები და საფეხურები; გუნდური მუშაობის უნარების გამოვლენა; ჯგუფის საქმიანობის გაუმჯობესება ტრენინგის და განვითარების მეშვეობით; ჯგუფის წევრებთან სწორი ფორმით კომუნიკაცია; გუნდის შექმნა ადამიანების ეფექტური მართვისა და მოტივაციისათვის და სხვა.




„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აგრძელებს მასშტაბურ გადამზადების პროგრამას. ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო ტრენინგი, რომლის ფარგლებშიც გადავამზადეთ განთავსების ობიექტების ასამდე თანამშრომელი მთელი საქართველოს მასშტაბით. ჩვენ კერძო სექტორს სრულიად უსასყიდლოდ ვთავაზობთ ტრენინგებს, რომ ტურიზმის სფეროში განავითარონ უნარ-ჩვევები ან შეიძინონ ახალი პროფესია.“-განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.







ტურისტების რიცხვმა 9 მილიონს გადააჭარბა

ტურისტების რიცხვმა 9 მილიონს გადააჭარბა
access_time2020-01-22 19:00:34
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ტურისტების რიცხვმა [2019 წელს] 9 მილიონს გადააჭარბა. დასახელებული რიცხვი საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობას შეესაბამება და არა ტურისტული ვიზიტების რაოდენობას. 2018 წელთან შედარებით, 2019 წელს ტურისტების რიცხვი 6.8%-ით გაიზარდა და 5 მლნ შეადგინა. ცხრილი 1: საერთაშორისო მოგზაურების სტატისტიკა საქართველოში წყარო: საქართველოს...

Economist-ის დემოკრატიის ინდექსში საქართველოს შეფასება გაუარესდა

Economist-ის დემოკრატიის ინდექსში საქართველოს შეფასება გაუარესდა
access_time2020-01-22 18:30:49
გამოცემა Economist-ის ყოველწლიური, დემოკრატიის ინდექსის მიხედვით, საქართველოში დემოკრატიის ხარიხსი გაუარესდა. 2019 წელს საქართველო კვლავ დარჩა ე.წ. ჰიბრიდული რეჟიმების ჯგუფში, თუმცა შეფასების ქულა 0,08 ქულით გაუარესდა. თუ კი 2018 წელს საქართველოს შეფასებითი ქულა 5,5 ქულა, იყო 2019 წელს 5,42-მდე შემცირდა. უცვლელი დარჩა საქართველოს პოზიცია და წინა წლის მსგავსად კვლავ 89-ე ადგილს ვიკავებთ. ახალი შეფასება 2012 წლის შემდეგ ყველაზე დაბალია. შეფასების...

„კომერსანტის“ 22 იანვრის TOP 10 თემა

„კომერსანტის“ 22 იანვრის TOP 10 თემა
access_time2020-01-22 21:00:21
„კომერსანტის“ 22 იანვრის TOP 10 თემა 1.სადღესასწაულო პერიოდში აუქციონების გამართვა-საკანონმდებლო ხარვეზი თუ კორუფციის წყარო 2.„სოფლის მეურნეობის დარგში სტაბილური განვითარების დინამიკა არ აღინიშნება„ 3.სამორინეების ინკოგნიტო...

Deutche welle: ამერიკა ჩინეთისთვის ენერგორესურსების მთავარი მიმწოდებელი გახდება

Deutche welle: ამერიკა  ჩინეთისთვის ენერგორესურსების მთავარი მიმწოდებელი გახდება
access_time2020-01-22 20:00:27
2021 წელს  აშშ-ს შეუძლია ჩინეთისთვის ენერგორესურსების მთავარი მიმწოდებელი გახდეს, და ჩაანაცვლოს რუსეთი, საუდის არაბეთი, ანგოლა, და ავსტრალია . ასეთი დასკვნამდე  გერმანიის ეკონომიკის ინსტიტუტი ამერიკულ-ჩინური სავაჭრო შეთანხმების შესწავლის შედეგად მივიდა.   როგორც ცნობილია, დოკუმენტს   ხელი 15 იანვარს ხანგძლივი სავაჭრო ომის შემდეგ მოეწერა.   კერძოდ, ჩინეთი იღებს თავის თავზე ვალდებულებას 2 წლის მანძილზე 200 მლრდ....

„სილქნეტმა“ გლობალურ საკომუნიკაციო კომპანიასთან OneWeb თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი

„სილქნეტმა“  გლობალურ საკომუნიკაციო კომპანიასთან OneWeb   თანამშრომლობის მემორანდუმს  მოაწერა ხელი
access_time2020-01-22 14:55:46
წამყვანმა ქართულმა კონვერგენტულმა სატელეკომუნიკაციო კომპანია „სილქნეტმა“ გააფორმა თანამშრომლობის მემორანდუმი გლობალურ საკომუნიკაციო კომპანია OneWeb-თან. OneWeb-ის მიზანია სატელიტური კავშირგაბმულობის გამოყენებით უზრუნველყოს მაღალი სიჩქარის და დაბალი ლატენტობის ინტერნეტ-კავშირი ყველგან და ყველასთვის, დედამიწის ნებისმიერ წერტილში. სილქნეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, გიორგი რამიშვილმა, და OneWeb-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ადრიან სთექელმა, დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის...


მსგავსი სიახლეები

up