ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს წევრი კომპანიებისათვის ტრენინგი გამართა

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს წევრი კომპანიებისათვის ტრენინგი გამართა

access_time2019-03-13 16:00:54

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს წევრი კომპანიებისათვის ტრენინგი გამართა.



როგორც „კომერსანტს“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან აცნობეს, პრეზენტაცია საერთაშორისო ექსპერტმა ჰუგო სლიმბროქმა მოაწყო. ტრენინგს საქმიანი ტურიზმის მიმართულებით მომუშავე სხვადასხვა კომპანიებისა და სასტუმროების 40 წარმომადგენელი დაესწრო.ტრენინგის მონაწილეებს სიტყვით მიმართა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.



„საკონვენციო ბიუროს როლი კიდევ უფრო ძლიერდება, კერძო სექტორისთვის აქტიურად ვატარებთ ტრენინგებს. ჩვენ ჩამოვიყვანეთ საერთაშორისო კომპანიის ექსპერტი, რომელმაც კერძო სექტორის წარმომადგენლებს გამოცდილება გაუზიარა, საკონვენციო ბიუროს წევრებს საშუალება მიეცათ ბიზნესკონტაქტი დაემყარებინათ საერთაშორისო კომპანიასთან, რომ მომავალში საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ტურისტული პროდუქტების რეალიზაცია მოახდინონ.“ -განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.




გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციის Ovation Global DMC-ის სტრატეგიული პარტნიორების დირექტორმა ჰუგო სლიმბროქმა საქმიანი ტურიზმის სფეროს განვითარების შესახებ ისაუბრა. Ovation Global DMC მთელ მსოფლიოში 100-ზე მეტ ასოციაციას, კორპორაციას და სააგენტოს აერთიანებს, რომლებიც საქმიანი ტურიზმის მიმართულებით ტრენინგებს და ღონისძიებებს ატარებს. თბილისში ვიზიტისას ჰუგო სლიმბროქმა ბრენდი სასტუმროები დაათვალიერა, სადაც მასშტაბური ღონისძიებების ჩატარებაა შესაძლებელი.



„დღეს ვხედავთ რომ საქართველოზე მოთხოვნა გაზრდილია, სულ უფრო მეტი მარკეტინგული კამპანია ტარდება ცნობადობის გასაზრდელად. საქართველოში ტურიზმი ვითარდება და ვფიქრობ ახლა საქმიანი ტურიზმის დროა. ბოლო 24 საათში თბილისში საერთაშორისო და ადგილობრივი ბრენდი სასტუმროები დავათვალიერე და რაც ვნახე მოლოდინს გადააჭარბა, ვფიქრობ თქვენ კარგი შესაძლებლობა გაქვთ უმასპინძლოთ მასშტაბურ ღონისძიებებს.“ -განაცხადა ჰუგო სლიმბროქმა.







აქცია ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან - „დარგვა ჭრის ნაცვლად“

აქცია ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან - „დარგვა ჭრის ნაცვლად“
access_time2019-05-23 13:47:39
"სამოქალაქო მოძრაობის" იმერეთის ორგანიზაციის წევრები წითელ წიგნში შეტანილი ხეების მოჭრას აპროტესტებენ. უნიკალური ხეები ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობას ეწირება. ლაპარაკია ქუთაისთან ახლოს მდებარე მუხრანის ტყეზე, რომელსაც საღორიის ტყესაც ეძახიან. აქციის მონაწილეები  მშენებარე ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან...

მამუკა ბახტაძე - დარწმუნებული ვარ, საქართველო სამედიცინო სერვისების მიწოდებით რეგიონში ლიდერი ქვეყანა გახდება

მამუკა ბახტაძე - დარწმუნებული ვარ, საქართველო სამედიცინო სერვისების მიწოდებით რეგიონში   ლიდერი ქვეყანა გახდება
access_time2019-05-23 12:16:07
დარწმუნებული ვარ, სამედიცინო სერვისების მიწოდებით საქართველო გახდება ლიდერი ქვეყანა რეგიონში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, სამედიცინო განათლების საერთაშორისო ასოციაციის (AMEE) რეგიონული წარმომადგენლობის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერმა სამედიცინო განათლების საერთაშორისო ასოციაციის, AMEE-ის ცენტრის გახსნის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მადლობა გადაუხადა...

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი ვასილ ახრახაძეს პასუხობს:„გარდა სტანდარტული ბანკი/კლიენტის ურთიერთობისა, ადგილობრივ ბანკებთან სხვა არაფერი გვაკავშირებს“

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი ვასილ ახრახაძეს პასუხობს:„გარდა სტანდარტული ბანკი/კლიენტის ურთიერთობისა, ადგილობრივ ბანკებთან სხვა არაფერი  გვაკავშირებს“
access_time2019-05-23 12:30:03
 „ადგილობრივ ბანკებთან, სტანდარტული  ურთიერთობის გარდა,(რომელიც გულისხმობს კლიენტს/ბანკს)არაფერი გვაკავშირებს  —  საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი დაზღვევის კავშირის თანათავმჯდომარეს, ვასილ ახრახაძეს მიმართავს, რომელმაც კომერსანტთან არაპროფილური აქტივების ფლობასთან დაკავშირებით...

თურქეთი C-400-ის გამო ამერიკული სანქციებისთვის ემზადება

 თურქეთი C-400-ის გამო ამერიკული სანქციებისთვის ემზადება
access_time2019-05-22 20:30:00
ანკარაში ჩატარებულ პრესკონფერენციაზე თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ხულუსი აკარმა განაცხადა, რომ  აშშ-სთან მოლაპარაკებებში რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემა C-400-ის შეძენასთან დაკავშირებით, გარკვეული პროგრესი შეინიშნება. თუმცა, მისი თქმით, ამის მიუხედავად, თურქული მხარე ემზადება სანქციებისთვის, რომელიც შესაძლოა მიღებულ იქნას ვაშინგტონის მიერ ამ სისტემების ყიდვის გამო. როგორც აკარმა აღნიშნა, ამჟამად თურქეთი სწავლობს ალტერნატიულ...

რადიო თავისუფლება: სოხუმში ვითარება იძაბება

რადიო თავისუფლება: სოხუმში ვითარება იძაბება
access_time2019-05-22 17:30:37
სოხუმში საპროტესტო მიტინგებს მართვას ადგილობრივი ოპოზიცია; გრძელდება სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქციაც. ოპოზიცია 21 ივლისს დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების ნოემბერში გადატანას მოითხოვს, რასაც პარლამენტი მხარს არ უჭერს. ოკუპირებულ აფხაზეთში ოპოზიციის წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად გადაკეტილი ორიდან ერთი ავტომაგისტრალი გახსნეს . სახელმწიფოებრიობის დაცვის საერთო ეროვნული მოძრაობის შტაბის ხელმძღვანელმა, თეიმურაზ ხიშბამ ჟურნალისტებს აცნობა,...


მსგავსი სიახლეები

up