ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საერთაშორისო ტურისტულ პლატფორმა Culture Trip – ზე მარკეტინგული კამპანია დაიწყო

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საერთაშორისო ტურისტულ პლატფორმა Culture Trip – ზე მარკეტინგული კამპანია დაიწყო

access_time2021-06-03 13:10:00

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საქართველოში ტურისტების რაოდენობის გასაზრდელად ახალი მარკეტინგულ კამპანიას იწყებს. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.


„კამპანიის ფარგლებში მსოფლიოში პოპულარულმა ტურისტულმა პორტალმა Culture Trip საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ პირველი ვრცელი სტატია გამოაქვეყნა სათაურით - „საინტერესო ფაქტები საქართველოს შესახებ.“


კამპანიის მიზანი საქართველოს, როგორც ტურისტულად მიმზიდველი ქვეყნის პოპულარიზაციაა სხვადასხვა მიმართულებით. სათავგადასავლო, აგრო და ეკო ტურიზმი, ღვინო და გასტრონომია - ხელს შეუწყობს ქვეყანაში მეტი ვიზიტორის მოზიდვას.


ტურისტების რაოდენობის გაზრდის მიზნით, აქტიური კამპანია იგეგმება მიზნობრივ ქვეყნებში, კერძოდ: გერმანია, საფრანგეთი, პოლონეთი, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, ისრაელი, საუდის არაბეთსა და დუბაის გაერთიანებულ საემიროებში. კამპანიის ფარგლებში დაგეგმილია ერთ-ერთი ყველაზე მაშტაბურ პლატფორმა Cultur Trip-ზე სამიზნე აუდიტორიისთვის სხვადასხვა ინფორმაციული აქტივობების განხორციელებაც.



“ბევრისთვის საქართველო ჯერ კიდევ აღმოუჩენელი და მისტიური ქვეყანაა, მაგრამ თუ ამ ქვეყანას ეწვევით თქვენ დაგამახსოვრდებათ საქართველოს სითბო, სილამაზე და სტუმართმასპინძლობა.


ევროპისა და აზიის საზღვარზე მდებარე საქართველო შეიძლება პატარა ქვეყანაა, მაგრამ მას შეუძლია ბევრი რამ შემოგთავაზოთ, ეს არის იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, თოვლით დაფარული მთები, მრავალფეროვანი ბუნება და გემრიელი ღვინო.“-წერს Culture Trip-ის სტატიის ავტორი და დეტალურად აღწერს საქართველოს სახელის წარმოშობას, ქართული ღვინის 8 ათასწლოვან ისტორიას, უძველეს არქეოლოგიურ აღმოჩენებს და ა.შ.


სტატიის ავტორის თქმით, საქართველო მთელ მსოფლიოში ერთერთი ყველაზე მრავალფეროვანი ეკოსისტემით გამორჩეული ქვეყანაა, რომელიც გამოირჩევა მდიდარი ტყეებით, ფაუნითა და ფლორით.


სტატიაში განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული ქართული კულტურის, ენის, დამწერლობის შესახებ.


Culture Trip-ს მთელ მსოფლიოში 8 მილიონზე მეტი მიმდევარი ჰყავს. ყოველთვიურად გამოცემის სტატიებს რამდენიმე მილიონი ინტერნეტ მომხარებული ეცნობა“ – ნათქვამია ინფორმაციაში.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up