ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ფოტოგრაფებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ფოტოგრაფებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

access_time2020-07-21 11:40:47

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტურიზმის განვითარების მიზნით ახალ პროექტებს იწყებს, სადაც საქართველოში მოქმედი ფოტოგრაფები მიიღებენ მონაწილეობას.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა ფოტოგრაფებს ახალი პროექტების დეტალები გააცნო, რომელიც ფოტოგრაფებისთვის მრავალ აქტივობას მოიცავს, მათ შორის: საქართველოს ყველა რეგიონში  ფოტო-ტურებს, საქართველოს ტურისტული  ფოტო-ბანკის განახლებას და ფოტოკონკურსს.


 „საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, დღეს შედგა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა საქართველოში მოქმედ ფოტოგრაფებთან.  დღეს არის სწორი დროა განვაახლოთ საქართველოს ტურისტული ფოტო-ბანკი და ამ მიზნით სხვადასხვა პროექტი გავაცანით ფოტოგრაფებს, სადაც ისინი  აქტიურად მიიღებენ მონაწილეობას. ეს პროექტები  დაგვეხმარება ჩვენი ქვეყნის ტურისტული პოტენციალის ამსახველი ფოტომასალის შეგროვებაში, შექმნასა თუ შესაბამისი კონკურსების ჩატარებაში. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რომ პანდემიის პერიოდში დაზარალებული ჯგუფები, მათ შორის ფოტოგრაფები მაქსიმალურად ჩაერთონ ჩვენთვის ძალიან ღირებულ პროექტებში, რომელიც გულისხმობს ქვეყანაში ტურიზმის განვითარებას და   დაზარალებული დარგებისა და პროფესიების საქმიანობის ხელშეწყობას.    შეხვედრამ ჩაიარა ნაყოფიერად და პოზიტიურად, ფოტოგრაფების მხრიდან ძალიან დიდი ინტერესი იყო პროექტებში ჩართვასთან დაკავშირებით.  ჩვენ შევთანხმდით რომ ერთობლივი ძალისხმევით განვახორციელებთ ამ პროექტებს, რაც ხელს შეუწყობს როგორც ტურიზმის განვითარებას, ასევე ფოტოგრაფების საქმიანობას.“  -განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა. 



ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალ პროექტებში   ფოტოგრაფებთან ერთად აქტიურად ჩაერთვებიან გიდები და ტურისტული სატრანსპორტო კომპანიები, რაც შიდა ტურიზმის კამპანიის ნაწილიც გახდება.  ახალი პროექტების განხორციელებით საქართველოს მასშტაბით,  ერთიანი ძალისხმევით ქვეყნის ტურისტული პოტენციალის ამსახველი  ფოტომასალების ახალი ბაზა მომზადდება, რომელსაც  ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია შიდა და  საერთაშორისო მარკეტინგულ კამპანიებში აქტიურად გამოიყენებს.

 

 


თეგები:
ტურიზმი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up