ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და USAID-ის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და USAID-ის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

access_time2020-02-12 17:00:08

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია დონორ საერთაშორისო ორგანიზაციასთან USAID-თან მჭიდრო თანამშრომლობას აგრძელებს. ინფორმაციას ტურიზმის ადმინისტრაცია ავრცელებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, USAID -ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის წარმომადგენლებთან და Solimar International-ის ექსპერტებთან ერთად ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრებს მართავს.



ტურიზმის სამოქმედო გეგმის განხილვას დაესწრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი.



„ჩვენ მოხარულები ვართ, რომ დონორი ორგანიზაცია USAID- ის მხარდაჭერით ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტს, რაც შეეხება ტურიზმის სამოქმედო გეგმის განახლებას და ახალ გამოწვევებზე მორგებას. აღნიშნულ პროცესში ერთად ვმუშაობთ კერძო სექტორთან ერთად. ჩვენ შევიმუშავეთ ის მონახაზი, რომელიც დაგვეხმარება როგორც სახელმწიფო უწყებას, ისევე როგორც ტურიზმში ჩართულ კერძო სექტორის წარმომადგენლებს, რომ ერთიანად განვახორციელოთ ის სამოქმედო გეგმა, რომელიც ჩვენს ქვეყანას მიიყვანს დასახულ მიზნამდე, რაც გულისხმობს ტურიზმის განვითარებას, მეტი მხარჯველუნარიანი ტურისტების შემოყვანას და სწორ პოზიციონირებას საქართველოს, როგორც აქტიური ტურისტული მიმართულება საერთაშორისო ტურისტულ არეალზე.“-განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.




საქართველოში ტურიზმის განვითარების პრაქტიკული რჩევების გაცემისა და კონკრეტული აქტივობების დაგეგმვის მიზნით, სამუშაო შეხვედრების ფარგლებში შეიქმნა თემატური ჯგუფები: სტატისტიკის, მარკეტინგისა, პროდუქტის განვითარების და სერვისის ხარისხის მიმართულებით. სამუშაო შეხვედრებს კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.



„USAID-ის უსაფრთხოების პროგრამის მიზანი 2020-25 წლების ტურიზმის სამოქმედო გეგმის განხორციელებაში დახმარების აღმოჩენაა. ჩვენ ვმუშაობთ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან, სხვადასხვა სამთავრობო უწყებებთან, ასევე კერძო სექტორთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, რომ საერთო ძალისხმევით ტურისტული პროდუქტების ტრანსფორმირება მოვახდინოთ და მიზნობრივი ბაზრებიდან საქართველოში მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტები მოვიზიდოთ. ჩვენი მიზანია მუდმივად განვაახლოთ, გავაუმჯობესოთ საქართველოს ტურისტული პროდუქტები. ჩვენ ტექნიკურ მხარდაჭერას ვახორციელებთ, ეს მოიცავს საგრანტო პროგრამასაც. გვაქვს ჩვენ ბევრი მექანიზმი გვაქვს, რომ დავეხმაროთ ტურიზმის სექტორს.“-აცხადებს USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელი მარკ მაკორდი.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up