ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ფოტოგრაფების შორის სამუშაო შეხვედრის შემდგომ პირველი ფოტო ტური აჭარის რეგიონში მიმდინარეობს

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ფოტოგრაფების შორის სამუშაო შეხვედრის შემდგომ პირველი ფოტო ტური აჭარის რეგიონში მიმდინარეობს

access_time2020-08-01 16:10:49

პრემიერ- მინისტრის დავალებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშილმა  ტურიზმის განვითარების მიზნით  საქართველოში მოქმედ ფოტოგრაფებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

ფოტოგრაფებთან შეხვედრის შედეგად  დაიგეგმა  და ამჟამად უკვე მიმდინარეობს ფოტო ტური,  სადაც საქართველოს ცნობილი პროფესიონალი ფოტოგრაფები არიან ჩართულები, რომლებიც ქვეყნის ყველა რეგიონს მოივლიან და ფოტო-ტურების ფარგლებში შეგროვებულ მასალებს ფართო აუდიტორიას გააცნობენ.

ტურიზმის ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებულ  ფოტო-ტურში, რომელიც ამჟამად აჭარის რეგიონში მიმდინარეობს, სხვა ფოტოგრაფებთან ერთად მონაწილეობს ცნობილი ქართველი ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი, რომელსაც იმედი აქვს, რომ ფოტოებით საერთაშორისო ვიზიტორების დაინტერესებასაც შეძლებს.

"ფაქტია, რომ დღეს ფოტოგრაფიას დიდი როლი აკისრია ტურიზმის განვითარებაში, საუბარია არა მხოლოდ შიდა ტურიზმზე ასევე საერთაშორისო ტურიზმზე. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტი საშუალებას გვაძლევს ფოტოგრაფებს ჩავერთოთ სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვან პროექტში და მეტი წვლილი შევიტანოთ ტურიზმის განვითარებაში. იმედი მაქვს, რომ ჩვენი ფოტოები გავა საერთაშორისო ასპარეზზე და ამით ბევრ უცხოელ ტურისტს დავაინტერესებთ და ჩამოვიყვანთ საქართველოში - წელს თუ არა მომავალ წელს მაინც", - აცხადებს გოგა ჩანადირი.

"მოხარული ვარ, რომ ჩვენმა შეხვედრამ, რომელიც გასულ კვირას ფოტოგრაფებთან შედგა, ნაყოფიერად ჩაიარა და უკვე ჩვენ გვიდგას შედეგი, რის ფარგლებშიც ფოტოგრაფებმა  სურვილი გამოხატეს, წასულიყვნენ ჩვენს მიერ ორგანიზებულ ტურზე.

აღნიშნული სახის ღონისძიებები ხელს შეუწყობს როგორც ფოტოგრაფების დასაქმებას და ტურიზმის განვითარებაში მათ აქტიურ ჩართულობას, ასევე ტურიზმის ინდუსტრიაში დასაქმებულების მხარდაჭერას. პროექტებში ჩართულები არიან და იქნებიან ტურისტული გიდები და სატრანსპორტო კომპანიები.


პროექტის ფარგლებში შეგროვდება ახალი ფოტომასალა, რომელიც ქვეყნის ტურიზმის პოტენციალს ასახავს და რომელსაც გამოვიყენებთ მოკლე, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში შიდა და საერთაშორისო კამპანიების დაგეგმარებისას", - აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშილი.

პროექტის მიზანია - ქვეყნის ფოტო ბანკის განახლება რაც დამატებით მოგვცემს ქვეყნის საიმიჯო ფოტო მასალას, რომლის გამოყენებაც მოხდება შიდა და საერთაშორისო მარკეტინგული კამპანიების დროს.

ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ამ პროექტით ხორციელდება ფოტოგრაფების პროფესიის ხელშეწყობა რადგან კოვიდ-19 საგრძნობლად აისახა მათ საქმიანობაზე.

მსგავს პროექტებში ჩართულები არიან და იქნებიან ტურისტული გიდები და სატრანსპორტო კომპანიები, რაც ასევე ხელს შეუწყობს ტურიზმის სექტორში დასაქმებასა და ტურისტული პროდუქტის ცოდნის მიზნობრივად გამოყენებას.

 

 


თეგები:
ფოტო ტური



Financial Times: რუსული ფული ბრიტანულ პოლიტიკაში

Financial Times: რუსული ფული ბრიტანულ პოლიტიკაში
access_time2020-09-23 21:00:36
ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის ერთ-ერთი უმსხვილესი დონორის მეუღლე  კრემლთან დაკავშირებული რუსი ბიზნესმენისგან დაფინანსებას იღებდა. ეს დონორი - რუსული წარმოშობის ბრიტანეთის მოქალაქე ლუბოვ ჩერნუხინაა, რომლის გვარიც საეჭვოდ ემთხვევა ახლო წარსულში რუსეთის ფინანსთა მინისტრის მოადგილის გვარს.   არსებული ინფორმაციის თანახმად, ეს რუსი მილიარდერია პუტინის კარის ოლიგარქი სულეიმან კერიმოვი, რომელიც ამერიკული სანქციების ქვეშაა.   პირველმა ეჭვები...

კრიპტოვალუტის მაინინგის გამო აფხაზეთი ენერგოკოლაფსის ზღვარზეა

კრიპტოვალუტის მაინინგის გამო აფხაზეთი ენერგოკოლაფსის ზღვარზეა
access_time2020-09-23 20:00:02
ამ დღეებში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობამ კრიპტოვალუტის მოპოვების რეგულირების თაობაზე კანონი მიიღო.   პარალელურად კი არ აღიარებული რესპუბლიკის სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანია „ჩერნომორენერგო“-ს დირექტორმა მიხაილ ლოგუამ განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში სავარაუდოდ ენერგიის პერიოდული გათიშვები დაიწყება.   „ისეთი დატვირთვა ენერგოსისტემაზე, როგორიც დღეს არის არასდროს ყოფილა, მაშინაც კი, როდესაც ტურისტული სეზონი ძალიან აქტიური იყო. დღეს მოხმარება...

დავა სასამართლოში მიმდინარეობს, თუ მათი ბრალდებები სიმართლეს შეესაბამება გამართლდებიან, - ილია წულაია

დავა სასამართლოში მიმდინარეობს, თუ მათი ბრალდებები სიმართლეს შეესაბამება გამართლდებიან, - ილია წულაია
access_time2020-09-23 19:00:54
„დავა სასამართლოში მიმდინარეობს, თუ მათი ბრალდებები სიმართლეს შეესაბამება გამართლდებიან“, - ასე ეხმაურება „არქი ჯგუფის“ დამფუძნებელი ილია წულაია კომერსანტის სტატიას, სადაც თამარაშვილის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობის პროტესტზეა საუბარი. მმართველი გუნდის დეპუტატი აცხადებს, რომ ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე დეველოპერული კომპანია მშენებლობას დარღვევების გარეშე, კანონის სრული დაცვით ახორციელებს.   „მესმის რომ მეზობლებს არ სიამოვნებთ მშენებლობა, ერჩიათ როდესაც ​გადმოიხედავდნენ...

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-09-23 21:30:55
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:  1.უბანი წყალზე - როგორ აშენებს „არქი“ პრემიუმ კლასის პროექტს „კომერსანტს“ თამარაშვილის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობა დაუკავშირდა, ისინი წლებია ძველ იპოდრომთან მაღალსართულიანი კორპუსების მშენებლობას აპროტესტებენ, თუმცა უშედეგოდ. ,,არქის  წინააღმდეგ დავა წლებია სასმართლოშიც მიმდინარეობს,   მაგრამ პრობლემის...

აშშ-ის სამი ყოფილი ელჩი საქართველოში დემოკრატიის და ბიზნესგარემოს გაუარესებაზე ერთობლივ სტატიას აქვეყნებს

აშშ-ის სამი ყოფილი ელჩი საქართველოში დემოკრატიის და ბიზნესგარემოს გაუარესებაზე ერთობლივ სტატიას აქვეყნებს
access_time2020-09-23 18:13:22
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სამი ყოფილი ელჩი, ჯონ ტეფტი, უილიამ კორტნი და კენეტ იალოვიცი საქართველოში დემოკრატიისა და ბიზნესგარემოს უკუსვლის შესახებ გამოცემა The National Interesrt-ში ერთობლივ სტატიას აქვეყნებენ.   დიპლომატები აღნიშნავენ, რომ პოლარიზებული პოლიტიკური ვითარება, საარჩევნო პროცესში არსებული დარღვევები და საერთაშორისო ინვესტორთა შევიწროების...


მსგავსი სიახლეები

up