ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ტურისტულ გიდებს შეხვდა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ტურისტულ გიდებს შეხვდა

access_time2019-02-28 20:00:55

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი ტურისტულ გიდებს შეხვდა. როგორც „კომერსანტს“ ტურიზმის ადმინისტრაციიდან აცნობეს, მარიამ ქვრივიშვილმა დარგის წარმომადგენლებს ადმინისტრაციის ახალი პროექტები გააცნო, მათ შორის გადამზადების კურსები, რომელიც გიდებს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთობლივი თანამშრომლობით ჩაუტარდებათ.



სალექციო კურსს გიდებისთვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტი გამართავს.



ლექციების მთავარი თემები იქნება: მეზობელ ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობის განვითარება, ოკუპირებული ტერიტორიების და კონფლიქტის ზონები.



"გიდებთან ჩვენი შეხვედრის მიზანი იყო, დაგვედგინა და მოგვესმინა ის გამოწვევები, რის წინაშეც ისინი დგანან. ტურიზმის განვითარების კუთხით გიდების ინსტიტუტი ჩვენთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია, ჩვენ მათ გავაცანით თუ გადამზადების რა გეგმები გვაქვს და რა ახალი თანამშრომლობა შედგა ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის, რათა დავეხმაროთ მათ, რომ სწორი პასუხები ჰქონდეთ შესაბამის პრობლემურ კითხვებზე. ვფიქრობ, რომ ჩვენი თანამშრომლობა ჯანსაღი იქნება."- აცხადებს მარიამ ქვრივიშვილი.




ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ტურიზმის ინდუსტრიაში არსებული გამოწვევების მოგვარების გზებზე ისაუბრა.



"როგორც მოგეხსენებათ, უკვე მიმდინარეობს პროექტზე მუშაობა, რისი ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილია გიდების მიმართულება, ამ საკითხში ჩართულები არიან ექსპერტებიც, მათთან ერთად უნდა განისაზღვროს თუ რა სახის აქტივობები გვაქვს გასატარებელი."-განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.








კომპანიები, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის დროს თითქმის ან სრულიად გაკოტრდნენ

კომპანიები, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის დროს თითქმის ან სრულიად გაკოტრდნენ
access_time2020-07-05 20:00:36
კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიოს მასშტაბით არნახული ეკონომიკური კრიზისი გამოწვია და მასშტაბებიდან გამომდინარე 2008 წლის ეკონომიკურ კრიზისსაც გადააჭარბა. პანდემიის გამო მსოფლიოს...

რა წესები უნდა დაიცვან ტურ-ოპერატორებმა, გიდებმა და მძღოლებმა - განახლებული რეკომენდაციები

რა წესები უნდა დაიცვან ტურ-ოპერატორებმა, გიდებმა და მძღოლებმა - განახლებული რეკომენდაციები
access_time2020-07-05 18:30:55
სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, განახლდა და დამტკიცდა ახალი რეკომენდაციები. მათ შორისაა რეკომენდაციები ტურ-ოპერატორებისთვის, გიდებისთვის და...

დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება

დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება
access_time2020-07-04 18:00:12
გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის წარმომადგენელმა დღეს მმართველ გუნდს პირდაპირ უთხრა, რომ სექტემბერში სწავლა ჩვეულ რეჟიმში უნდა განახლდეს. ღასან ხალილი ხელისუფლებას მოსწავლეთა საუკეთესო ინტერესების დაცვისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, სკოლების დაკეტვა ბავშვებზე ნეგატიურ გავლენას...

საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს

საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს
access_time2020-07-04 16:00:24
ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ნიკოლოზ გაგუას ინფორმაციით, დაგროვებითი საპენსიო სქემის დანაზოგებით, მთავრობა სახელმწიფო საწარმოების დაფინანსების შესაძლებლობას...

გიორგი კაპანაძე – აზარტული თამაშების ბრუნვა 14 მილიარდამდე იყო, საიდანაც 200 მილიონამდე თანხაა გადახდილი ბიუჯეტში

გიორგი კაპანაძე – აზარტული თამაშების ბრუნვა 14 მილიარდამდე იყო, საიდანაც 200 მილიონამდე თანხაა გადახდილი ბიუჯეტში
access_time2020-07-05 11:30:02
აზარტული თამაშების რეგულირებასთან დაკავშირებით პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, თუკი ამ ბიზნესს ჩავკეტავთ, იგი იატაკქვეშ გადაინაცვლებს და გაცილებით უფრო მძიმე მაფიოზური სიტუაცია შეიქმნება. როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან მსგავსი სიტუაცია, რომ...


მსგავსი სიახლეები

up