ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ 2019 წელი შეაჯამა და საზოგადოებას 2020 წლის გეგმები გააცნო

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ 2019 წელი შეაჯამა და საზოგადოებას 2020 წლის გეგმები გააცნო

access_time2020-02-07 14:43:21

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ 2019 წელი შეაჯამა და საზოგადოებას 2020 წლის გეგმები გააცნო. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. 



ღონისძიებაზე ბიუროს წევრი 50 ორგანიზაცია იყო წარმოდგენილი. 2020 წელს საკონვენციო ბიურო სიახლეებით და ახალი პროექტებით აგრძელებს საქმიანობას.



“2019 წელი საკმაოდ პოზიტიური შედეგებით შეჯამდა, რაც შეეხება ჩვენს ქვეყანაში საქმიანი ტურიზმის განვითარებას, დღეს დიდი დრო დაეთმო კერძო სექტორთან პირდაპირ დიალოგს, იმის შესახებ, 2020 წელს ერთობლივად თუ რა უნდა გავაკეთოთ. ჩვენ უკვე გვაქვს სამოქმედო გეგმა შესაბამისი ბიუჯეტით, რომელიც კერძო სექტორის წარმომადგენლებმა მოიწონეს. ჩვენ ვამაყობთ, რომ 2019 წელს ერთობლივი ძალებით მოვიზიდეთ კიდევ უფრო მეტი საერთაშისოკონფერენცია და კონგრესი, რაც პირდაპირ პროპორციულად აისახება ბიზნესის კეთილდღეობაზე, როგორც კვების, ასევე განთავსების ობიექტებსა და სატრანსპორტო ბიზნესზე. აქედან გამომდინარე ჩვენი მოლოდინები 2020 წლის მიმართ ბევრად უფრო პოზიტიურია და რა თქმა უნდა ჩვენ საერთო ხედვით და სამოქმედო გეგმით კერძო სექტორთად ერთად აღნიშნულის განხორციელებას შევუდგებით.“-აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი.



ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ ასოციაციებისა და კორპორატიული ორგანიზაციების მხარდაჭერის მიზნით, თანადაფინანსების პროგრამა შექმნა, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში მეტი საერთაშორისო ხასიათის შეხვედრის/ღონისძიების მოზიდვას.




წელს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო ღონისძიებების გამართვას გეგმავს გერმანიაში, ბალტიისპირეთის ქვეყნებში, პოლონეთში, ყატარსა და სხვა ქვეყნებში.



2020 წლის ივნისში კი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თანაორგანიზებით გაეროს მსოფლიოს ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სესია გაიმართება. მასშტაბურ ღონისძიებას საბჭოს 40-მდე წევრი ქვეყნის ტურიზმის მინისტრი და 300-ზე მეტი დელეგატი დაესწრება.



2019 წელს საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ 14 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენასა და B2B ფორმატის შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა.



2019 წელს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით და ორგანიზებით, ავიაკომპანია Turkish Airlines-ის მხარდაჭერით, პირველად საქართველოს აზიისა და შორეული აღმოსავლეთის ქვეყნებიდან უმსხვილესი ტურისტული კომპანიების ხელმძღვანელები ესტუმრნენ.



საკონვენციო ბიუროს ორგანიზებით საქართველოში საქმიანი ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით კერძო სექტორის წარმომადგენლებისათვის გაიმართა ტრენინგები, რომელსაც საერთაშორისო ექსპერტები უძღვებოდნენ.



საკონვენციო ბიუროს თანაორგანიზებით, 2019 წელს საქართველოში გამართულ კონფერენციებსა და სემინარებში მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყნის 500-ზე მეტი დელეგატი დაესწრო.







გავაკეთოთ ,,დროებითი მწვანე რეზიდენცია“ და ვისაც სურს, რომ მეორე ტალღა ,,გამოიზამთროს“, მივცეთ საქართველოში ჩამოსვლის საშუალება

გავაკეთოთ ,,დროებითი მწვანე რეზიდენცია“ და ვისაც სურს, რომ მეორე ტალღა ,,გამოიზამთროს“, მივცეთ საქართველოში ჩამოსვლის საშუალება
access_time2020-07-13 19:01:29
„იქნებ გავაკეთოთ ,,დროებითი მწვანე რეზიდენცია“ ( 3-6 თვიანი) და ვისაც სურს, რომ მეორე ტალღა ,,გამოიზამთროს“, მივცეთ საქართველოში ჩამოსვლის საშუალება ოჯახებთან ერთად“, - ამის შესახებ ანაკლია სითის აღმასრულებელი დირექტორი ქეთი ბოჭორიშვილი სოციალურ ქსელში წერს.   „კომერსანტი“ მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:   „Thinking out of box- ჩვენ ვუმკლადვდებით ამ ვირუსს, ამავდროულად, სამწუხაროდ რეგიონში მძიმე მდგომარეობა არის. იქნებ შევძლოთ ამის უფრო მეტად...

EMC - „ბიზნესასოციაცია და ბიზნესომბუდსმენი შრომის რეფორმის ჩაგდებას ლობირებენ“

EMC - „ბიზნესასოციაცია და ბიზნესომბუდსმენი შრომის რეფორმის ჩაგდებას ლობირებენ“
access_time2020-07-14 11:00:46
საქართველოს პარლამენტი შრომის კანონმდებლობასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს განიხილავს. კანონპროექტი დამოუკიდებელი დეპუტატის დიმიტრი ცქიტიშვილის ავტორობით არის მომზადებული და რომელიც გულისხმობს  ცვლილებებს შრომის კოდექსში და შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონში. ასევე, იქმნება კანონი შრომის ინსპექციის შესახებ. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტს ძალიან ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს. საკანონმდებლო წინადადებას განსაკუთრებული კრიტიკა „საქართველოს ბიზნესასოციაციის“ მხრიდან...

The Wall Street Journal: შიდა ტურიზმის ქრონიკები - ფრანგები საფრანგეთს ეცნობიან

The Wall Street Journal: შიდა ტურიზმის ქრონიკები - ფრანგები საფრანგეთს ეცნობიან
access_time2020-07-13 20:00:35
დღეს ფრანგები მათთვის უცნობ ტერიტორიას საფრანგეთს ითვისებენ. ყოველწლიურად ფრანგები შვებულებებში საზღვარგარეთ მიდიან, თავად საფრანგეთი კი ათობით მილიონ უცხოელ ტურისტს იღებს. ეს კი ნიშნავს, რომ მილიონობით ფრანგი ეიფელის კოშკზე არასდროს ასულა, მონბლანის მწვერვალიდან სამყაროსთვის არასდროს შეუხედია, და ნიცაში, ინგლისურ სანაპიროზე არასდროს უსეირნია.   "იყო ფრანგი - ნიშნავს სამოთხეში ცხოვრებას, რომლის მკვიდრები ფიქრობენ, რომ ჯოჯოხეთში ცხოვრობენ“ - დაწერა ერთ დროს...

საზოგადოებრივი მაუწყებელი ₾54 მლნ ბიუჯეტით 1.4 მლნ-ზე მეტს ვერ შოულობს

საზოგადოებრივი მაუწყებელი ₾54 მლნ ბიუჯეტით 1.4 მლნ-ზე მეტს ვერ შოულობს
access_time2020-07-13 18:35:20
საზოგადოებრივი მაუწყებელი (საზმაუ)  სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მზარდი დაფინანსებით ყველაზე მდიდარი ტელევიზიაა საქართველოში. ჯამური შემოსავალი 55.9 მლნ ლარია.  საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს კვლევის მიხედვით,   ტელეკომპანიას სარეკლამო შემოსავლები 2018 წელთან შედარებით, 2019 წელს 1.5 მლნ ლარით შეუმცირდა, თუმცა, სარეკლამო შემოსავლების ათეულში მეშვიდე ადგილი დაიკავა . საზოგადოებრივი მაუწყებლის რეკლამა მნიშვნელოვნად 2018 წელს გაიზარდა. ამავე წლის...

ახლადგახსნილი მაგნიკა რეზორტი ივლისში სასტუმროს 50%-იან დატვირთვას ელის

ახლადგახსნილი მაგნიკა რეზორტი ივლისში სასტუმროს 50%-იან დატვირთვას ელის
access_time2020-07-13 19:00:17
სასტუმრო მაგნიკა რეზორტი“ პირველი სტუმრების მისაღებად მზადაა. სასტუმრო კომპლექსი, რომელიც შეკვეთილში 10 ჰა ტერიტორიაზეა განლაგებული 40 ოთახს აერთიანებს. პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 18 მლნ ლარია და სასტუმრო 50-მდე ადამიანს ასაქმებს.   “მაგნიკა რეზორტს” გაყიდვებისა და მარკეტინგის მომსახურებას უწევს მენეჯმენტ კომპანია HSC Group. როგორც კომპანიის წარმომადგენელი აცხადებს, წელს გამომდინარე კორონა ვირუსის პანდემიიდან, ორიენტირებულები იქნებიან მხოლოდ შიდა ბაზარზე და...


მსგავსი სიახლეები

up