ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით France 5 საქართველოს  ტურისტული მიმართულების შესახებ გადაცემას ამზადებს

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით France 5 საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ გადაცემას ამზადებს

access_time2021-04-28 12:20:00

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საფრანგეთის ერთ-ერთ ყველაზე მაღალრეიტინგული ტელეკომპანიის “France 5”-ის პოპულარულ სათავგადასავლო გადაცემას „Echappées Belles“ უმასპინძლა. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.


6 კაციანმა გადამღებმა ჯგუფმა საქართველოს სხვადასხვა ტურისტულ ადგილებში იმოგზაურა, ორკვირიანი პრეს-ტურის ფარგლებში ტელეკომპანია “France 5”-ის წარმომადგენლები თბილისს, მცხეთას, ანანურს, ვარძიას, ბათუმს, ურეკს, მესტიას, უშგულს და ქუთაისს ეწვივნენ და ტურისტულად საინტერესო ადგილები გადაიღეს.


ტურის დასრულების შემდეგ საქართველოს შესახებ 90 წუთიანი გადაცემა მომზადდება, რომელიც ტელეკომპანია “France 5”-ის ეთერით ივნისში გადაიცემა. „Echappées Belles“-ს მილიონზე მეტი მაყურებელი ჰყავს.



პრეს-ტურის მიზანია საფრანგეთში საქართველოს კურორტების, სათავგადასავლო ტურისტული მიმართულების, კულტურის, ღირსშესანიშნაობების პოპულარიზაცია და ტურისტების მოზიდვა.



France 5”-ის გადამღები ჯგუფის ჩამოსვლის პარალელურად ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ პოპულარულ ფრანგულ გამოცემას „ლე ფიგაროს“ ჟურნალისტსა და ფოტოგრაფს უმასპინძლა. პრეს-ტურის შედეგად „ლე ფიგაროში“ საქართველოს შესახებ 10 გვერდიანი სტატია მომზადდება.
„ჩვენი მიზანია საქართველოს ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაცია, ერთ-ერთი ასეთი პროდუქტი არის სათავგადასავლო ტურიზმი. სწორედ ამ მიზნით საქართველოს ეწვივნენ საფრანგეთის წამყვანი ტელეკომპანია „France 5”-ის წარმომადგენლები, რომლებიც საათნახევრიან გადაცემას ამზადებენ საქართველოს შესახებ. ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა საფრანგეთის ტურისტულ ბაზარზე ჩვენი სათავგადასავლო ტურისტული მიმართულების უკეთ პოზიციონირებისათვის,“-განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა.


„სანამ საქართველოში გამოვემგზავრებოდი თქვენი ქვეყნის შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდი, მაგრამ აქ ჩამოსვლის შემდეგ აღმოვაჩინე ქვეყანა, რომელიც მრავალფეროვანი ბუნებით,მდიდარი კულტურით, თბილი და სტუმართმოყვარე ხალხით გამოირჩევა. ძალიან მომეწონა თბილისი, როგორც ძველი ასევე თანამედროვე არქიტექტურით, რეგიონებში მე ქართველ მეღვინეებს შევხვდი, თქვენ ერთ-ერთი საუკეთესო ღვინო გაქვთ.“-ამბობს “France-5“-ის გადაცემის წამყვანი ჟერომ პიტორინი.



პრეს-ტური საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს შუამდგომლობით და მხარდაჭერით გაიმართა.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up