National Geographic ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში საქართველოს შესახებ მე-4 სტატიას აქვეყნებს

National Geographic ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში საქართველოს შესახებ მე-4 სტატიას აქვეყნებს

access_time2019-10-22 12:40:49

„არ არსებობს მსგავსი ადგილი დედამიწაზე როგორიც საქართველოა“-ამ სიტყვებით იწყება რიგით მე-4 სტატია „Off the beaten track in Georgia“ საქართველოს შესახებ. ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.



ავტორი აარონ ჰუი საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ტურისტულ პოტენციალს აღწერს. ჟურნალისტის თქმით, საქართველოში მოგზაურობა დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს ტოვებს, ეს არის ქვეყანა მდიდარი კულტურით და მრავალფეროვანი ბუნებით.



აარონ ჰუი სტატიას სვანეთში მიღებული შთაბეჭდილებების გაზიარებით იწყებს. ჟურნალისტი სვანეთის უძველეს სოფლებს, შუასაუკუნოვან კოშკებს, ველურ ბუნებას და სვანურ სამზარეულოს აღწერს.



სვანეთის შემდეგ კი National Geographic-ის ჟურნალისტი მკითხველს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის შესახებ მოუთხრობს.



„კავკასიონის მწვერვალებიდან შეგიძლიათ მარტვილის კანიონი იპოვოთ, აქ ნავით მწვანე ფერის წყალში კლდოვან ნაპირებს შორის გაისეირნებთ, ეს ადგილი დაკიდულ ბაღებს ჰგავს. აქ ჩანჩქერები ლურჯ და მწვანე ფერებად ჩამოედინება. სტატიაში National Geographic-ის ჟურნალისტი საქართველოს გურიასაც აღწერს. ჟურნალისტი მკითხველს ჩოხატაურსა და ბახმაროში მიღებულ შთაბეჭდილებებს უზიარებს.



National Geographic-ის სტატიაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ქართულ ღვინოს, ქვევრს, 8 ათასწლოვან ისტორიას, მომზადების წესებს.



სტატიის ბოლოს აარონ ჰუი საქართველოს დედაქალაქს აღწერს. ჟურნალისტის თქმით, თბილისი ყოველთვის იყო კულტურის ცენტრი, ეს ქალაქი გამორჩეულია რელიგიების, ეთნიკური ჯგუფების სიმრავლით. ჟურნალისტი აღწერს თბილისის ძველ უბნებს, არქიტექტურას და ქალაქის ღამის ცხოვრებას.



სტატიის ბოლოს კი მკითხველს რჩევას აძლევს:



„როდესაც საქართველოში ჩახვალთ თავგადასავლებს ელოდეთ, არ იჩქაროთ, აქ მოხვდებით ფესტივალებზე, დააგემოვნებთ ქართულ კერძებს. იყავით მზად, რომ შეიძლება ადგილობრივებმა სიმღერა გასწავლონ. რაც არ უნდა მორცხვი იყოთ მაინც იცეკვეთ, თუ უკან მოიხედავთ, დაინაახავთ, რომ ცხოვრებაში მსგავსი არაფერი გადაგხდენიათ. დიახ ეს საქართველოა!“-წერს National Geographic-ის ჟურნალისტი.







საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
access_time2020-10-31 08:05:56
საქართველოში დღეს, 31 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნები იმართება. ქვეყნის მოსახლეობა მე-10 მოწვევის პარლამენტს აირჩევს. 150 წევრიან პარლამენტში 120 პროპორციული წესით, ხოლო 30 - მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე იქნება არჩეული.   ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის 3 526 023 ამომრჩეველია რეგისტრირებული. მათ შორის საზღვარგარეთ – 14 170, ხოლო საქართველოში 3 511 853 ამომრჩეველი.   მთელი ქვეყნის...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-30 21:00:03
დღის Top 10 საინტერესო ამბავი     1. რას გვპირდებოდა და რა შეასრულა - „ქართული ოცნების“ ყველა ეკონომიკური დაპირება, რომელიც მათ საარჩევნო პროგრამაში ჰქონდათ   „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა!“ - სწორედ ეს იყო 2016 წლის საპარლამეტო არჩევნების წინ ქართული ოცნების ლოზუნგი....

ევროზონა უმძიმეს კრიზისულ პერიოდს ვერ უმკლავდება

ევროზონა უმძიმეს კრიზისულ პერიოდს ვერ უმკლავდება
access_time2020-10-30 19:00:31
გერმანიაში ინდექსი DAX —  გერმანული ეკონომიკის ბარომეტრი - უკვე 4%-ით, საფრანგეთს ძირითადი საბირჟო ინდექსი CAC- 40 კი 3,3%- ით შემცირდა და ამა წლის მარტ-აპრილის დონეს მიუახლოვდა.   საფონდო ინდექსების ვარდნა მთელს ევროპაში მიმდინარეობს.   რა არის ეს? შეშინებული ტრეიდერების გადაჭარბებული რეაქცია? ესეც, ოღონდ არა მხოლოდ ეს. საქმე იმაშია, რომ საფონდო ბაზარმა დაინახა ის, რასაც მოსახლეობა ჯერ ვერ ამჩნევს - ევროზონა პანდემიის მეორე...

30 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა

30 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-10-30 18:30:32
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 30 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება...

ბილ გეითსის 10 გამაოგნებელი წინასწარმეტყველება, რომელთა ნახევარი ახდა

ბილ გეითსის 10 გამაოგნებელი წინასწარმეტყველება, რომელთა ნახევარი ახდა
access_time2020-10-30 20:00:47
65-წლის ბილ გეითსი მთელს მსოფლიოში არა მხოლოდ როგორც მილიარდერი, არამედ როგორც წინასწარმეტყველია ცნობილი. მისი პროგნოზების ნაწილი უკვე რეალობად იქცა, ნაწილი კი, სავარაუდოდ, მომავალში ახდება.   გეითსის ახდენილი პროგნოზების სია ასე გამოიყურება:   კაცობრიობას საშიშ ვირუსი შეხვდება   „თუ კი რამეს უახლოეს ათწლეულში ათობით მილიონი ადამიანის განადგურება შეეძლება- სავარაუდოდ, ეს განსაკუთრებით საშიში ვირუსი იქნება. მიკრობი და არა...


მსგავსი სიახლეები

up