„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი პროექტები შიდა ტურიზმს ხელს შეუწყობს“.-გიორგი შერმაზანაშვილი ფოტოგრაფი

„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი პროექტები შიდა ტურიზმს ხელს შეუწყობს“.-გიორგი შერმაზანაშვილი ფოტოგრაფი

access_time2020-07-22 12:00:35

საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ  ფოტოგრაფებთან სამუშაო  შეხვედრა მოაწყო.   ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა ფოტოგრაფებს ახალი პროექტები გააცნო.  ახალი პროექტები  საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამსახველი ფოტომასალის შეგროვებას, შექმნას და  ფოტო კონკურსების ჩატარებას მოიცავს.  აღნიშნულ პროექტში ფოტოგრაფები, გიდები და ტურისტული სატრანსპორტო კომპანიები ჩაერთვებიან, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კოვიდ-19-ის  დროს დაზარალებული პროფესიების გაძლიერებას და ერთობლივი ძალებით შიდა ტურიზმის სტიმულირებას. პროექტი შიდა ტურიზმის კამპანიის „იმოგზაურე საქართველოსთვის“  ნაწილი იქნება.  ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან მარიამ ქვრივიშვილთან შეხვედრის შემდეგ ფოტოგრაფები ახალი პროექტების მნიშვნელობაზე საუბრობენ.

„ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო,  მოხარული ვარ რომ  ფოტოგრაფების პროფესიით არის დიდი დაინტერესება.  ეს არის კარგი PR ინსტრუმენტი ქვეყნის პოპულარიზაციისთვის. როგორც ვიდეო, ასევე ფოტო მნიშვნელოვანია ქვეყნის პოპულარიზაციისათვის, აქედან გამომდინარე კარგია, რომ ორივე პროფესიის ადამიანების ჩართვა ხდება და სწორი დაგეგმვის შემთხვევაში გაჩნდება ძალიან დიდი  ფოტო და ვიდეო ბაზა. ვფიქრობ ასეთი კომუნიკაცია საჭიროა, ხშირად უნდა შედგეს.“ -განაცხადა გიდმა და ფოტოგრაფმა ლევან გიორგაძემ.

„ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო შეხვედრა იყო. გაჟღერდა საინტერესო ინიციატივები, ეს არის ფოტო-კონკურსი, ტურები, სცენების დადგმა და  ა.შ. ვფიქრობ ძალიან ბევრი ფოტოგრაფი მიიღებს მონაწილეობას  ამ ახალ პროექტებში, რაც  ქვეყნის პოპულარიზაციას, ასევე შიდა ტურიზმს ხელს შეუწყობს.  რეალურად ეს ფოტოგრაფები არიან ბლოგერები, ესენი არიან სხვადასხვა სოციალური ქსელების  ადმინისტრატორები და  ამ ფოტო-მასალების გავრცელებით  ხელს შეუწყობენ ტურიზმს და  ხალხს მოუწოდებენ, რომ საქართველოს სხვადასხვა კუთხე მოინახულონ.   ვინც ევროპაში მიემგზავრებოდა ახლა საქართველოს ტურისტულ ადგილებს მოინახულებს და მათ ელოდებათ  ულამაზესი ტურისტული ადგილები და  არანაკლებ კომფორტული სასტუმროები.  დარწმუნებული ვარ ბევრი მათგანი ვინც საზღვარგარეთ მიემგზავრებოდა  ჩვენი ქვეყანა არც ჰქონდა შესწავლილი, როგორც კულინარიის, ადგილობრივი ტრადიციების, ასევე ტურისტული ადგილების მიმართულებით.“ -აცხადებს  ფოტოგრაფი გიორგი შერმაზანაშვილი.

ახალი პროექტების განხორციელებით საქართველოს მასშტაბით,  ერთიანი ძალისხმევით ქვეყნის ტურისტული პოტენციალის ამსახველი  ფოტომასალების ახალი ბაზა მომზადდება, რომელსაც  ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია შიდა და  საერთაშორისო მარკეტინგულ კამპანიებში აქტიურად გამოიყენებს.


 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up