ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციამ  კერძო სექტორისთვის  ტრენინგების მეორე ეტაპი დაიწყო

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციამ კერძო სექტორისთვის ტრენინგების მეორე ეტაპი დაიწყო

access_time2020-07-18 15:12:20

როგორ დავნერგოთ Covid 19 –თან დაკავშირებული ძირითადი რეკომენდაციები განთავსებისა და კვების ობიექტებში“  ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ტრენინგები მთელი საქართველოს მასშტაბით გრძელდება. 15 ივლისიდან - 31 ივლისის ჩათვლით ტრენინგების შემდეგ ქალაქებში ტარდება: ყვარელი, ლაგოდეხი, სიღნაღი, ქუთაისი, ზუგდიდი, ანაკლია, მესტია, ბორჯომი, ბაკურიანი, ახალციხე, გუდაური, ყაზბეგი, ონი, ამბროლაური,  ფოთი.

7 ივლისიდან - 15 ივლისის ჩათვლით ტრენინგები უკვე გაიმართა: მცხეთაში,  გორში, ხაშურში, კასპში , ბათუმში, ქობულეთსა და თელავში.      

ტრენინგების  I ეტაპი მოიცავდა ონლაინ სასწავლო კურსებს. 3 ივნისიდან - 12 ივნისის ჩათვლით გადამზადდა  1000- მდე განთავსებისა და კვების ობიექტის წარმომადგენელი.     ონლაინ ტრენინგ კურსი გაიარეს იმ განთავსების ობიექტებმაც, რომლებმაც შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის შემოწმების საფუძველზე პირველ ეტაპზე საქმიანობის გაგრძელების ნებართვა ვერ მიიღეს.

“ტურიზმის ადმინისტრაციის ინიცირებით მიმდინარეობს მასშტაბური ტრენინგების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც სრულიად უსასყიდლოდ გადამზადების კურსს კერძო სექტორის წარმომადგენლები გადიან. გადამზადების კურსი  ეხება კოვიდ-19-თან დაკავშირებულ რეგულაციებს,  რომ განთავსების, კვების, ობიექტების წარმომადგენლებმა და გიდებმა იცოდნენ, თუ რა სავალდებულო რეგულაციებია დაწესებული პოსტპანდემიურ პერიოდში, რომ  სწორად შეძლონ ბიზნესის ოპერირების დაგეგმარება და რა თქმა უნდა უსაფრთხოდ მიიღონ ტურისტები. ამ ეტაპზე ტურიზმის ადმინისტრაციამ უსასყიდლოდ ჯამში გადაამზადა 1500-მდე ადამიანი.  ეს მნიშვნელოვანია, რადგან მთელი საქართველოს მასშტაბით და ჩვენ მოვუწოდებთ ტურიზმის დარგის წარმომადგენლებს, რომ სურვილისამებრ ჩაერთონ ტრენინგებში, რაც მათ დაეხმარებათ საქმიანობის განხორციელებაში.“-განაცხადა ტურიზმის ეროვნული

ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.


ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი პროექტი კერძო სექტორს უსაფრთხოების სავალდებულო რეკომენდაციების შესრულებაში დაეხმარება. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის შეთავაზებული ტრენინგების მიზანია კერძო სექტორის წარმომადგენლებს სრულყოფილი ინფორმაცია ჰქონდეთ თუ რა მოთხოვნების შესრულება მოუწევთ რეგულაციების შესასრულებლად, რომ მოახდინონ ადაპტირება ახალ სტანდარტებზე და შემოწმების შემდეგ განაახლონ ოპერირება.

#იმოგზაურესაქართველოსთვის

#უმასპინძლესაქარველოსთვის

#TrainingbyGnta





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up