ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია წელს 1500 პირის გადამზადებას გეგმავს

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია წელს 1500 პირის გადამზადებას გეგმავს

access_time2019-02-26 17:00:55

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 2019 წელს 1500 პირის გადამზადებას გეგმავს, რაშიც ჯამში 325 000 ლარი დაიხარჯება. ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა “ინტერპრესნიუსთან” საუბარში განაცხადა.


მისი განმარტებით, სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული გადამზადების პროგრამა განთავსების ობიექტების თანამშრომლებს, კვების ობიექტების თანამშრომლებს, სამთო გამყოლებსა და გიდებს შეეხებათ, რომელთაც სურთ, რომ კვალიფიკაცია აიმაღლონ ან ტურიზმის სფეროში დასაქმდნენ.


გადამზადების პროგრამის განხორციელება მიმდინარე წლის მარტიდან დაიწყება. ამასთან, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საგარეო საქმეთა სამინისტრო და განათლების სამინისტრო სპეციალურად გიდებისთვის ქმნიან კურსებს, რომლის ფარგლებშიც ისინი როგორც პოლიტიკური, ისე სხვა მიმართულებით ტურისტების მიერ ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვების შესახებ სახელმწიფოს ერთიან პოზიციას მოისმენენ და პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში გამოიყენებენ.



როგორც მარიამ ქვრივიშვილი განმარტავს, სტრატეგია არის ის, რომ ბევრ ადამიანს მივცეთ საშუალება, რომ ჩვენს სექტორში დასაქმდეს, ამასთანავე, დასაქმდეს ისე, რომ ჩვენ 2025 წლის ტურიზმის სტრატეგიის მიზნების მიღწევა შევძლოთ, ანუ გვქონდეს საერთაშორისო მომსახურების შესაბამისი მომსახურება.


„ეს არ არის მოკლევადიანი მიზანი. ჩვენ ვისაუბრეთ იმის შესახებ, რაც ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას აქვს დასახული. ის ინვესტიციას დებს იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს უფასოდ მიეცეთ საშუალება, გიდის პროფესიის მიმართულებით კვალიფიკაცია აიმაღლონ. ეს პროექტი იწყება ახლა და იქნება არამხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონებშიც და გადის მთელი საქართველოს მასშტაბით. ძალიან სასიხარულოა, რომ განათლების სამინისტრო ამ პროექტში უდიდესი მხარდამჭერი სტრუქტურაა. ამასთან, გიდების გადამზადება მოხდება კონკრეტული მიმართულებით და ძალიან სწორი და კარგი ინიციატივაა, რომელიც კერძო სექტორისგან მიიღო როგორც ტურიზმის ადმინისტრაციამ, ისე საგარეო საქმეთა სამინისტრომ. ჩვენთან ძალიან გამოცდილმა გიდებმა ხაზი გაუსვეს, რომ მათ სურვილი აქვთ, იცოდნენ, რა კითხვაზე როგორი პასუხი გასცენ. ეს შეეხება თუნდაც ოკუპირებულ ტერიტორიებს ან რაიმე სახის სხვა კითხვებს. ორივე სტრუქტურა შევთანხმდით იმაზე, რომ გიდებისთვის მსგავსი ტრენინგ-კურსი იქნება და მათთვის, ვინც ვერ შეძლებენ, რომ ამ კურსებს ვერ დაესწრონ, გავაკეთებთ ხშირად დასმული კითხვების ჩამონათვალს და იქნება უკვე განსაზღვრული პასუხები, რასაც გავასაჯაროებთ”,- განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.


IPN.GE 






ტურისტების რიცხვმა 9 მილიონს გადააჭარბა

ტურისტების რიცხვმა 9 მილიონს გადააჭარბა
access_time2020-01-22 19:00:34
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ტურისტების რიცხვმა [2019 წელს] 9 მილიონს გადააჭარბა. დასახელებული რიცხვი საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობას შეესაბამება და არა ტურისტული ვიზიტების რაოდენობას. 2018 წელთან შედარებით, 2019 წელს ტურისტების რიცხვი 6.8%-ით გაიზარდა და 5 მლნ შეადგინა. ცხრილი 1: საერთაშორისო მოგზაურების სტატისტიკა საქართველოში წყარო: საქართველოს...

Economist-ის დემოკრატიის ინდექსში საქართველოს შეფასება გაუარესდა

Economist-ის დემოკრატიის ინდექსში საქართველოს შეფასება გაუარესდა
access_time2020-01-22 18:30:49
გამოცემა Economist-ის ყოველწლიური, დემოკრატიის ინდექსის მიხედვით, საქართველოში დემოკრატიის ხარიხსი გაუარესდა. 2019 წელს საქართველო კვლავ დარჩა ე.წ. ჰიბრიდული რეჟიმების ჯგუფში, თუმცა შეფასების ქულა 0,08 ქულით გაუარესდა. თუ კი 2018 წელს საქართველოს შეფასებითი ქულა 5,5 ქულა, იყო 2019 წელს 5,42-მდე შემცირდა. უცვლელი დარჩა საქართველოს პოზიცია და წინა წლის მსგავსად კვლავ 89-ე ადგილს ვიკავებთ. ახალი შეფასება 2012 წლის შემდეგ ყველაზე დაბალია. შეფასების...

„კომერსანტის“ 22 იანვრის TOP 10 თემა

„კომერსანტის“ 22 იანვრის TOP 10 თემა
access_time2020-01-22 21:00:21
„კომერსანტის“ 22 იანვრის TOP 10 თემა 1.სადღესასწაულო პერიოდში აუქციონების გამართვა-საკანონმდებლო ხარვეზი თუ კორუფციის წყარო 2.„სოფლის მეურნეობის დარგში სტაბილური განვითარების დინამიკა არ აღინიშნება„ 3.სამორინეების ინკოგნიტო...

Deutche welle: ამერიკა ჩინეთისთვის ენერგორესურსების მთავარი მიმწოდებელი გახდება

Deutche welle: ამერიკა  ჩინეთისთვის ენერგორესურსების მთავარი მიმწოდებელი გახდება
access_time2020-01-22 20:00:27
2021 წელს  აშშ-ს შეუძლია ჩინეთისთვის ენერგორესურსების მთავარი მიმწოდებელი გახდეს, და ჩაანაცვლოს რუსეთი, საუდის არაბეთი, ანგოლა, და ავსტრალია . ასეთი დასკვნამდე  გერმანიის ეკონომიკის ინსტიტუტი ამერიკულ-ჩინური სავაჭრო შეთანხმების შესწავლის შედეგად მივიდა.   როგორც ცნობილია, დოკუმენტს   ხელი 15 იანვარს ხანგძლივი სავაჭრო ომის შემდეგ მოეწერა.   კერძოდ, ჩინეთი იღებს თავის თავზე ვალდებულებას 2 წლის მანძილზე 200 მლრდ....

„სილქნეტმა“ გლობალურ საკომუნიკაციო კომპანიასთან OneWeb თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი

„სილქნეტმა“  გლობალურ საკომუნიკაციო კომპანიასთან OneWeb   თანამშრომლობის მემორანდუმს  მოაწერა ხელი
access_time2020-01-22 14:55:46
წამყვანმა ქართულმა კონვერგენტულმა სატელეკომუნიკაციო კომპანია „სილქნეტმა“ გააფორმა თანამშრომლობის მემორანდუმი გლობალურ საკომუნიკაციო კომპანია OneWeb-თან. OneWeb-ის მიზანია სატელიტური კავშირგაბმულობის გამოყენებით უზრუნველყოს მაღალი სიჩქარის და დაბალი ლატენტობის ინტერნეტ-კავშირი ყველგან და ყველასთვის, დედამიწის ნებისმიერ წერტილში. სილქნეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, გიორგი რამიშვილმა, და OneWeb-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ადრიან სთექელმა, დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის...


მსგავსი სიახლეები

up