ტურისტული ნაკადის კლება არ აღინიშნება, – ამის შესახებ კომპანია wehost.ge-ში აცხადებენ. კომპანიის წარმომადგენელი ნიკა ანჯაფარიძე ამბობს, რომ მაისიდან დატვირთულობა მაღალია, განსაკუთრებით თბილისში.
„ჯერჯერობით მოთხოვნა ნორმალურია, რაიმე სახის კლებას ვერ ვამჩნევთ. ზოგადად ჩვენ სექტორში, მაისიდან მოყოლებული დატვირთულობა კარგია. თბილისი ძალიან გააქტიურებულია. ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების რა თქმა უნდა გვეშინია, მაგრამ ვემზადებოდით. ვფიქრობთ, რომ ამ ტალღასაც გადავაგორებთ“, – განმარტავს ნიკა ანჯაფარიძე.
wehost არის სტარტაპ საქართველოს გამარჯვებული პროექტი, რომელიც წარმოადგენს პირველ Airbnb მენეჯმენტ კომპანიას საქართველოში.
1TV.GE