ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია პოლონეთის უმსხვილესი მედიასაშუალებების წარმომადგნელებს მასპინძლობს

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია პოლონეთის უმსხვილესი მედიასაშუალებების წარმომადგნელებს მასპინძლობს

access_time2021-08-22 18:25:50

პოლონეთიდან ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ კამპანიას აგრძელებს.


ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებითა და პოლონეთში საქართველოს საელჩოს შუამდგომლობით საქართველოში პოლონეთის წამყვანი მედიის 11 წარმომადგენლისათვის პრეს-ტური ტარდება.


„პოლონეთი ჩვენი ქვეყნისთვის წარმოადგენს ერთ-ერთ ძალიან მნიშვნელოვან ტურისტულ მიმართულებას. მიუხედავად კოვიდ-პანდემიისაა, ჩვენ ვხედავთ, რომ ტურისტული ნაკადები მზარდია პოლონეთიდან და არა მხოლოდ. ძალიან დადებითი დინამიკა გვაქვს ავიამიმოსვლების კუთხით პოლონეთთან. ამ ეტაპზე ჩვენ უკვე ვასრულებთ 4 ქალაქის მიმართულებით პირდაპირ ავიამიმოსვლას, რაც რა თქმა უნდა კიდევ უფრო ხელს უწყობს ტურისტული ნაკადების შემოდინებასჩვენს ქვეყანაში.


მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ სწორი კოვიდ-რეგულაციებით შემოვიყვანოთ მეტიპოლონელი ტურისტი ქვეყანაში უსაფრთხოდ და ფრთხილად. ამავდროულად ჩვენ ჩამოვიყვანეთძალიან ცნობილი ჟურნალისტები, ტელეწამყვანები, მათ შორის როგორიც არის National Geographic. რათქმა უნდა ეს ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ცნობადობის გაზრდას, უსაფრთხო პოზიციონირებას, სტუმართ მასპინძლობის წინ წამოწევას, რომლითაც ჩვენ ძალიან ვამაყობთ და რაღა თქმა უნდა, ესარის ის ძირითადი მიზეზი, რისთვისაც ჩვენს ქვეყანაში ჩამოდიან არამხოლოდ პოლონელი, არამედსხვა ტურისტებიც. „-განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა.



პრეს-ტურის ფარგლებში პოლონური მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა თბილისი და ქუთაისიდაათვალიერეს, მოინახულეს ქუთაისის განახლებული საერთაშორისო აეროპორტი. ტურის ფარგლებში გაემგზავრნენ კახეთში, სადაც ადგილობრივ მეღვინეებს შეხვდნენ და გაეცნენქართული ღვინის მომზადების ტრადიციებს, ასევე დაათვალიერეს ალავერდის სამონასტრო კომპლექსი. ტურის განმავლობაში პოლონელი ჟურნალისტები საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ ათობით სიუჟეტს, სტატიასა და ბლოგს მოამზადებენ, რომელსაცპოლონეთში მილიონობით ადამიანი გაეცნობა, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ტურისტულ რეკლამირებას პოლონეთში და მოგზაურთა დაინტერესებას.


„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით საქართველოს პოლონეთიდან სხვადასხვა მედიასაშუალებების 11 წარმომადგენელი ეწვია. ჟურნალისტები საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ ამზადებენ სტატიებს, ბლოგებს, რეპორტაჟებს სხვადასხვა ტურისტული მიმართულების, ასევე კულტურული და ღვინის ტურიზმის შესახებ. ერთ-ერთ გამოცემას 21 მილიონზემეტი მომხმარებელი ჰყავს, ეს არის ძალიან დიდი აუდიტორია და გვაძლევს კარგ საშუალებას, რომ მოვახდინოთ ჩვენი ტურისტული პროდუქტის პოზიციონირება პოლონეთის ტურისტულ ბაზარზე.-განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმამედეა ჯანიაშვილმა.

5 დღიან ტურში National Geographic traveler-ის, Wirtualna Polska-ს, Onet-ის, Poland Daily and Republika-ს, fly4free-ის, Kaleidoscope Magazine-ის, ElleMan-ის, kobieta.pl-ისა და Rzeczpospolita-ს ჟურნალისტები დაოპერატორები მონაწილეობენ.


გამოცემებს მილიონობით მკითხველი ჰყავთ.


მხოლოდ Wirtualna Polska-ს ონლაინში 21,6 მილიონი უნიკალური მომხმარებელი ჰყავს. Kaleidoscope კიპოლონეთის უმსხვილესი ავიაკომპანია LOT-ის საბორტე ჟურნალია.


„მოხარული ვარ, რომ საქართველში უკვე დავგეგმე ჩემი მეოთხე ვიზიტი, ვაპირებ ნოემბერში მეგობრებთან ერთად საქართველოში ჩამოსვლას. აქ სტუმართმოყვარე ხალხია და ჩვენ ვგრძნობთ ამ მასპინძლობას, ამ სითბოს. საქართველოს შესახებ პოლონეთში ხშირად ვსაუბრობთ. ქართული სამზარეულო, ქართული ღვინო მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ამ მიზეზით და იმ მეგობრული ურთიერთობებიდან გამომდინარე, რომელიც საქართველოსა და პოლონეთს შორის არსებობს, პოლონეთში საქართველო სულ უფრო პოპულარული ხდება. დარწმუნებული ვარ, ბევრი ჩემი თანამოქალაქე ესტუმრება საქართველოს. ნიღბების სწორად გამოყენება, დისტანციის დაცვა, რასაცსაქართველოში ყველა ადგილზე, ყველა სასტუმროში, ყველა ობიექტზე ვხედავთ, დარწმუნებულივარ, ეს ზომები ჩვენ საშუალებას მოგცემს პანდემიის შემდეგაც გავაგრძელოთ მოგზაურობა საქართველოში. „-აცხადებს პრეს-ტურის მონაწილე პოლონელი ჟურნალისტი იაკუბ პანეკი.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up