ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია  National Geographic Traveller Food-ს მასპინძლობს

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია National Geographic Traveller Food-ს მასპინძლობს

access_time2022-09-29 12:30:00

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გამოცემის National Geographic-ის სამოგზაურო და კულინარიული პორტალი National Geographic Traveller Food საქართველოს შესახებ სტატიას ამზადებს. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.


გამოცემის ჟურნალისტი ჯენიფერ ჰათამსი საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით ეწვია.



ჯენიფერ ჰათამსისთვის გაიმართა ღვინის დეგუსტაცია და კულინარიული მასტერკლასი. National Geographic Traveller Food-ის ჟურნალისტთან ჯენიფერ ჰათამსისთან ერთად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა ქართული ტრადიციული კერძების მომზადებაში მიიღო მონაწილეობა.




„ჩვენ ვმასპინძლობთ National Geographic-ის სამოგზაურო და კულინარიული პორტალის ჟურნალისტს, რომელიც სტატიას მოამზადებს საქართველოს გასტრონომიისა და ღვინის ტურიზმის შესახებ. ეს ჩვენთვის კიდევ ერთი დამატებითი შესაძლებლობაა ჩვენი კულინარია, რითაც ასე ვამაყობთ მსოფლიო მასშტაბით გავაცნოთ პოტენციურ ვიზიტორებს, რომლებიც იქნებიან როგორც აშშ-დან, ასევე დიდი ბრიტანეთიდან და ევროპიდან. ამ გამოცემას მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს, ეს დიდი აუდიტორიაა ჩვენი ტურისტული პოტენციალის უკეთ წარმოსაჩენად“,-განაცხადა მედეა ჯანიაშვილმა.



ტურის ფარგლებში ჟურნალისტი ძველ თბილისს ეწვია, დაათვალიერა ღვინის მუზეუმი და ბაზარი.



National Geographic Traveller Food-ის სტატია ხელს შეუწყობს საქართველოს ტურისტული ადგილებისა და გასტროტურიზმის პოპულარიზაციას დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და ევროპაში.






სს „ნიკორამ“, თიბისი კაპიტალის და გალტ & თაგარტის დახმარებით, 35 მილიონი ლარის ობლიგაციები განათავსა

სს „ნიკორამ“, თიბისი კაპიტალის და გალტ & თაგარტის დახმარებით, 35 მილიონი ლარის ობლიგაციები განათავსა
access_time2022-12-05 15:20:03
სს „ნიკორამ“, თიბისი კაპიტალის და გალტ & თაგარტის დახმარებით, საჯარო ემისიის სახით, 35 მილიონი ლარის ოდენობის, 3 წლიანი ობლიგაციები წარმატებით განათავსა. ობლიგაციები საქართველოს საფონდო ბირჟაზე, ეროვნულ ვალუტაში განთავსდა, რაც კომპანიას საშუალებას აძლევს თავი აარიდოს სავალუტო რისკებს. „ნიკორა“ ობლიგაციების განთავსების შედეგად მიღებულ სახსრებს არსებული ვალდებულებების რეფინანსირებისთვის და კომპანიის სამომავლო განვითარების გეგმების...

საპენსიო სააგენტომ 3.5 მლნ ლარი "ნიკორას" ობლიგაციებში ჩადო

საპენსიო სააგენტომ 3.5 მლნ ლარი
access_time2022-12-05 14:30:36
“ნიკორამ” საჯარო ემისიის სახით, 35 მილიონი ლარის ოდენობის, 3-წლიანი ობლიგაციები განათავსა. ემისიაში 10%-იანი ინვესტიცია (ანუ 3,5 მლნ ლარი) საპენსიო სააგენტომ განახორციელა, რაც მის მიერ შეძენილი პირველი ადგილობრივი კორპორაციული ფასიანი ქაღალდებია. ობლიგაციები საქართველოს საფონდო ბირჟაზე, ეროვნულ ვალუტაში ნომინალური ღირებულების 100%-ით განთავსდა, რაც "ნიკორას" საშუალებას აძლევს, სავალუტო...

მთავრობის მხრიდან პოპულისტური გადაწყვეტილება იყო, ამომრჩევლების გულის მოსაგებად - გიორგი კეპულაძე ბანკებისთვის მოგების გადასახადის ზრდაზე

მთავრობის მხრიდან პოპულისტური გადაწყვეტილება იყო, ამომრჩევლების გულის მოსაგებად - გიორგი კეპულაძე ბანკებისთვის მოგების გადასახადის ზრდაზე
access_time2022-12-05 16:00:59
საბანკო სექტორისთვის მოგების გადასახადის გაძვირებას მთავრობის მხრიდან პოპულისტურ ნაბიჯად აფასებენ არასამთავრობო ორგანიზაციაში „საზოგადოება და ბანკები“. როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელმა „კომერსანტთან“ საუბრისას განაცხადა, მოგების გადასახადის 15-დან 20%-მდე ზრდას ბანკებისთვის მნიშვნელოვანი ფინანსური გავლენა არ ექნება. გიორგი კეპულაძე პრემიერ-მინისტრის მიერ გაჟღერებულ გადაწყვეტილებას პოლიტიკურს უწოდებს და ამბობს, რომ მას არც მნიშვნელოვანი ფისკალური ეფექტი...

მოგების გადასახადი ბანკებისთვის 15%-ის ნაცვლად 20% იქნება

მოგების გადასახადი ბანკებისთვის 15%-ის ნაცვლად 20% იქნება
access_time2022-12-05 14:12:49
ბანკები და საფინანსო სექტორი მოგების გადასახადების ე.წ ესტონურ მოდელზე აღარ გადადიან, მათთვის შევინარჩუნებთ მოგების გადასახადის არსებულ სისტემას და 15%-ის ნაცვლად 20%-ს გადაიხდიან- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.      პრემიერ-მინისტრმა განმარტა, რომ ბანკების სუფთა მოგება წლის ბოლოსთვის 2 მილიარდი ლარი იქნება, რაც გაუმართლებელია.     ირაკლი ღარიბაშვილმა...

მთავრობამ კლიმატური და ბალნელოგიური კურორტების ნაწილის პროვატიზება გადაწყვიტა

მთავრობამ კლიმატური და ბალნელოგიური კურორტების ნაწილის პროვატიზება გადაწყვიტა
access_time2022-12-05 14:15:05
ირაკლი ღარიბაშვილი- საქართველოში 300-მდე კლიმატური და ბალნეოლოგიური კურორტი და საკურორტო ადგილი გვაქვს, რომელთა დიდი ნაწილი უბრალოდ არ ფუნქციონირებს, 100 ზე მეტი კურორტის არსებული მდგომარეობა და განვითარების პოტენციალი შევისწავლეთ და გასაყიდად გამოვიტანთ საქართველოში 300-მდე კლიმატური და ბალნეოლოგიური კურორტი და საკურორტო ადგილი გვაქვს, რომელთა დიდი ნაწილი უბრალოდ არ ფუნქციონირებს, 100 ზე მეტი კურორტის არსებული მდგომარეობა და...


მსგავსი სიახლეები

up