ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მიზნობრივ ბაზრებზე მარკეტინგულ კამპანიებს განაგრძობს

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მიზნობრივ ბაზრებზე მარკეტინგულ კამპანიებს განაგრძობს

access_time2021-09-27 17:40:00

მსოფლიოში პანდემიის არსებობის პერიოდში, საერთაშორისო ბაზრებიდან მოგზაურთა ნაკადების გაზრდის მიზნით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ქვეყნის ცნობადობისა და ტურისტულად მიმზიდველი ადგილების აქტიურ კამპანიებს აგრძელებს. ინფორმაციას ტურიზმის ადმინისტრაცია ავრცელებს.



„2021 წელს ადმინისტრაციამ საერთაშორისო პლატფორმა, Culture Trip-ზე მასშტაბური მარკეტინგული კამპანია დაიწყო. საქართველოს საიმიჯო ინფორმაციის გავრცელება 28 მაისიდან 7 სექტემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა, საფრანგეთში; გერმანიაში; ბალტიის ქვეყნებში; ისრაელში; საუდის არაბეთსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში. საერთაშორისო პლატფორმა Culture Trip-ზე ქვეყნის პოპულარიზაციის მიმართულებით განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სათავგადასავლო, ეკო და აგრო ტურიზმს, ღვინოს და გასტრონომიას. კამპანიის ფარგლებში სოციალურ ქსელებში (FB, Instagram; Twitter) საქართველოს საიმიჯო ფოტო მასალა განთავსდა, მომზადდა 9 სტატია, სოციალურ ქსელებში ე.წ. ჩვენების (Impressens ) რაოდენობამ 5,590,000 შეადგინა.



ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაში ITB Berlin მიიღო მონაწილეობა, სადაც საქართველო გამოფენის პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარდგა სათავგადასავლო და მდგრადი ტურიზმის მიმართულებით. მადრიდის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა FITUR-ზე კი საქართველო პარტნიორი ქვეყნის სტატუსით იყო წარმოდგენილი. ორივე გამოფენაზე საქართველო სპეციალური სტატუსით მონაწილეობდა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს ცნობადობის ამაღლების, ქვეყნის იმიჯის განმტკიცებისა და ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაციისათვის საერთაშორისო ბაზარზე.




ტურიზმის ადმინისტრაცია წელს მონაწილეობს დუბაი ექსპოსა და ბარსელონის საერთაშორისო გამოფენებში, რაც ხელს შეუწყობს ტურისტული ნაკადების გაზრდას როგორც ესპანეთიდან, ასევე სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან“ – ნათქვამია ინფორმაციაში.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up