ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისგან 190 ათასი ევროს ოდენობის გრანტს მიიღებს

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისგან 190 ათასი ევროს ოდენობის გრანტს მიიღებს

access_time2021-10-15 15:40:00

საქათველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაცია GIZ-თან ერთად ახალ პროექტს იწყებს. ინფორმაციას ტურიზმის ადმინისტრაცია ავრცელებს. 


„რეგიონებში კერძო სექტორის მხარდასაჭერად და ეკოტურიზმის განვითარების მიზნით ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GIZ) საგრანტო ხელშეკრულება გააფორმა. დოკუმენტს ხელი მოაწერა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა და GIZ-ის პროგრამის „კერძო სექტორის განვითარება და პროფესიული განათლება სამხრეთ კავკასიაში“ დირექტორმა ანა-ვალერი პიტერსმა.


„ეს საგრანტო ხელშეკრულება კიდევ ერთხელ შეუწყობს ხელს ეკოტურიზმის განვითარებას. ეს გულისხმობს სამ რეგიონში: რაჭაში, გურიისა და ქვემო ქართლში ეკოტურისტული პროდუქტისა და სერვისის განვითარებას. ჩვენ დარწმუნებული ვართ, ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ საკმაოდ კონკურენტუნარიანი, მდგრადი ტურისტული პროდუქტის განვითარებას.“-განაცხადა მედეა ჯანიაშვილმა.


„ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას 190 ათასი ევროს ოდენობის გრანტს გადავცემთ, რათა განახორციელოს ეკოტურიზმის სტრატეგია, განავითაროს ეკოტურიზმი ქვეყანაში. ეს პროექტი დამყარებულია ძალიან დიდ ნდობაზე, იმ ერთობლივ სამუშაოზე, რომელსაც ჩვენ ვასრულებთ.“-აცხადებს ანა-ვალერი პიტერსი.



საგრანტო პროექტი რაჭის, გურიისა და ქვემო ქართლის რეგიონებში კონკურენტუნარიანი ტურისტული პროდუქტების და მომსახურების შექმნას, განვითარებას და დივერსიფიკაციას მოიცავს.


პროექტი ითვალისწინებს ციფრული ტრანსფორმაციის მხარდაჭერას, შესაბამისი კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგ კურსების ორგანიზებას და რეგიონული თემატური ფესტივალების, ასევე გასტრონომიული და გაცნობითი ტურების ორგანიზების მხარდაჭერას.


პროექტის მიზანია ეკო, აგრო, კულინარიული და ღვინის ტურიზმის განვითარება და ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერა.


პროექტი ერთწლიანია და ბიუჯეტი 190,000 ევროს შეადგენს“ – ნათქვამია ინფორმაციაში.







ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა, რუბლთან გაუფასურდა

ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა, რუბლთან გაუფასურდა
access_time2021-12-03 18:00:48
3 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.73 თეთრით 3.1210-მდე გამყარდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.1093 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 1.39 თეთრით 3.5302-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 2.16 თეთრით 4.1447-მდე, ხოლო აზერბაიჯანულ მანათთან 0.46 თეთრით 1.8375-მდე, ლარი თურქულ ლირასთან 0.40 თეთრით 0.2291-მდე, 1000 სომხურ დრამთან 5.39 თეთრით 6.3327-მდე გამყარდა. 100 რუსულ...

მოქალაქეებს სახელმწიფო და კერძო დაზღვევით ერთდროულად სარგებლობის უფლება მიეცეთ – სადაზღვევო კომპანიების შეთავაზება

მოქალაქეებს სახელმწიფო და კერძო დაზღვევით ერთდროულად სარგებლობის უფლება მიეცეთ – სადაზღვევო კომპანიების შეთავაზება
access_time2021-12-03 15:32:51
სადაზღვევო კომპანიები მოსახლეობისთვის მედიკამენტების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით ინიციატივით გამოდიან. ისინი მთავრობას სთავაზობენ, მედიკამენტების ფასების რეგულირების ნაცვლად, სხვა სახის გადაწყვეტილებები იქნას მიღებული. მათი ნაწილის ინიციატივა შემდეგია: როგორც ცნობილია, 2017 წლიდან „საყოველთაო ჯანდაცვის“ პროგრამაში ცვლილებები შევიდა და დიფერენცირებული პაკეტები მოქმედებს. კერძოდ, ყოველთვიურად 1000 ლარზე ნაკლები შემოსავლის მქონე მოქალაქეები,...

დღის TOP10 საინტერესო ამბავი

დღის TOP10 საინტერესო ამბავი
access_time2021-12-03 21:00:10
დღის TOP10 საინტერესო ამბავი:     1. თემურ ჭიჭინაძე ენერგოკომპანიებთან დადებული ხელშეკრულებების გადახედვას ითხოვს ენერგომომარაგების ხელშეკრულებების უმეტესობა გაუმჭვირვალობის გამო უამრავ კითხვას აჩენს. ეს მხოლოდ ტარიფებს არ ეხება,  ენერგეტიკოსი თემურ ჭიჭინაძე აცხადებს, რომ თავიდან ბოლომდე  ეჭვს იწვევს როგორც ჰესების...

საქართველოში, მხოლოდ გრატოს სათბურებში მოყვანილი, შობის ვარსკვლავი

საქართველოში, მხოლოდ გრატოს სათბურებში მოყვანილი, შობის ვარსკვლავი
access_time2021-12-03 14:55:22
გრატო, ერთადერთი სათბურია საქართველოში, რომელსაც 10 წელია შობის ვარსკვლავი ადგილზე მოჰყავს. პოინსეტია ტროპიკული მცენარეა, ამიტომ მას ესაჭიროება კონკრეტული პირობების შექმნა, რაც გრატოს სათბურებში მაქსიმალურად არის მიღწეული. გრატოს სათბურებში, მცენარეებს, ჩითილის ფაზიდანვე უტარდება მუდმივი, ყოველკვირეული კონტროლი მავნებელ-დაავადებებზე. ვინაიდან, მათი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, მომხმარებელს მიაწოდონ ჯანმრთელი და ხარისხიანი მცენარე. ასევე, პოინსეტიას...

სამომხმარებლო კალათაში შემავალი 305 დასახელების პროდუქტიდან 270 გაძვირდა

სამომხმარებლო კალათაში შემავალი 305 დასახელების პროდუქტიდან 270 გაძვირდა
access_time2021-12-03 14:30:17
ნოემბერში საქართველოში ინფლაციის წლიურმა განაკვეთმა 12.5% შეადგინა, თუმცა ცალკეულ პროდუქციაზე ფასები ბევრად უფრო მეტად გაიზარდა. სამომხმარებლო კალათაში შესული 305 დასახელების პროდუქტიდან და მომსახურებიდან 270 შემთხვევაში ფასები გაიზარდა, 10 დასახელების პროდუქტზე უცვლელად შენარჩუნდა 25 შემთხვევაში კი შემცირდა.   ბოლო ერთ წელიწადში თევზის კონსერვი და მოხარშული ძეხვი 13-13 პროცენტით გაძვირდა, შოკოლადი, ნიგოზი, ბანანი და კარაქი 14-14 პროცენტით, შებოლილი ხორცი 16%-ით, სულგუნი...


მსგავსი სიახლეები

up