ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ბერლინის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ბერლინის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს

access_time2021-03-12 14:50:00

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია „ITB Berlin“-ის გამოფენაზეა წარმოდგენილი. ინფორმაციას ტურიზმის ადმინისტრაცია ავრცელებს.


გამოფენა-ბაზრობა პანდემიის გამო წელს ონლაინ ფორმატში იმართება. მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს ბერლინის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე, საქართველოს წელს სათავგადასავლო და მდგრადი ტურიზმის მიმართულებით პარტნიორი ქვეყნის სტატუსი აქვს მინიჭებული.



ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად გამოფენაში 39 ტურისტული კომპანია, სასტუმრო, ტურისტული ასოციაცია და სახელმწიფო ორგანიზაცია მონაწილეობს: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, დაცული ტერიტორიების სააგენტო, იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია, Mouzenidis Travel, De Georgio, Caucasus Travel, Travel Door, Elite Travel, Mimino in Caucasus, (Lucky Way) Georgian Travel Group, New Adventure, Local host, Georgica Travel, WST, Visit Georgia, Georgian Dmc, Explore Georgia, Destination Georgia, Meet in Georgia, Chateau Mukhrani, Omnes Tour, Georgian Holidays, Exotour, Travel Shop, Caucasus Adventure Tours, Trekking Georgia, City Hotels, Vaime Travel, Arrival, Adamo Hotel, Discover Georgia, Magic Roads Georgia, GDM, Georgian Discovery Tours, Sairme Resort, Dila +, Marvel Travel, Eco Tourism Association, Concord Travel. გამოფენაზე USAID/Zrda-ს მხარდაჭერით 7 ტურისტული კომპანია მონაწილეობს: Caucasus Travel, Explore Georgia, Exotour, TravelShop, Georgian Holidays, Caucasus Adventure Tours და Trekking Georgia.




გამოფენის ფარგლებში მოეწყო პანელი, სადაც „ITB Berlin”-ის მონაწილეებს სიტყვით მიმართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ. პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდნენ: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი, ტურიზმის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი, საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის წარმომადგენელი ნატალია ბახტაძე, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მუმლაძე, ექსპლორ ჯორჯიას წარმომადგენელი ნიკა ერქომაიშვილი, აჭარა ჯგუფის წარმომადგენელი ოთარ ბერიშვილი და „ხოხბის ცრემლების“ დამფუძნებელი ჯონ ვურდემანი.



„ITB Berlin“-ის ვირტუალურ გამოფენაში 180-ზე მეტი ქვეყანა, ტურიზმის სფეროს 10 ათასზე წარმომადგენელი მონაწილეობს, გამოფენას 160 ათასი ვიზიტორი ჰყავს.
2023 წელს საქართველო ITB ბერლინის გამოფენაზე უკვე მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარსდგება და 1 მილიარდიან აუდიტორიაზე წვდომა ექნება, რომელიც ტურიზმის ინდუსტრიაში პირდაპირ და არაპირდაპირ არის ჩართული.



„წელს ჩვენ გვაქვს პატივი, ვიყოთ ITB Berlin-ის ოფიციალური პარტნიორი. ეს არის უდიდესი შესაძლებლობა ტურიზმის ინდუსტრიაში, მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს გამოფენაზე საქართველო წარვადგინოთ, როგორც უსაფრთხო, მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტების ქვეყანა. ჩვენ უნიკალური შესაძლებლობა მოგვეცა მთელ მსოფლიოს ვაჩვენოთ საქართველოს ჯერ კიდევ აღმოუჩენელი ტურისტული მიმართულებები. დარწმუნებული ვარ, რომ ITB Berlin-თან პარტნიორობა კიდევ უფრო გაზრდის საქართველოს ცნობადობას, როგორც ტურიზმის სპეციალისტებში, ასევე იმ ტურისტებს შორის, რომლებიც საქართველოში უსაფრთხო მოგზაურობით დაინტერესებულნი არიან პოსტკოვიდურ პერიოდში და ხელს შეუწყობს ჩვენს კერძო სექტორს მაქსიმალურად სწრაფად შეძლოს აღდგენა და ტურისტების მიღება.“-განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up