ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით  ავიაკომპანია Ryanair-ის ოფიციალურ გვერდზე საქართველოს შესახებ  სტატია გამოქვეყნდა

ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით ავიაკომპანია Ryanair-ის ოფიციალურ გვერდზე საქართველოს შესახებ სტატია გამოქვეყნდა

access_time2020-02-12 12:44:03

ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი ავიკომპანიის Ryanair-ის რეპორტიორებს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ უმასპინძლა. პრეს-ტურის შემდეგ Ryanair-ის სამოგზაურო ონლაინ პლატფორმამ საქართველოს შესახებ ვრცელი სტატია „მომაჯადოებელი თბილისი“ გამოაქვეყნა.


საქართველოს შესახებ სტატია Ryanair-ის ოფიციალურ გვერდზე 7 ენაზე გავრცელდება, რომელსაც 800 ათასი მკითხველი ჰყავს, სოციალურ ქსელში კი 5,6 მილიონზე მეტი მომხმარებელი. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრეს-ტურის ფარგლებში Ryanair-ის რეპორტიორებმა თბილისი, მცხეთა, სტეფანწმინდა და კახეთი მოინახულეს. საქართველოს შესახებ ვიდეო-რგოლიც გადაიღეს, რომელიც უახლოეს მომავალში ვებ-გვერდზე აიტვირთება.


Ryanair -ის სამოგზაურო პორტალის რეპორტიორი სტატიაში საქართველოში მიღებულ შთაბეჭდილებებს მკითხველს უზიარებს.


„თბილისი ევროპის ერთ-ერთ უსაფრთხო ქალაქად არის მიჩნეული. ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალაა. სტუმრებს ქართველები თბილად ხვდებიან და მზად არიან ტურისტებს სიამოვნებით დაათვალიერებინონ თბილისის მშვენიერი ციხე-სიმაგრეები, გოგირდის აბანოები და ადგილობრივი ბაზრები.


გემრიელი სამზარეულოთი, მომხიბლავი ისტორიით, მრავალფეროვანი და საოცარი ადგილებით საქართველო ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულებაა.“
სტატიის ავტორის თქმით, თბილისი ღამის ცხოვრებით გამოირჩევა. საქართველოს დედაქალათან ერთად Ryanair-ის სამოგზაურო პორტალის ჟურნალისტი მოგზაურებს სამთო კურორტების: გუდაურის, მესტიის, გოდერძის და ბაკურიანის მონახულებას ურჩევს.



სტატიაში ასევე აღწერილია ქართული ტრადიციული კერძები, ქართული ღვინო და კვების ობიექტები.


„იუმორის კარგი გრძნობით და თავისუფლებით გამორჩეულ ქართველებთან კომუნიკაციამ ჩვენი მოგზაურობა უფრო სასიამოვნო გახადა. საქართველოში ტურიზმი იზრდება, რაც ქვეყნის ეკონომიკის წინსვლას ხელს უწყობს. თბილისი ტრადიციების და კულტურული მეკვიდრეობის შენარჩუნებას ცდილობს და ამავდროულად ყოველწელიწადს მილიონობით ვიზიტორს მასპინძლობს. ამ უძველეს, ფერად და საოცარ ქალაქში სამ დღიანი მოგზაურობით ყველაფრის ნახვა შეუძლებელია. თბილისი ევროპელი ტურისტებისთვის სწრაფად მზარდი, ახალი ტურისტული მიმართულებაა, რომელიც უგემრიელესს კერძებს, საოცარ ღამის ცხორებას და მრავალფეროვან ისტორიას გთავაზობს.“


სტატიის ავტორი საქართველოში მოგზურებს მოუწოდებს თბილისში გადაღებულ ფოტოებზე ჰაშთაგი #ryanairstories მონიშნონ, რომელიც შეიძლება ავიაკომპანიის ინსტაგრამ გვერდზე აღმოჩნდეს.


სტატიის გამოქვეყნება Ryanair-ის Instagram-ზე დაწყებულ გამოკითხვას დაემთხვა, თუ რომელ ქალაქში უნდა იმოგზაურონ 2020 წელს. თბილისმა ავიაკომპანიის სოციალურ გვერდზე გამოკითხვებში რომს, სანტორინს და პარიზს გაუსწრო.



თეგები:
Ryanair ტურიზმი



TheTimes: ბიზნესმა ჰაკერებს გამოსასყიდის სახით 2019 წელს 25 მლრდ. დოლარი გადაუხადა

TheTimes: ბიზნესმა ჰაკერებს გამოსასყიდის სახით 2019 წელს 25 მლრდ. დოლარი გადაუხადა
access_time2020-08-03 19:55:48
კიბერ-დამნაშავეებმა 2019 წელს მხოლოდ ბრიტანულ ბიზნეს-კომპანიებს 250 მლნ. დოლარზე მეტი გამოსძალეს. ჰაკერები, ძირითადად  ცნობილ კომპანიებს რუსეთიდან ან აღმოსავლეთ ევროპიდან ვირუსული პროგრამებით უტევენ, შემდეგ კი ქსელებთან წვდომის აღდგენის სანაცვლოდ მათგან მილიონებს ითხოვენ. კომპანიებს მათი პრობლემების გასაჯაროება, მონაცემთა დაკარგვა და რეგულატორების მხრიდან ჯარიმების დაკისრება აშინებთ, ამიტომაც ისინი დღეს უფრო მეტად, ვიდრე გასულ წლებში, ფულის გადახდისთვის მზად...

საზმაუს შენობას აუქციონზე მესამედ 23 მლნ ლარის ფასდაკლებით გაიტანენ

საზმაუს შენობას აუქციონზე მესამედ 23 მლნ ლარის ფასდაკლებით გაიტანენ
access_time2020-08-03 15:15:25
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ძველი შენობის გასაყიდად გამოცხადებული ელექტრონული აუქციონი კვლავ ვერ შედგა. ის 16 ივლისს დაიწყო და 31 ივლისს უშედეგოდ დასრულდა. ქონების საწყისი ფასი 110 343 600 ლარი იყო. შენობის გასაყიდად ახალი აუქციონი დღეს, 3 აგვისტოს გამოცხადდა. მაუწყებლის ფინანსების და ადმინისტრაციის ბლოკის დირექტორმა ნოდარ ჭიჭინაძემ აღნიშნა, რომ ქონების ფასი 10%-ით შეამცირეს ისევე, როგორც ეს პირველი აუქციონის დასრულების შემდეგ...

„ჩიკორი“ ხეხილის ბაღების გაშენებას გეგმავს

„ჩიკორი“ ხეხილის ბაღების გაშენებას გეგმავს
access_time2020-08-03 16:30:23
კომპანია „ქარელის ხილი“, რომელიც ბაზარზე „ჩიკორის“ ბრენდით არის წარმოდგენილი, სამომავლოდ საკუთარი ბაღების გაშენებას გეგმავს, - განუცხადა „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის დირექტორმა ანანო ბეჟანიშვილმა. მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის კომპანია ხილს ადგილობრივი ფერმერებისგან იბარებს, პროდუქციის 10% კი საკუთარი ბაღებიდან მიღებული მოსავალია. „ჩვენს საკუთრებაში არსებული ბაღებიდან მაქსიმალურ მოსავალს ვერ ვიღებთ, რადგან ხეხილი ჯერ პატარაა. რამდენიმე წელიწადში მათი მსხმოიარობა...

რე|ბანკი 1 წლის აღსანიშნავად განვადებაზე უპრეცედენტო აქციას აანონსებს

რე|ბანკი 1 წლის აღსანიშნავად განვადებაზე უპრეცედენტო აქციას აანონსებს
access_time2020-08-03 10:15:13
რე|ბანკი აგვისტოში 1 წლის ხდება. ბანკმა გასულ წელს მომხმარებლებს სრულიად ინოვაციური საბანკო პროდუქტი შესთავაზა – ტოპ|ქარდი, განვადების შოპინგ ბარათი. ეს რეალურად ეფექტური 0%-იანი განვადების ბარათია, თუკი მყიდველი რე|ბანკის პარტნიორების დაწესებულ ვადებს დაიცავს. ტოპ|ქარდის განვადებით სარგებლობა მხოლოდ რე|ბანკის პარტნიორ ობიექტებში არ არის შესაძლებელი. მომხმარებელს ასევე შეუძლია, 45 დღემდე უპროცენტო გადავადებით, ეფექტური 0%-დან, ივაჭროს ყველგან, მათ შორის, ადგილობრივ და...

საქართველოში უმუშევრობის დონე კორონავირუსის პანდემიის გამო 12%-ით გაიზარდა

საქართველოში უმუშევრობის დონე კორონავირუსის პანდემიის გამო 12%-ით გაიზარდა
access_time2020-08-03 17:40:10
თვითდასაქმებულებზე კომპენსაციის სახით ჯამურად 48 048 300 ლარი, ხოლო დასაქმებულებზე 68 771 800 ლარია გაცემული. ციფრებით ადასტურებს, რომ პანდემიამ, უმუშევრობის დონე 12%-ით გაზარდა. სპეციალისტები ,,რეზონანსთან“ აღნიშნავენ, რომ ეს არ არის სრული სურათი და რეალურად უფრო მძიმე ვითარებაა ქვეყანაში. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, 31 ივლისის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით სულ დარეგისტრირდა კომპენსაციის მიმღები...


მსგავსი სიახლეები

up