ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და შვეიცარიის ტურიზმის სახელმწიფო ორგანიზაციას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და შვეიცარიის ტურიზმის სახელმწიფო ორგანიზაციას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

access_time2022-12-06 11:30:46

მემორანდუმს ხელი საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ თამარ ყორიაულმა და შვეიცარიის ტურიზმის ორგანიზაციის სპეციალური პროექტებისა და მიმართულებების დირექტორმა ფედერიკო სომარუგამ ქალაქ ციურიხში მოაწერეს.


„დღეს საფუძველი ჩაეყარა ახალი თანამშრომლობის გაღრმავებას. ძალიან მნიშვნელოვანია შვეიცარიასთან როგორც ტურიზმის მიმართულებით ერთ-ერთ წამყვან ქვეყანასთან აქტიური თანამშრომლობა. ჩვენ შანსი მოგვეცა გავაღრმაოთ ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობა და რაც მნიშვნელოვანია ეს ცოდნა და გამოცდილება მოვახმაროთ ჩვენი კერძო სექტორისა და ინდუსტრიის მეტად გაძლიერებას“, – განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ თამარ ყორიაულმა.


ურთიერთგაგების მემორანდუმი მიზნად ისახავს საქართველოსა და შვეიცარიას შორის ტურიზმის სფეროში სამომავლო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას, სათავგადასავლო და ზამთრის ტურიზმისა და დანიშნულების ადგილის მართვის ინდუსტრიის განვითარების მიმართულებით ორი ქვეყნის საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას. ასევე განიხილეს მომსახურების სფეროს წარმომადგენელთათვის საგანმანათლებლო სასწავლო ტრენინგების განხორციელების პერსპექტივები შვეიცარიის კონფედერაციაში, რაც საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიაში მომუშავე პროფესიონალთათვის საუკეთესო ევროპული ცოდნის გაზიარების მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იქნება.



ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ თემატური შეხვედრები გამართვა შვეიცარიის კონფედერაციის ტურიზმისა და მასპინძლობის, აგრეთვე ჯანდაცვისა და განათლების სექტორის წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ტურიზმის სფეროში ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.


„ძალიან მოხარული ვარ, რომ ხელი მოვაწერეთ ურთიერთგაგების მემორანდუმს. ველოდებით უფრო ინტენსიური თანამშრომლობის გაგრძელებას სხვადასხვა მიმართულებით, ეს არის პოლიტიკის შემუშავება, ბიზნეს გეგმები, ტურიზმის საბჭო, ასევე სამთო ტურიზმი, სპა ტურიზმი, ღვინო და გასტრონომია. საქართველოს, ისევე როგორც შვეიცარიას დიდი გამოცდილება აქვს ამ მიმართულებით. ერთმანეთის გამოცდილებების გაზიარებით ორივე ქვეყანა მოგებული დარჩება“, – განაცხადა შვეიცარიის ტურიზმის ორგანიზაციის სპეციალური პროექტებისა და მიმართულებების დირექტორმა ფედერიკო სომარუგამ.


შეხვედრას საქართველოს მხრიდან ასევე ესწრებოდა შვეიცარიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რევაზ ლომინაძე და საქართველოს მთის ტრასების სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი ბურჭულაძე.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up